Connect with us

საკითხავი

23 ქალის ნაამბობი, თუ რა უნდა იცოდნენ სხვებმა უნაყოფობის შესახებ

BuzzFeed-მა მომხმარებლებს სთხოვა, რომ მათ სხვებისთვის უნაყოფობის შესახებ აეხსნათ. აი, მათი გულწრფელი და თამამი პასუხები:

1.

„ძალიან გთხოვთ, არ გვითხრათ, თუ როგორ „გაგვიმართლა“, რომ ნორმალურად დაძინება, გვიან ადგომა ან ნებისმიერ დროს სასეირნოდ წასვლა შეგვიძლია.

ვოცნებობ, რომ შუა ღამით ბავშვმა გამაღვიძოს, რომელსაც კოშმარული სიზმარი დაესიზმრა და რომ მის გამო ადრე ადგომა მომიწიოს. უნაყოფობა „იღბალი“ არანაირად არაა.“

2.

„ვერ ვიტან, როცა მეუბნებიან: „შენ უბრალოდ მოდუნდი და ყველაფერი გამოვა“, ეს ასე არ მუშაობს. 3 წელი უნაყოფობა, უამრავი ანალიზი, გამოკვლევა და ინვაზიური ტესტი  და ერთი დიდი დიაგნოზი.

მოდუნება ჯადოსნური გზით კვერცხუჯრედებს ვერ მომცემს და მენოპაუზის წინა პერიოდს ვერ შეანელებს. ყველაზე ცუდია, როცა ამას ექიმები გეუბნებიან“.

3.

„ბავშვები „პოზიტიური განწყობისგან“ რომ იბადებოდნენ, მაშინ თავიდან ავიცილებდი კლომიფენის, ლეტროზოლის მიღების ხანგრძლივ კურსს, ოთხ იტრაოგენურ განაყოფიერებას, ორ ოპერაციას, ცრემლებს, ნაყოფის მოშლას და 4 წლიან უიმედო მცდელობას“.

4.

„ძალიან რთულია მეგობრებს და ახლობლებს გული გაუხსნა: ერთნი დაუსრულებელი რჩევებით გავსებთ, მეორენი კი ამ თემას თავს არიდებენ, რადგან ამაზე საუბარი რთული ან უხერხულია“.

5.

„მეგობრების მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს. უბრალოდ იმის თქმაც: „შენ გვერდით ვარ, ჩემი იმედი ყოველთვის შეიძლება გქონდეს“ ან „არ ვიცი რა გითხრა, მაგრამ იცოდე, რომ შენ გვერდით ვარ“ – უკვე ძალიან მეხმარება“.

6.

„ბავშვების გარეშე ცხოვრების გადაწყვეტილება კაპიტულაცია და მარტივი გამოსავალი არაა. ეს ნორმალური არჩევანია, რომელსაც წყვილი ემოციური, პირადი და ფინანსური გადმოსახედიდან ირჩევს. თითოეულს არჩევანის უფლება აქვს“.

7.

„თუ სამი თვის განმავლობაში ბავშვის ჩასახვა ვერ შეძელით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ ადამიანის ტანჯვის გაგებას შეძლებთ, ვინც უკვე წლებია ცდილობს“.

8.

„მინდა ადამიანებს შევასმინო, რომ დაორსულების მცდელობა ძალიან ძვირია. ათასობით დოლარი დავხარჯე ანალიზებში, სხვადასხვა ხრიკებში, შემოთავაზებებში, წიგნებში და ბოლოს რეპროდუქციულ ენდოკრინოლოგიაში, სანამ ბავშვის გაჩენას შევძლებდი“.

9.

„უბრალოდ „ბავშვის აყვანა“ არ შეგვიძლია, ბავშვის აყვანას ბევრი ფული უნდა და თუ ამის გაკეთებას შეძლებთ, გარანტიას არავინ იძლევა, რომ ბავშვს მიიღებთ. ეს ყოველთვის მარტივი არაა, რადგან რიგში ჩადგომა და რამდენიმე თვე ლოდინი მოგიწევთ. ხშირად ლოდინი წლები გრძელდება, შემდეგ კი არაფერი გამოდის და კვლავ ნერვიულობა გიწევს“.

10.

„სიბერე ყოველდღე ნელ-ნელა გკლავს. ყოველდღე დაორსულების სულ უფრო ნაკლები შანსი გვაქვს. ვცდილობ, ამაზე არ ვიფიქრო, მაგრამ ექიმები ყოველ ჯერზე მეუბნებიან, რომ „გერიატრიული ორსულობა“ მექნება და მახსენებენ, რომ არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ჩემი ოცნება სულ უფრო და უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება.“

11.

„უნაყოფობა მხოლოდ „ხანდაზმულების“ პრობლემა არაა. მე და ჩემი მეუღლე 26 და 22 წლის ვიყავით, როცა „უნაყოფობის მამაკაცის ფაქტორის“ დიაგნოზი დაგვისვეს. ახლა ინ ვიტრო განაყოფიერებით დაფეხმძიმება შევძელი (კიდევ 4 ემბრიონი გაყინული გვაქვს), მაგრამ 30 წლამდე რომ გვეცადა, ამ ვარიანტს შეიძლება არ გაემართლა.

