Connect with us

საკითხავი

5 მარტივი საშუალება, რომელიც სამზარეულოს ავეჯს ცხიმის ლაქებისგან ხელის ერთი მოძრაობით გაასუფთავებს

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ სამზარეულოს დალაგება ყველაზე შრომატევადი საქმეა. მაცივარში პროდუქტებს უნდა გადახედოთ, კაფელი უნდა გარეცხოთ, ღუმელი გაწმინდოთ, სამუშაო მაგიდას და კარადებს ცხიმის ლაქები მოაშოროთ. სიტყვაზე, ზუსტად უკანასკნელი ამოცანა ყველაზე რთული შესასრულებელია. როგორ მოვაშოროთ ზედაპირს ცხიმის ლაქა ისე,რ ომ ხე და პლასტმასი არ დავაზიანოთ? საყოფაცხოვრებო ქიმია ცხიმს ძალიან ეფექტურად აშორებს, მაგრამ ის ძვირადღირებულია, ხოლო ნაწილაკების შემცველმა ნივთიერებამ შეიძლება ზედაპირი დააზიანოს.

ამა თუ იმ ზედაპირის გასაწმენდად საუკეთესო ვარიანტს ყოველთვის ნატურალური საშუალება წარმოადგენს. მათი ეფექტურობის შესახებ ეჭვები გვერდზე გადადეთ. შესაძლოა, ისე სწრაფად არ მოქმედებენ, როგორც ქიმიური ნაერთები, მაგრამ მაინც მოქმედებენ. რაც მთავარია, ძალიან უსაფრთხოა. ისინი ალერგიულ რეაქციას არ იწვევენ, ხელის კანს არ აღიზიანებენ, ცუდ სუნს არ ტოვებენ. მათი გამოყენება ნამდვილად ღირს.

როგორ მოვაშოროთ ცხიმიანი ნადები

გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ მეთოდს, რომელთა დახმარებით პრობლემას მოკლე დროში გაუმკლავდებით. მათი ყოველდღე გამოყენება არ ღირს. სჯობს ზედაპირი ჯერ სველი ღრუბლით გაწმინდოთ, შემდეგ კი მშრალით. როცა ღრუბლით გადაწმენდა სასურველ შედეგს არ მოგცემთ, ქვემოთ მოცემული ვარიანტებიდან ერთ-ერთი აირჩიეთ.

სოდა და მცენარეული ზეთი

სასურველი შედეგის მისაღწევად, თქვენ დაგჭირდებათ: მცენარეული ზეთი და სოდა

  1. ორივე ინგრედიენტი თანაბარი პროპორციით აურიეთ.
  2. ფაფა ჭუჭყიან ზედაპირს წაუსვით.
  3. 30 წუთით გააჩერეთ. ამ დროს ცხიმი შეიკრიბება. რბილი ღრუბელი წყალში დაასველეთ, გაწურეთ და ზედაპირს ცხიმი მოაშორეთ.
  4. ნებისმიერ ზედაპირს აქვს ძალიან ჭუჭყიანი ადგილი, რომლის პირველივე ჯერზე მოშორება ძალიან რთულია. თუ პირველი მცდელობით ნადების მოშორება ვერ შეძელით, გარკვეულ ადგილას ფაფა კვლავ წაუსვით და პროცედურა გაიმეორეთ.

ამ საშუალების უპირატესობა მის უნივერსალურობაშია. ის ნებისმიერ ზედაპირს წმენდს. ხის კარადები ორმაგ სარგებელს მიიღებს: მცენარეული ზეთს ხე იწოვს, რითაც დამცავ ფენას ქმნის და ზედაპირს დაზიანებისა და ნაკაწრებისგან იცავს.

ლიმონის მჟავა

ამ საშუალების გამოყენების ორი ვარიანტი არსებობს. პირველი ვარიანტის მოსამზადებლად ლიმონის მჟავა სარეცხ საშუალებას აურიეთ, მეორესთვის კი – სოდას.

  1. 1 ლ თბილ წყალში 1 ს/კ ლიმონის მჟავა და 3-4 წვეთი სარეცხი საშუალება გახსენით. როცა ხსნარი მზად იქნება, მასში ღრუბელი დაასველეთ და ბინძური ზედაპირი გადაწმინდეთ. დაახლოებით ნახევარი საათი გააჩერეთ, შემდეგ თბილ წყალში დასველებული ჩვრით გაწმინდეთ.
  2. თუ მხოლოდ მცირე ზედაპირია დაბინძურებული, შეგიძლიათ პატარა თასში 2 ს/კ სოდა და 1 ჩ/კ ლიმონის მჟავა აურიოთ. საკმარისი რაოდენობით წყალი დაასხით, რომ სქელი ფაფა მიიღოთ. სუფთა ღრუბელი აიღეთ და ნარევი წაუსვით. ამ საშუალებით ზედაპირი გადაწმინდეთ, შემდეგ სველი ჩვრით მოაშორეთ.

ასეთი პროცედურის შემდეგ ხე ახალივით იბრწყინებს. მსგავსი სკრაბი 3 კვირაში ერთხელ შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ძმარი

განსაკუთრებული არომატის გამო ეს საშუალება ძალიან პოპულარულია. ამასთან ძალიან ეფექტურიც არის. სხვათა შორის, შეგიძლიათ როგორც პლასტმასის, ასევე კერამიკის ზედაპირი გადაწმინდოთ.

