Connect with us

ჯანმრთელობა

3 შვილის დედამ 42 წლის ასაკში 80 კგ დაიკლო, რომ ქმართან სანაძლეო მოეგო

ამერიკელი შერი ჰარისი 150 კგ–ს იწონიდა, როცა ქმარმა უთხრა, რომ ის დაკლებას ვერასდროს შეძლებდა. 2 წელში მან ორჯერ მეტი დაიკლო: მეზობლები მას ვეღარ ცნობდნენ.

„მთელი ჩემი ცხოვრება ჭარბ წონასთან ბრძოლა იყო. ვირჯინიაში ვცხოვრობ, სამხრეთ შტატში, სადაც ერთი დაჯდომაც კი ტრადიციული კერძის გარეშე არ ჩაივლის და ვერ ვიტყვი, რომ ეს კერძები ჯანსაღი კვების წესებს შეესაბამება. გავიზარდე შემწვარ ქათმის ფრთებზე, კექსებსა და ბისკვიტებზე, რომელთაც ტკბილ სოუსს უხვად ვასხამდი“ – ამბობს შერი.

11 წლის ასაკში 82 კგ იწონიდა, ხოლო როცა თხოვდებოდა წონამ უკვე 100 კგ გადააჭარბა და საქორწილო კაბის პოვნა ნამდვილი თავსატეხი აღმოჩნდა.

„ჩემი პირველი ქალიშვილი, კორტნი 20 წლის ასაკში გავაჩინე. 5 წელში რაიანი დაიბადა, კიდევ ერთ წელიწადში კი ნოა. ყოველი შემდეგი ორსულობის დროს კიდევ 8-10 კგ ვიმატებდი. დიეტებზე ვიჯექი, ვიკლებდი, შემდეგ ვარღვევდი, კვლავ ვიმატებდი და მთელი ცხოვრება ამ ჩაკეტილ წრეზე დავდიოდი. დღემდე მახსოვს ის დღე, რომელიც უკან დაუბრუნებლობის წერტილი გახდა. მაშინ რაიანი 15 წლის იყო და სკოლაში იჩხუბა. როცა სამსახურიდან დავბრუნდი, ის დალურჯებული დამხვდა. აღმოჩნდა, რომ იმის გამო იჩხუბა, რომ კლასელმა მსუქანი მიწოდა. მივხვდი, რომ ასე აღარ შეიძლება“.

შერიმ მოქმედება გადაწყვიტა, ექიმთან ჩაეწერა, რომ ბარიატრიული ოპერაცია ჩაეტარებინა. იმ მომენტში ვირჯინიაში საკმაოდ მკაცრი წესები არსებობდა: ოპერაციის ჩასატარებლად 6 თვე დიეტა უნდა დაეცვა და მინიმუმ 5% დაეკლო. იმ დროს შერი 150 კგ იწონიდა.

ცოტა რამ ჯადოსნურ დამთხვევებზე

„მეორე დღეს სამსახურში ცხოვრების შეცვლის მტკიცე სურვილით მივედი. მაშინ ვმუშაობდი კომპანიაში, რომელიც ჯანდაცვის სფეროში სამეცნიერო კვლევებს ატარებდა. და წარმოგიდგენიათ? იმ დღეს ჩვენთან სტუმრად მოვიდა აშშ–ში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ორგანიზაციის Weight Watchers-ის წარმომადგენლები, რომლებიც ადამიანებს გახდომაში ეხმარებიან. მათი სისტემის გამოცდა გადავწყვიტე, რადგან ნახევარ წელიწადში 7-10 კგ უნდა დამეკლო.

კვებას (ამასთან მთელი ოჯახის) დიდ ყურადღებას ვაქცევდი, უფრო მეტი მოძრაობა დავიწყე. ასე პირველი 10 კგ დავიკელი, ჩემით ძალიან ამაყი ვიყავი. მახსოვს, როგორ ვუთხარი ბავშვებს და მეუღლეს ჩემი მიღწევის შესახებ – მინუს 10 კგ 5 კვირაში! ქმარი ბავშვებს მიუბრუნდა და თქვა:

–არ ინერვიულოთ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. მუდმივად ბოსტნეულის და ქათმის მკერდის ჭამა არ მოგიწევთ. მალე კვლავ დაარღვევს და ყველაფერი ძველებურად იქნება.

