Connect with us

სხვა

3 ნაბიჯი და ლეიბი იდეალურად სუფთა გახდება

სახლში სადაც პატარა ბავშვები ცხოვრობენ, ყოველთვის არეულობაა. ყოველდღიურად რაღაც იღვრება, იყრება და ესმევა ისეთ ადგილებში სადაც წესით ეს არ უნდა ხდებოდეს. რა გავაკეთოთ თუ საყვარელი ლეიბი ძალიან დაზარალდა ბავშვების ცელქობით და მას ტოტალური წმენდა სჭირდება. არსებობს ძალიან იაფი და ხელმისაწვდომი მეთოდი ლეიბის სახლის პირობებში გასაწმენდად.
ამისთვის სამი ნაბიჯია საჭირო და ლეიბი სისუფთავისგან იბრწყინებს.

როგორ გამოვიყვანოთ ლაქები ლეიბიდან

კომპონენტები:

  • 235 მილიგრამი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი
  • 3 სუფრის კოვზი საკვები სოდა
  • თხევადი საპონის წვეთები ან ჭურჭლის სარეცხი საშუალება

ნარევი აჯობებს უშუალოდ მოხმარების წინ მოამზადოთ, ასეთ შემთხვევაში ის გაცილებით ეფექტური იქნება. აურიეთ სოდა და წყალბადის ზეჟანგი ბოთლში. როდესაც სოდა გაიხსნება, ნარევში საპონი ან სარეცხი საშუალება შეურიეთ. შეანჯღრიეთ ბოთლი, მიაშხურეთ სითხე დასვრილ ადგილზე. დატოვეთ ქაფი 5-10 წუთით. აჯობებს თუ ვენტილიატორს ჩართავთ და ჰაერის ნაკადს ლაქას მიუშვერთ, რათა უფრო სწრაფად გაშრეს.
სოდის ნარჩენები, ლეიბიდან მტვერსასრუტით მოაშორეთ.

ლეიბის რეგულარული წმენდა – სახლში სისუფთავის საფუძველია. ყოველ ჯერზე, თეთრეულის გამოცვლისას, არ დაგავიწყდეთ ლეიბის მტვერსასრუტით გასუფთავება, ხოლო პროფილაქტიკისთვის აჯობებს ლეიბის გადასაკრავები გამოიყენოთ, რადგან მათი გარეცხვა უფრო იოლია.

გარკვეული ლაქების სახლის პირობებში მოშორება საკმაოდ რეალურია, თუ ჩვენს რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ.