Connect with us

საკითხავი

35 წლის წინ აიზეკ აზიმოვს 2019 წლის სამყაროს აღწერა სთხოვეს. აი, რა დაწერა

აიზეკ აზიმოვი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფანტასტიკის ჟანრის მწერალი იყო, რომელმაც დაახლოებით 500 მხატვრული და სამეცნიერო-პოპულარული წიგნი დაწერა. ამასთან მისი წიგნების უმეტესობა მხატვრული ლიტერატურა არაა. ასე, რომ თამამად შეიძლება მეცნიერების წარმატებული პოპულარიზატორი ვუწოდოთ.

ტერმინები მისი წიგნიდან ინგლისურ ენაში დაფუძნდა. მან რობოტების ტექნიკის კონცეფცია და მისი სამი კანონი ჩამოაყალიბა. აზიმოვი პრემია ჰიუგოს, ნობელის და ლოკუსის პრემიის მრავალგზის გამარჯვებულია. ზოგიერთმა მისმა ნაწარმოებმა სამივე ჯილდო აიღო.

35 წლის წინ კანადურმა გამოცემამ The Star აიზეკ აზიმოვს 2019 წლის შესახებ სტატია პროგნოზის დაწერა სთხოვა. ეს წელი შემთხვევით არ შეურჩევიათ. 1949 წელს გამოვიდა ორუელის წიგნი „1984“ – 35 წლით ადრე. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, როგორ შეიცვლებოდა სამყარო მომავალი 35 წლის განმავლობაში.

რომელი წინასწარმეტყველება ახდა?

აზიმოვის მოსაზრებით, 2019 წელს კაცობრიობას სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი უნდა აწუხებდეს:

  • მასობრივი კომპიუტერიზაცია
  • ბირთვული ომის ალბათობა
  • კოსმოსური სივრცის გამოყენება

კომპიუტერიზაცია აზიმოვმა გასაოცარი სიზუსტით იწინასწარმეტყველა, თუმცა 1980-იანი წლების დასაწყისში ამ სფეროს განვითარების ცოტას თუ სწამდა. სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალმა თავისი წინასწარმეტყველებიდან რამდენიმე დამატებითი დასკვნა გამოიტანა, რომლებიც დღეს უკვე ხდება. ბირთვული ომის ალბათობაც კვლავ რჩება, მიუხედავად იმისა, რომ სსრკ უკვე არ არსებობს. აი, კოსმოსური სივრცის აქტიურად გამოყენება კაცობრიობამ ჯერ ვერ მოახერხა.

1. მასობრივი კომპიუტერიზაცია

აზიმოვი თვლიდა, რომ კომპიუტერიზაცია გარდაუვალია. მისი თქმით, 2019 წელს საზოგადოება იმ დონეს მიაღწევს, როცა კომპიუტერის გარეშე არსებობს უბრალოდ ვერ შეძლებს. მას გამოიყენებენ ეკონომიკაში, მრეწველობასა და ყველა სახლში.

ეს წინასწარმეტყველება ნამდვილად ასრულდა: დღეს პერსონალური კომპიუტერი თითქმის ყველა სახლშია, მათ შორის მესამე მსოფლიოს ქვეყნებში.

2. ზოგიერთი პროფესიის გაქრობა

ეს ფაქტი, აზიმოვის თქმით, კომპიუტერიზაციის გარდაუვალი შედეგია. ამავე დროს ეს ყველას არ გაუხარდება. საქმე იმაშია, რომ კომპიუტერები ადამიანებს სამუშაო ადგილებს წაართმევენ. რიგი პროფესიების საჭიროება უბრალოდ გაქრება: ნებისმიერი კანცელარიობანა, ნებისმიერი შეკრება, ნებისმიერი მექანიკური განმეორებითი სამუშაო ავტომატურ რეჟიმზე გადავა. ამ ამოცანებს კომპიუტერები და მართვადი რობოტები შეასრულებენ, ამასთან უფრო სწრაფად და წარმატებულად.

წინასწარმეტყველება ახდა: 2019 წლამდე გაქრა მთელი რიგი პროფესიები. მაგალითად, სატელეფონო ოპერატორი და სტენოგრაფისტი, ხოლო 2020 წლამდე ბაზარზე ათეულობით სხვა სპეციალობის გაქრობას პროგნოზირებენ. ეს ყველაფერი კომპიუტერული სისტემების განვითარებასთან არის დაკავშირებული.

3. განათლების კონცეფციის შეცვლა

მწერლის მოსაზრებით, კომპიუტერების შემოსვლისა და მასთან დაკავშირებული ცვლილების გამო განათლების ბაზარზე სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლებაში ფუნდამენტური ცვლილებები მოხდება. პირველ რიგში, ის კომპიუტერიზებული იქნება. თუ ინდუსტრიალიზაციის დაწყებამდე ადამიანს განათლების გარეშე გადარჩენა შეეძლო, 2019 წელს ეს კომპიუტერის მართვისა და მაღალ ტექნოლოგიურ სამყაროში ორიენტირების უნარის გარეშე შეუძლებელი იქნება.