–არა, არ იქნევა – ვუპასუხე მე.

–დავნიძლავდეთ? – მკითხა მან.

მასთან დავნიძლავი.

ჩემი მიზანი – მინუს 70 კგ

ამის შემდეგ შერიმ რაციონს სრულად გადახედა და დიეტოლოგის ხელმძღვანელობით ახალი რაციონი შეადგინა. ბავშვობიდან საყვარელ პიცაზე, პასტაზე, შემწვარ ქათამზე, ბურგერზე სრულად უარი არ უთქვამს, მაგრამ რეცეპტები განაახლა, რომ კალორიულობა და ცხიმის რაოდენობა შეემცირებინა, ასევე შეამცირა პორციები. აი, ნახევარფაბრიკატები და გადამუშავებული პროდუქტი გამორიცხა: ბევრი კალორიის გარდა მათში ძალიან ბევრი მარილია, რომელიც ძლიერ შეშუპებას იწვევდა.

ბევრი სიარული დაიწყო, კვირაში 3–ჯერ 3-4 მილი, კვირაში 2-ჯერ პილატესით ვარჯიშობდა.

„ყველა იმ რჩევის გამოყენება დავიწყე, რომელიც ყველას გვესმის, მაგრამ არ ვიყენებთ. კიბეებზე ფეხით სიარული დავიწყე, მანქანას მაღაზიის შესასვლელიდან მოშორებით ვაყენებდი, ტელეფონზე ფეხზე მდგომი ვსაუბრობდი. და იცით რა? ეს რჩევები ნამდვილად მუშაობს. 1 წელსა და 8 თვეში 70 კგ დავიკელი. ჩემი სხეულის ინდექსი 47-დან 20–მდე ჩამოვიდა, ქოლესტერინის დონე 2–ჯერ შემიმცირდა. 12 ზომით უფრო ნაკლები გავხდი! ცხოვრებაში პირველად მაღაზიაში ტანსაცმელი უპრობლემოდ ავარჩიე და იმ ტანსაცმლის ტარება შევძელი, რომელიც მომწონს. ქმართან დავის მოგება პატარა წითელი კაბის შეძენით აღვნიშნე.

ძალიან მალე ჩვენი ქორწინება დაიშალა, ვფიქრობ, ეს კარგიცაა. ადრე მეგონა, რომ ქმრისთვის საკმარისად კარგი არ ვარ. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ მამაკაცს ჩემი შეურაცხყოფის უფლებას არ მივცემ.

როგორ დავიკლოთ 80 კგ? შერის რჩევები

  • საკუთარ თავს არ ვატყუებ. თუ ორცხობილას ვჭამ, კვების დღიურში ვიწერ და იმ დღის რაციონი ვცვლი.
  • შიმშილის გრძნობა რომ შევამცირო, ყოველი ჭამის დროს ცილებს ვიღებ. მაგალითად, იდეალური დღიური წასახემსებელი: არა უბრალოდ ვაშლი, არამედ ვაშლი + 20 გრ არაქისის კარაქი.
  • ძალიან მიყვარს ბარბექიუს სოუსი, მაგრამ ახლა თავად ვამზადებ: გაცილებით ნაკლებ შაქარს და კალორიას შეიცავს, ვიდრე ნაყიდი.
  • საღამოს ვახშმობ და ამის შემდეგ კბილებს ვიხეხავ: ასე რაიმეს წახემსების ცდუნებას ვიშორებ
  • თუ მეგობრებთან ერთად რესტორანში წასვლას ვაპირებ, წინასწარ ინტერნეტში მენიუს ვნახულობ და ყველაზე ჯანსაღ კერძს ვირჩევ. რესტორანში პირველი მე ვუკვეთავ, რომ მეგობრების ხათრით სხვა რამ არ შევუკვეთო.
  • სოციალურ ქსელში ფოტოებს ხშირად ვაქვეყნებ: მეგობრების მოწონებები და კომენტარები მეხმარება, რომ ფორმა შევინარჩუნო.
Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.

Advertisement