Connect with us

თავის მოვლა

40 წლის შემდეგ – არა შავ ტუშს! 10 რჩევა მოწიფულ კანზე მაკიაჟის გასაკეთებლად

40 წლის შემდეგ კანი იცვლება და ეს მაკიაჟის გაკეთებისას უნდა გაითვალისწინოთ. ჩვენ გავესაუბრეთ ამალი რასელს, Bobbi Brown–ის ვიზაჟისტს, და დები ფინეგანს, M.A.C–ის ვიზაჟისტს. გიზიარებთ მათ რჩევებს. ამ პატარა ხრიკებით ბუნებრივ, ბზინვარე და მოდურ სტილს შექმნით, რომელიც ნამდვილად არ დაგაბერებთ.

საიდუმლო: თქვენ უფრო თხევადი ტონალური საფუძველი გჭირდებათ

ხშირად ქალები ასაკის მატებასთან ერთად ნაოჭების დასაფარად სულ უფრო სქელ საფუძველს ირჩევენ. ეს შეცდომაა: ტონალური კანის ნაკეცებში ჯდება და ასაკს გმატებთ.

არასწორი ტონალური საფუძველი არა მხოლოდ აკნეს, არამედ ცხიმიან ბზინვარებას, ასევე პიგმენტაციას იწვევს.

ამალი რასელი გირჩევთ, რომ თხევადი, მსუბუქი ტონალური საშუალება გამოიყენოთ, რომელიც კანს სუნთქვის საშუალებას მისცემს.

თქვენ შეგიძლიათ ახალი ტონალური კრემი არ იყიდოთ, უბრალოდ ჩვეულ ტონალურს ცოტა სახის ზეთი დაუმატეთ. ასე კანს ბზინვარებას შემატებთ. თუ სახის თანაბარი ტონი მხოლოდ რამდენიმე საათით გჭირდებათ, მაკიაჟის ბაზად ჩვეულებრივი დამატენიანებელი კრემი გამოიყენეთ.

თუ პუდრა – მხოლოდ ფუნჯით!

თუ ცხიმიანობისკენ მიდრეკილი კანი არ გაქვთ და ტონალური საფუძველი კარგად ჩერდება, პუდრა არ გჭირდებათ. თუმცა თუ პუდრას რეგულარულად იყენებთ, – „წაისვით ფუმფულა ფუნჯით, რადგან ასე ჰაეროვნების და ბზინვარების ეფექტს შეინარჩუნებთ“ – ამბობს ამალია.

შავი ტუშის ნაცვლად – ყავისფერი ან მუქი ლურჯი

თუ გრძელი ისრების ან სმოქი–აის გაკეთება გიყვართ, დები ფინეგანის რჩევები განსაკუთრებით გამოგადგებათ.

ჩრდილების პრაიმერი ძალიან მნიშვნელოვანია: ის არა მხოლოდ კანს ატენიანებს, არამედ ჩრდილებს მთელი დღე იდეალურად აკავებს. პრაიმერი არათანაბარ ტონს შესანიშნავად ასწორებს და ჩრდილების პიგმენტისთვის საფუძველს ქმნის.

რაც შეეხება თავად ჩრდილებს, დები გირჩევთ, რომ პრიალა და ატლასის ტექსტურები გამოიყენოთ, რადგან ისინი ნაოჭებს და კანის ნაკეცებს ნაკლებად ავსებენ. მთავარია, გლუვ ჩრდილებს თავი აარიდოთ, მათ შეიძლება დაგაბერონ. აი, ბზინვარების და ბრწყინვის არ შეგეშინდეთ, გლუვი ტექსტურებისგან განსხვავებით სწორი ბზინვა ნებისმიერი ასაკის კანს უხდება.

„თვალის შიდა კუთხეებში ცოტა ჰაილაითერი ან მბზინავი ჩრდილები დაუმატეთ ან ზედა ქუთუთოზე, პირდაპირ წამწამებთან წვრილი ხაზი გაავლეთ, რომ მიმზიდველი აქცენტი შექმნათ“ – გვთავაზობს დები.

უფრო ნაზი სტილისთვის დები გირჩევთ, რომ არა შავი ლაინერი, არამედ მუქი ყავისფერი გამოიყენოთ, ხოლო შავი ტუშის ნაცვლად მუქი ლურჯი. შავი ფერი თვალს აბერებს, ხოლო ფერადი პიგმენტი აახალგაზრდავებს.

რუმიანა – სახის მკაფიო ოვალისთვის

„რუმიანამ სახის ოვალი უფრო უნდა გამოკვეთოს“ – ამბობს ვიზაჟისტი ამალია რასელი. და ამატებს: „ჯანსაღი ბზინვარებისთვის უფრო თბილი ტონები შეარჩიეთ – მაგალითად, ატმისფერი. წასასმელად აუცილებლად რბილი ფუნჯი გამოიყენეთ“

ყველაზე მთავარი: რუმიანა არა კრემისებრი, არამედ მშრალი უნდა იყოს.

ტუჩსაცხი ტატუ ეფექტით

თუ მოდური მატე ტუჩსაცხი მოგწონთ, წასმამდე ტუჩი ნაზი სკრაბით დაიმუშავეთ და ბალზამი წაისვით. ასევე ამალია გირჩევთ, რომ მატე ტუჩსაცხი ბზინვარე კანთან კომბინაციაში გამოიყენოთ, რომ თანამედროვე სტილი შექმნათ.

გამოიყენეთ თხევადი ტუჩსაცხი ტატუ ეფექტით (ითვლება, რომ ის ტუჩის ტატუირების ეფექტს ქმნის), რომ ნაზი სტილი შექმნათ. ფერი არ იქნება ისეთი კაშკაშა, როგორც მატე ტუჩსაცხის გამოყენებისას, პირიქით, უფრო მსუბუქი და ბუნებრივი იქნება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.