Connect with us

თავის მოვლა

10 ბუნებრივი საშუალება, რომლებიც თქვენს კანს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაეხმარება

სცადეთ სილამაზის შემდეგი ხრიკები, რომლებიც იმდენად უბრალოა, რომ გაგიკვირდებათ, აქამდე მათ შესახებ არაფერი რომ იცოდით.

1. კარტოფილი იღლიებისთვის

მოჭერით ორი სქელი ნაჭერი კარტოფილი და გაიწმინდეთ იღლიები. დაელოდეთ 30 წუთით და ჩამოიბანეთ ცივი წყლით. გაიმეორეთ დღეში ორჯერ.

2. აბუსალათინის ზეთი + E ვიტამინი + ალოე სქელი წარბებისა და წამწამებისთვის

მთლიანად ნატურალური ხსნარის მისაღებად, გაავსეთ ტუშის ძველი ტუბი ნახევრამდე E ვიტამინის ზეთით, აბუსალათინის ზეთითა და 100%-ით სუფთა ალოეს გელით. კარგად მოურიეთ და დაიტანეთ წამწამებსა და წარბებზე ყოველღამე, 30 დღის განმავლობაში.

3. საშინაო შუგარუნგი ხანგრძლივი ეფექტით

საშინაო შუგარინგისთვის შეურიეთ 1/4 ჭიქა ფილტრირებული წყალი, 1/4 ჭიქა ლიმონის წვენი და 2 ჭიქა შაქრის კრისტალები. გაათბეთ მასა ოქროსფრის მიღებამდე, აცადეთ გაგრილება და წაისვით თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით. მოიხსენით მყისიერად.

4. რუჯის ბუნებრივი მკურნალობა

ვაშლის ძმარი და ალოე – საუკეთესო საშუალებებია.

5. კურკუმა + ქოქოსის ზეთი თეთრი ღიმილისთვის

შეურიეთ 1/4 ჭიქა ქოქოსის ზეთი 2 ს.კ. კურკუმას ორგანულ ფხვნილს და გამოიყენეთ მასა ლაქების მოსაშორებლად და კბილების ბუნებრივად გასათეთრებლად.

6. საკვები სოდა + ძმარი ქუსლების ნახეთქების წინააღმდეგ

ტერფების ბუნებრივად აქერცვლისთვის შეურიეთ 2 ჭიქა თბილი, ფილტრირებული წყალი, 1 ჭიქა ძმარი და 1/2 ჭიქა საკვები სოდა.

7. დამამშვიდებელ-დამატენიანებელი ლოსიონი

ინგრედიენტები

  • 3/4 ფინჯანი კაკაოს ზეთი
  • 1/4 ფინჯანი ავოკადოს ზეთი
  • 1/4 ჭიქა მაგნიუმის ზეთი
  • 30 წვეთი ლავანდის ზეთი

ჩადეთ კაკაოს ზეთი ქილაში, მოათავსეთ წყლით სავსე ქვაბში და დადგით ნელ ცეცხლზე. როცა იგი გადნება, გააგრილეთ მაცივარში 30 წუთით. ათქვიფეთ ზეთი, დაუმატეთ ყველა ინგრედიენტი და შეინახეთ ქილით მაცივარში, 3 თვემდე.

8. ცხიმიანი თმისთვის

თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, დაუმატეთ რამდენიმე ს.კ. ზღვის მარილი და საკვები სოდა ნატურალურ შამპუნს.

9. ნატურალური შამპუნი

ინგრედიენტები

  • 1/2 ფინჯანი თხევადი კასტილური საპონი
  • 2 ს.კ. 100%-ით სუფთა ნეკერჩხლის სიროფი
  • 5-10 წვეთი სტაფილოს თესლის ეთერზეთი
  • 10 წვეთი აბუსალათინის ზეთი

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და შეიზილეთ თავის კანში.

10. ყავის ნალექი თვალქვეშა სილურჯეებისთვის

შეურიეთ 1 ს.კ. გამოყენებული ყავის ნალექი 1 ს.კ. ქოქოსის ზეთს. წაისვით თვალქვეშ კანზე და გაიჩერეთ 15 წუთით.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.