Connect with us

თავის მოვლა

3 გამწმენდი ნიღაბი აქტივირებული ნახშირით

ბევრი ჩვენგანი აქტივირებულ ნახშირს კუჭის და ნაწლავების გასაწმენდად იყენებს. ის შესანიშნავი სორბენტია, რომელსაც ორგანიზმიდან ზედმეტი ტოქსინები და ჭუჭყი გამოაქვს. ასევე ნახშირი გარე მოქმედებისთვის გამოგადგებათ.

ასობით ქალმა აქტივირებული ნახშირის ნიღბები უკვე გამოსცადა. ის კანს შესანიშნავად წმენდს, უფრო მოვლილს და თანაბარს ხდის.

ნიღაბი ყოველ მე-2-3 დღეს 2 კვირის განმავლობაში გაიკეთეთ. შედეგად საოცნებო კანს მიიღებთ. არ გჯერათ? სცადეთ და დარწმუნდით!

გამწმენდი ნიღაბი ჟელატინით ცხიმიანი კანისთვის

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჩ/კ ჟელატინი
  • 1 აბი ნახშირი
  • 2 ჩ/კ რძე ან წყალი

მომზადება:

ჟელატინი და დაქუცმაცებული ნახშირი აურიეთ. რძე ან წყალი დაუმატეთ. თხევადი მასა წყლის ორთქლზე დადგით ან მიკროტალღურ ღუმელში 15-17 წამით შედგით. ნიღბის გაგრილებას დაელოდეთ. პირდაპირ კანის დეფექტზე წაისვით და 15 წუთის შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.

გამწმენდი ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჩ/კ ნახშირი
  • 1 ჩ/კ ალოე ვერას გელი ან სუფთა წვენი
  • 1 ჩ/კ წყალი
  • 3 წვეთი ჩაის ხის ზეთი
  • 1 მწიკვი მსხვილი მარილი

მომზადება:

ყველა კომპონენტი აურიეთ და სახეზე თხელ ფენად წაისვით. ნიღაბს გაშრობა აცადეთ და შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი – სკრაბი აქტივირებული ნახშირით

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 აბი ნახშირი
  • ½ ჩ/კ წყალი
  • 1,5 ჩ/კ ალოე ვერას წვენი
  • 1 ჩ/კ თაფლი
  • 1 ჩ/კ შაქარი

მომზადება:

აბებს წყალი დაასხით და რამდენიმე წუთით გააჩერეთ. შემდეგ დანარჩენი კომპონენტები დაუმატეთ და აურიეთ. ნარევი სახეზე წაისვით და ნახევარი საათით გაიჩერეთ. შემდეგ სახე დაიმასაჟეთ და ნიღაბი – სკრაბი წყლით ჩამოიბანეთ.

2 კვირის შემდეგ თქვენი სახე ახალივით იქნება, მას ჯანმრთელი და ლამაზი იერი ექნება.

აქტივირებულ ნახშირზე დაფუძნებული ნიღბები ფერიმჭამელებს ახმობს, შავ წერტილებს აშორებს და კანს წევს. სუფთა კანს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღებთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.