Connect with us

ჯანმრთელობა

3 პროდუქტი, რომელთა მეორე დღეს ჭამა სახიფათოა!

უმეტესობა ჩვენგანს საჭმლის მარაგის მომზადება უყვარს, რომ ყოველდღე ამაზე დრო არ დაგვეხარჯოს. გამოაღე, შეათბე და ვახშამი მზადაა! ოღონდ წინა საღამოს ან რამდენიმე დღის წინ მომზადებული კერძების ჭამა ყოველთვის შესაძლებელი არაა. რა ცოდვებს ჩადიან განსაკუთრებით დიდი წვეულების შემდეგ…

პრინციპში, გუშინდელი კერძის გაცხელებაში ცუდი არაფერია, უბრალოდ უნდა იცოდეთ, თუ რომელი კერძის გადაყრა სჯობს. საკვებით მოწამვლა ან ორგანიზმში ტოქსინების დაგროვება ხომ არ გსურთ?

აი, 3 პროდუქტი:

1. ბრინჯი

თუ სურსათის სტანდარტების სააგენტოს დავუჯერებთ, უმი ბრინჯი მავნე ბაქტერიების სპორებს დიდი რაოდენობით შეიცავს. ისინი ბრინჯის ხარშვის დროს გადარჩენას ახერხებენ, თუმცა ეს შედარებით უსაფრთხოა: უმეტესობა მათგანი ხარშვის დროს იღუპება.

თუ ბრინჯი ბოლომდე ვერ შეჭამეთ, ამ მავნე ორგანიზმების გამრავლების პროცესი ახალი ძალებით დაიწყება. პროცესი ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე გვგონია. სწორედ ამიტომ, გუშინდელი ბრინჯი ხშირად ყაბზობას, ღებინებას და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა პრობლემებს იწვევს.

მიკროტალღური ღუმელი ამ შემთხვევაში ვერ დაგეხმარებათ: ბაქტერიული სპორები ხშირად 100 გრადუს ტემპერატურაზეც გადარჩენას ახერხებენ.

სწორედ ამიტომ, ბრინჯის მარაგის მომზადება არ ღირს. თუ უკვე ბევრი მოამზადეთ და ბოლომდე ვერ შეჭამეთ, ბრინჯი მაცივარში, ან უმჯობესია საყინულეში შეინახოთ.

გახსოვდეთ: თუ ბრინჯი ოთახის ტემპერატურაზე 1 საათზე მეტხანს გააჩერეთ, მისი ჭამა უკვე სახიფათოა!

2. მცენარეული ზეთი

პროდუქტების შესაწვავად მცენარეული ზეთის ხელმეორედ გამოყენება დიდი შეცდომაა, რომელიც მომავალში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ინსულტს და რისკს იწვევს.

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ლინოლეურის მჟავის შემცველი ნახევრად უჯერი ზეთის (ესაა სიმინდი, რაფსი, მზესუმზირა და სოიო) მრავალჯერადი გაცხელებით ტოქსიკური ნაერთი წარმოიქმნება, რომელიც ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა.

საქმე ეხება 4-ჰიდროქსი-ტრანს-2-ნონენალის ცხიმოვან მჟავას.

„ტაფაზე საკვების შეწვა მცენარეულ ზეთში, რომელიც ერთხელ უკვე გამოყენებულ იყო, იგივეა, რაც მოწევა. ორივე შემთხვევაში ერთნაირი რისკები წარმოიშვება“ – ამბობს ჯეინი მოლუ, ამერიკის დიეტოლოგთა ასოციაციის პრესსპიკერი.

3. ბოსტნეული

საკვები პროდუქტების უსაფრთხოების ცენტრის მონაცემებით, დაჭრილი ბოსტნეული 4 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე 12 საათზე მეტხანს არ უნდა შეინახოთ. თუ იცით, რომ ამ დროში სალათის ჭამას ვერ შეძლებთ, უბრალოდ გაყინეთ.

საქმე იმაშია, რომ ბევრი ბოსტნეული, კერძოდ ისპანახი, ნიახური და ჭარხალი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ნიტრატები ეწოდება.

დამოუკიდებელად უსაფრთხოა, მაგრამ ოთახის ტემპერატურაზე ბაქტერიების ზრდას ხელს უწყობს, რომლებიც ნიტრირებს ქმნიან. თავის მხრივ, ისინი თავის ტკივილს, დაღლილობას, ქოშინს და კრუნჩხვებს იწვევენ.