  1. 0,5 ჭიქა ვაშლის ძმარი და არაყი აურიეთ. 0,5 ჩ/კ ფორთოხლის ეთერზეთი, ასევე 2-3 წვეთი ევკალიპტის ზეთი დაუმატეთ.
  2. საშუალება სპრეი ბოთლში ჩაასხით.
  3. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. სითხე დაბინძურებულ ადგილს შეასხით, 15 წუთში კი უბრალოდ სველი ღრუბლის დახმარებით გადაწმინდეთ.

გამაფხვიერებელი

ამ პროდუქტის დაუფასებლობა არ ღირს. ის ძალიან ეფექტურია, როცა პროდუქტის გამოცხობა გჭირდებათ და როცა ცხიმიანი ლაქის მოშორება გშურთ.

  1. გამაფხვიერებელს წყალი დაასხით. ფქვილის რაოდენობა სამუშაოს მოცულობაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება წყალს, საჭიროა ზუსტად იმდენი, რომ ფაფა მოამზადოთ.
  2. ნარევი ლაქას წაუსვით და 30 წუთით გააჩერეთ. შემდეგ წყლით მოაშორეთ.

დიასახლისის საპონი

გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მაგიდა და ავეჯი ნატურალური ქვისგან არის დამზადებული.

  1. საპონი ააქაფეთ
  2. ღრუბლის დახმარებით საშუალება დაბინძურებულ ზედაპირს წაუსვით. 15 წუთით გააჩერეთ.
  3. სუფთა წყლით გადაწმინდეთ.

დიასახლისის საპნის გამოყენების შემდეგ ზედაპირი კარგად გაამშრალეთ, შეგიძლიათ ქაღალდის პირსახოციც გამოიყენოთ. თუ ხის კარადა გაქვთ, შეგიძლიათ პოლიროლი წაუსვათ.

სასარგებლო რჩევები

  1. ქიმიური საშუალება არასდროს გამოიყენოთ, თუ გრანიტის ან მარმარილოს ზედაპირს იყენებთ. დიასახლისის საპონი – ერთადერთი უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა.
  2. ხის ზედაპირზე ნაკაწრები და ბზარები ნიგზით გახეხეთ. ეს ყველაზე ხელმისაწვდომი მეთოდია, რომ დროებით ნაკაწრები შენიღბოთ.
  3. ვერტიკალური ზედაპირის გაწმენდის დროს, ქაღალდი დააფინეთ. ასე ჭუჭყი და ცხიმი ქაღალდზე მოხვდება და არა იატაკზე.
  4. დალაგების დროს პოლიროლი გამოიყენეთ. ის ცხიმს არ აშორებს, მაგრამ დაბინძურების პროცესს აფერხებს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
ჯანმრთელობა17 hours ago

ყავა კანცეროგენი აღარ არის

სხვა17 hours ago

მკურნალი, მცხობელი და დამხმარე

ვიდეო18 hours ago

რატომ არის საჭირო მაგნიუმი ბედნიერი ცხოვრებისა და გულის ჯანრთელობისთვის: საუკეთესო რეცეპტი

ვიდეო19 hours ago

ასპირინის 7 გამოყენება, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ გქონდათ

ჯანმრთელობა20 hours ago

ვაშლით წახემსება ძილის წინ: როდის და რამდენი ვაშლის ჭამა შეიძლება

თავის მოვლა2 days ago

სილამაზის სოუსი: მდოგვი თმის გასაძლიერებლად და ზრდის დასაჩქარებლად

ჯანმრთელობა2 days ago

რამდენად სასარგებლო და საზიანოა მზესუმზირა

თავის მოვლა2 days ago

თხელი თმა ულამაზეს თმის კონად გადააქციეთ. მხოლოდ ერთ ღამეში ეს საშუალება სასწაულს მოახდენს.

ჯანმრთელობა2 days ago

სამკურნალო სილიციუმი ქალის ჯანმრთელობისთვის

ჰოროსკოპი2 days ago

ჭკვიანი როგორც გვირილა: ყვავილების ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი

კულინარია3 weeks ago

სახეხის ამ გზით გამოყენება, სასადილოში მომუშავე მეზობელმა მასწავლა

ჯანმრთელობა3 weeks ago

როგორ მოვიშოროთ ფეხზე წამოზრდილი ძვალი სახლის პირობებში

თავის მოვლა2 weeks ago

ხელზე პიგმენტური ლაქები მოიშორეთ – მარტივი მეთოდი

ჯანმრთელობა4 weeks ago

ნაწლავში პარაზიტების არსებობაზე მიმანიშნებელი სიმფტომები

კულინარია4 weeks ago

თავად ვერ მივხვდებოდი: გასაოცარი მეთოდი, როგორ მოვაშოროთ ჩამჯდარი ცხიმი ნებისმიერ ზედაპირს იდეალურად

ჯანმრთელობა7 days ago

გავთავისუფლდეთ ჰერპესისგან ერთ დღეში

ვიდეო2 weeks ago

ძლიერი საშუალება მუცლის შებერილობის, ქოლესტერინის და მენოპაუზის სიმპტომების მოსაშორებლად

ყვავილები3 weeks ago

10 სიცოცხლისთვის სახიფათო ოთახის მცენარე

საკითხავი4 weeks ago

ამ მეთოდის დახმარებით ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნს მოიშორებთ

ჰოროსკოპი3 weeks ago

2020 წლის ჰოროსკოპი: აი, რა გელოდებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ტრენდული