თუ ბავშვები ახლა არ გსურთ, ექიმს მაინც ეწვიეთ და დარწმუნდით, რომ თქვენ დაორსულების ყველა შანსი გაქვთ.

12.

„ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ამით თავს მშვიდად ვერ ვგრძნობ. 16 წლის ვარ, მაგრამ მითხრეს, რომ სავარაუდოდ ბავშვები არ მეყოლება.

ყველა მეუბნება: „შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ, ახლა სულერთია“, მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ მსოფლიოში ჩემი პატარა მე არასდროს გაჩნდება, მტანჯავს იმაზე მეტად, ვიდრე მეგონა“.

13.

„მაგიჟებს ის მოსაზრება, რომ თუ ერთსქესიან ურთიერთობაში იმყოფები „უბრალოდ ბავშვი უნდა იშვილო“. დაორსულების და მშობიარობის სურვილი არსად გამქრალა. ერთსქესიან ურთიერთობაში ყოფნა ამას არ აქრობს. ჩემი ბიოლოგიური საათი წიკწიკებს“.

14.

„მსურს, ხალხმა გაიგოს, რომ უნაყოფობა ღრმა პირადული თემაა, რომლის განხილვის სურვილი ყოველთვის არ გვაქვს. უნაყოფობის პრობლემის შესახებ ოჯახს არ მოვუყევი, სანამ დაორსულება არ შევძელი“.

15.

„დროა შეწყვიტოთ ქალისთვის იმის კითხვა, თუ როდის აპირებთ დაფეხმძიმებას. როცა ქმართან ერთად ბავშვის ჩასახვას ვცდილობდი, ყველაზე მძიმე ამ უსასრულო კითხვების „როდის გეყოლებათ ბავშვი“ ან „ბავშვები არ გსურთ“ მოსმენა იყო.

16.

„უნაყოფობა მხოლოდ მათ არ ეხებათ, ვინც დაორსულებას ცდილობს. როცა 22 წლის ასაკში დაოჯახებული არ ვიყავი, აღმოჩნდა, რომ „აუხსნელი უნაყოფობის“ გამო დაორსულება გამიჭირდებოდა. ყველაზე რთულია იპოვო პარტნიორი, რომელსაც არ შეეშინდება და ამ გამოწვევას შენთან ერთად მიიღებს“.

17.

„არავინ გვეკითხება, თუ პროცედურები/მკურნალობა როგორ მიმდინარეობს და ჩვენ რისი მოთმენა გვიწევს. როცა უნაყოფობას ვახსენებ, ადამიანები თავს უხერხულად გრძნობენ და საუბარი იქვე წყდება.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ ჩვენს პრობლემაზე ჭორაობენ, მაგრამ არა ჩვენთან“.

18.

„უნაყოფობა შფოთვის მაღალი ეტაპია. თქვენ მუდმივად სხვების გამო ბედნიერებას განიცდით და საკუთარი და საკუთარი პარტნიორის გამო დიდად დადარდიანებული ხართ. ეს შურთან მუდმივი ბრძოლაა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ბოროტ შურში გადავა“.

19.

„წარმატებული ორსულობა უნაყოფობის ყველა სირთულეს არ უარყოფს, რომლის გადატანაც მანამდე მოგიწიათ“.

20.

„არ თქვათ: თუ მოსახდენია, მოხდება. 6 წლის ასაკიდან თითქმის ყოველდღე საკუთარ ბავშვზე ვოცნებობდი, მაგრამ ამის ახდენა როგორც ჩანს არ მეწერა.

„უკვე 8 წელია ვცდილობ. მეგობრების ბავშვებთან ხშირად ვატარებდი დროს, როცა ისინი წვეულებებზე დადიოდნენ და ოცნებობდნენ, რომ ბავშვები არ ყოლოდათ. ყოველთვის დედობა მსურდა და ამის ასრულება არ მიწერია. პრობლემა არ შეამციროთ“.

21.

„უსასრულო ექოსკოპია, სისხლის ანალიზი და ინვაზიური პროცედურა სხეულზე ფიზიკურ და ემოციურ დონეზე აისახება. ყოველი მენსტრუაციული ციკლი ემოციური საქანელაა, როცა ცდილობ და იმედი გიქრება, შემდეგ სასოწარკვეთილებაში ვარდები, როცა ხვდები, რომ ორსულად არ ხარ“.

22.

„ღვთის წყალობით შეწყვიტეთ ისტორიების მოყოლა, თუ ვიღაცამ „სასწაულად დაორსულება“ როგორ შეძლო. ეს არ გვეხმარება და თვიშეფასებას უფრო გვიმცირებს.“

23.

„უნაყოფობაზე დარდი ნებისმიერ სხვა წუხილს ჰგავს. მას მუდმივად თან ატარებთ. ზოგჯერ გავიწყდება, რომ ის ჯიბეში გაქვთ, ზოგჯერ კი უბრალოდ იძირებით ფიქრებში „რა იქნებოდა, თუ“ და ფიქრობთ იმაზე, რასაც ვერასდროს გაიგებთ“.

იცნობთ ადამიანებს, ვისაც მსგავსი პრობლემები ჰქონდათ?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.