ფუტურისტმა მასწავლებლების გაქრობა იწინასწარმეტყველა. 2019 წელს მათი შეცვლა კომპიუტერებს შეუძლიათ, ხოლო ბავშვები განათლებას სახლში მიიღებენ არა სტანდარტული სასკოლო პროგრამით, არამედ ინდივიდუალური ტემპით და საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით.

ზოგადად, ეს პროგნოზი ჯერ არ ამხდარა, მაგრამ კაცობრიობა აქტიურად აქეთკენ მიდის.

4. მზარდი ეკოლოგიური პრობლემები

ადამიანების უპასუხისმგებლობა ნარჩენებისა და დაბინძურების თვალსაზრისით დროთა განმავლობაში სულ უფრო ცხადი და აუტანელი იქნება. ამ პრობლემის მოგვარების მცდელობა უფრო ინტენსიური გახდება, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ 2019 წელს ტექნოლოგიის სფეროში მიღწევები ისეთ ინსტრუმენტებს შექმნის, რომლებიც გარემოს დეგრადაციას შეაფერხებს.

ამ პროგნოზის პირველი ნახევარი ასრულდა: ეკოლოგიური პრობლემები ნამდვილად გვაწუხებს. აი, მეორე ნაწილში შეცდა: თანამედროვე მეცნიერებმა კრიზისიდან გამოსვლის გზას ჯერ ვერ იპოვეს.

რა არ ახდა, მაგრამ, შესაძლოა, მომავალში ახდეს

არსებობს ზოგიერთი მომენტი, სადაც კაცობრიობა ნელ-ნელა წინ მიიწევს, ვიდრე ამას გამჭრიახი მწერალი თვლიდა. აი, ისინი:

1. რობოტები ყველა სახლში

აზიმოვი, როგორც რობოტების ტექნიკის კანონების ავტორი, 1984 წელს დარწმუნებული იყო, რომ „მობილური კომპიუტერიზებული ობიექტი, ის რობოტია, რომელიც მრეწველობაში უკვე შევიდა. მომავალ თაობაში ის უკვე ყველა სახლში იქნება“.

ჯერჯერობით ეს არ მომხდარა. თუ რა თქმა უნდა სრულყოფილ მობილურ კომპიუტერიზებულ ობიექტებად არ ჩავთვლით რობოტ-მტვერსასრუტს, ჭკვიანი ყავის მადუღარას და ჩაიდანს ინტერნეტში შესვლის ფუნქციით“.

2. კოსმოსის წარმატებული ათვისება

აზიმოვის პროგნოზით, 2019 წელს კაცობრიობა მთვარეზე ახალი ძალებით დაბრუნდება და იქ უზარმაზარ საცხოვრებელ სადგურსაც შექმნის, რომლის თანამშრომლებიც წიაღისეულს მოიპოვებენ და მისგან სამშენებლო მასალებს დაამზადებენ, რომლებიც კოსმოსში სხვა ობიექტების მშენებლობისთვის აუცილებელი იქნება.

ასევე ფანტასტი საუბრობდა ორბიტაზე გლობალურ წარმოებაზე (ეს პლანეტაზე გარემოს დაბინძურებას შეამცირებდა) და უზარმაზარი კოსმოსური ელექტროსადგურის შექმნას, სადაც მზის ენერგიის შეგროვება და დედამიწაზე გაგზავნა მოხდებოდა.

მაგრამ რაღაც ისე არ მოხდა.

3. სამყარო მთელ სამყაროში

სოციალური, საგანმანათლებლო, ეკოლოგიური, კოსმოსური საკითხების გადაჭრის აუცილებლობა, რომელზეც ჩვენი ცივილიზაციის არსებობა პირდაპირ დამოკიდებულია, კაცობრიობას გაერთიანებას აიძულებს.

ქვეყნებსა და ჯგუფებს შორის თანამშრომლობა გაიზრდება არა მხოლოდ იდეალიზმის ან წესრიგის ზრდის გამო, არამედ ცივი გააზრებით: თანამშრომლობის გარეშე ყველას სიკვდილი ელოდება.

ასე თვლიდა აზიმოვი და მსოფლიო მთავრობის შექმნას წინასწარმეტყველებდა. სამწუხაროდ, ამ საკითხში ზედმეტად ოპტიმისტი აღმოჩნდა.

რატომ არის რთული ტექნოლოგიების მომავლის პროგნოზირება?

შეიძლება ისეთი დაკვირვება გამოვიყენოთ, როგორიცაა მურას კანონი, რომ ვიწინასწარმეტყველოთ ტექნოლოგიური მიღწევების ძირითადი მიღწევები, რომელსაც ერთი, ორი ან ხუთი წლის შემდეგ ვიხილავთ. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლებელია უამრავი ინოვაციური მეთოდის პროგნოზირება, რომელსაც მომავალი თაობა გამოიყენებს.

როგორც ხედავთ, აიზეკ აზიმოვის წინასწარმეტყველება 60-65%-ით ახდა. როგორ ფიქრობთ, ცოცხალი რომ იყოს, კაცობრიობით იმედგაცრუებული იქნებოდა?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.