Connect with us

ჰოროსკოპი

4 ზოდიაქოს ნიშანი 2020 წლის ნოემბერში ჯილდოს მიიღებს

6-19 ნოემბერს იუპიტერი და ნეპტუნი თხის რქის ნიშანში ერთიანდებიან. ვერძისა და თხის რქისთვის ეს მნიშვნელოვანი საქმის დასრულების ეტაპი იქნება, რომლითაც მთელი წელი დაკავებულნი იყვნენ. მოვლენები დიდ ენერგეტიკულ დამუხტვას ბოლოჯერ მიიღებს და სხვა დანარჩენ საქმეს დროებით დაჩრდილავს. ახლა ბოლო შტრიხები უნდა დაასრულოთ და დამსახურებული ჯილდო მიიღოთ.

ვერძისთვის წარმატება დაკავშირებული იქნება სამსახურთან, ბიზნესთან და სოციალურ სტატუსთან. ის დაწინაურდება, დიდ გარიგებას ან მნიშვნელოვან პროექტს დაასრულებს, მას ან მის ბიზნესს საუკეთესო თანამშრომლად ან წლის ბიზნესად აღიარებენ,  სოციუმში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, როგორც პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე დიდ წარმატებას მიაღწევს.

თხის რქის წარმატება დაკავშირებული იქნება პირად მიღწევებთან. ის საკუთარ წრეში ცნობილი და პატივსაცემი გახდება. მისი პიროვნება უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს. ის რაღაც უფრო მეტს მიაღწევს, რითაც ამაყი იქნება. რაღაც მასშტაბურ, სოციალურად მნიშვნელოვან საქმეს დაასრულებს და ჯილდოს მიიღებს.

15 ნოემბერს იუპიტერი და პლუტონი მორიელის ახალმთვარეობის სექსტილში გაერთიანდება. ეს კი მორიელისა და მერწყულისთვის შესაძლებლობების კარს გააღებს. მათთვის დიდი მიღწევების და გულუხვი ჯილდოების პერიოდი დაიწყება. უახლოეს 2 კვირაში გამოჩნდება საქმე, რომელიც წარმატებას მოუტანთ.

მერწყულისთვის ეს საქმიან ცხოვრებასთან იქნება დაკავშირებული – სამსახურთან, პროფესიასთან, ბიზნესთან. ის დაწინაურდება, ბიზნეს სამყაროში მის მიღწევებს დააფასებენ, შესაძლოა წოდება მიიღოს. ჯილდოს სახით შეიძლება სამსახური შესთავაზონ, რომლის მიღებაც სპეციალური დამსახურების გარეშე შეუძლებელია. ბიზნესში წარმატებას მიაღწევს.

მორიელისთვის ეს პირადი მიღწევების პერიოდი იქნება, რომელიც საქმიან ცხოვრებას არ უკავშირდება. საქმეები, რომლებშიც თავს უკეთ წარმოაჩენს, საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი იქნება.

მორიელი შეიძლება ცნობილიც გახდეს, ახლობლების წრეში პატივისცემა კი გარანტირებული აქვს. მას მისაბაძ მაგალითად მიიჩნევენ. შეიძლება კომპანიის ან სოციალური პროექტის სახე, ადამიანთა დიდი ჯგუფის წარმომადგენელი გახდეს.

18-20 ნოემბერს სატურნის და მზის სექსტილი მორიელში მორიელის და მერწყულის წარმატებების პერიოდს გააგრძელებს და ამ სიას ლომიც დაემატება. ლომს დამსახურებული ჯილდო ელოდება, რადგან კარგად შრომობდა. წლების მიერ ჩადებულ ინვესტიციის ნაყოფს ახლა აიღებს. მორიელისთვის წარმატება უფრო პირადი იქნება, ვიდრე საქმიანი. მერწყულის შემთხვევაში საქმიან წარმატებაზეა საუბარი. ლომისა და მორიელისთვის ეს პირადი დამსახურება იქნება, რომელიც მათ და მათ ოჯახს, ასევე საზოგადოებას შეეხება.

29-30 ნოემბერს იუპიტერის და სატურნის ასპექტები მერკურსა და მორიელში კვლავ წარმატებას მოუტანს მორიელს და მერწყულს, ასევე ტყუპებს და ქალწულს. ისინი დამსახურებულ ან ოდნავ მეტ წარმატებას მიაღწევენ. წარმატება შეიძლება „ავანსი“ იყოს, მაგალითად, კარგი შანსი, რომელზეც უნდა გაისარჯოთ და დაამტკიცოთ, რომ ჯილდოს იმსახურებთ. სამსახურში გამოსაცდელი ვადით აგიყვანენ, პრესტიჟულ საქმეს დაგავალებენ, რომელიც უნდა შეასრულოთ, აგარჩევენ, მაგრამ უნდა დაამტკიცოთ, რომ ტყუილად არ აგირჩიეს.

როგორც წინა შემთხვევებში, მორიელისთვის წარმატება პირად ცხოვრებას, მერწყულისთვის კი ბიზნესს უკავშირდება. ტყუპებმა აქცენტი სამსახურზე უნდა გააკეთოს. ქალწულის წარმატება დაკავშირებული იქნება დოკუმენტების, გამოცდების, სწავლის, მოგზაურობის, პერსპექტიკული შეხვედრის, გასაუბრების, პროფესიონალი კონკურსის მიღებასთან.