Connect with us

ჯანმრთელობა

3 ჩირი, რომლებიც ხერხემლის აღდგენაში დაგეხმარებათ

მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვენი ხერხემალი მნიშვნელოვან დატვირთვას უძლებს. ისინი ძვლოვანი ქსოვილების ცვეთას, დეფორმაციას და პათოლოგიური პროცესების განვითარებას იწვევენ.

ხერხემლის დაავადებების უმეტესობა კონსერვატიულ მკურნალობას არ ექვემდებარება.

თქვენი ხერხემლის ნამდვილი მხსნელი ჩირები გახდება. ეს პროდუქტები მდიდარია ფერმენტების და ვიტამინების ბუნებრივი მარაგით, რომლებიც ორგანიზმს აკლია.

ხერხემლის ჯანმრთელობის აღსადგენად ყოველ საღამოს, ძილის წინ 1,5 თვის განმავლობაში გარგარის ჩირი, ლეღვის ჩირი და შავქლიავი მიირთვით.

ეს ჩირები ასეთი პროპორციით უნდა მიიღოთ:

  • 1 ნაყოფი ლეღვის ჩირი
  • 5 გარგარის ჩირი
  • 1 შავქლიავი

ამ ნაყოფებში შედის ნივთიერება, რომელიც მალთა შუა რბილი დისკის ქსოვილების აღდგენას ხელს უწყობს. ასევე ეს ნივთიერება ქსოვილებს უფრო გამძლეს ხდის.

უნდა გახსოვდეთ, რომ სასარგებლო ნივთიერებას ცალ-ცალკე არცერთი ჩირი შეიცავს, არამედ ნივთიერება მათი კომბინაციის დროს წარმოიქმნება!

ამ რეცეპტს ოლიმპიელი სპორტსმენები ძლიერი დატვირთვის შემდეგ ხერხემლის აღსადგენად იყენებენ.

გარგარის ჩირი

გარგარის ჩირი სასარგებლო ნივთიერებების საწყობია. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ გარგარის ჩირი კალიუმის შემცველობის წყალობით გულის კუნთებზე დადებით გავლენას ახდენს. ამასთან ონკოლოგიური დაავადების შესანიშნავ პროფილაქტიკას წარმოადგენს. გარგარის ჩირში შეგიძლიათ იპოვოთ ფოსფორი, რკინა, კალციუმი, კაროტინი, B5 ვიტამინი.

ლეღვის ჩირი

ლეღვის ჩირი სიმსივნის პროფილაქტიკური საშუალებაა. ის ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას არეგულირებს. გარდა ამისა, ლეღვის ჩირი ნაწლავებიდან პარაზიტების გამოდევნას ხელს უწყობს. ხალხურ მედიცინაში ბრონქიტის სამკურნალოდ გამოიყენება.

შავქლიავი

შავქლიავი – ჯანმრთელობის გასაძლიერებლად ბუნების კიდევ ერთი საჩუქარი. ქლიავის ჩირი კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე დადებით გავლენას ახდენს.

შავქლიავის ნაყენი ყაბზობის დროს დაგეხმარებათ და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას დაარეგულირებს. შავქლიავი სასარგებლოა მათთვის, ვისაც თირკმლის დაავადებები, რევმატიზმი, გულის პრობლემები და მაღალი წნევა აწუხებს.

მთელი ორგანიზმის სასარგებლოდ ხერხემლის ჯანმრთელობაზე იზრუნეთ! თქვენ გიყვართ ხილის ჩირი?