Connect with us

საკითხავი

21 მითი ორსულობის შესახებ, რომელიც სიმართლე აღმოჩნდა

ორსულობა შესანიშნავი დროა, მაგრამ ხშირად ის ეჭვებით და უამრავი მითებით არის სავსე.

აი, 21 მითი ორსულობის შესახებ, რომლებიც მეცნიერულად დაამტკიცეს.

თუ გსურთ ბიჭი – ბანანი შეჭამეთ.

2008 წელს ჩატარებულ კვლევაში დაახლოებით 740 ქალმა მიიღო მონაწილეობა. მათ, ვინც კალიუმის, ნატრიუმის და კალციუმის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს მიირთმევდნენ, ბიჭები გააჩინეს.

დედას რაც უფრო ძლიერი გულძმარვა აქვს, ბავშვს მით უფრო გრძელი თმა ექნება.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში ბევრ ქალს გულძმარვა აწუხებს. ეს ესტროგენებით არის გამოწვეული, რომელიც სფინქტერის მოდუნებას იწვევს. ეს ჰორმონი ბავშვის თმის ზრდაზეც არის პასუხისმგებელი.

ორსულობაზე ბაყაყი მიგანიშნებთ.

აფრიკული წარმოშობის ბაყაყი Xenopus laevis ფერს იცვლის, თუ მას ორსული ქალის შარდს დაასხამთ.

ბიჭის დაბადება უფრო ბევრ დროს მოითხოვს.

ეს სიმართლეა. ბიჭებს ჩვეულებრივ უფრო დიდი თავი აქვთ, ვიდრე გოგოებს.

თუ ორსულობის დროს ბოსტნეულს შეჭამთ, ბავშვს ეყვარებით.

მეორე ტრიმესტრში ბავშვი ამონიუმის სითხის მიღებას იწყებს, რომლის გემოც იმაზეა დამოკიდებული, თუ დედა რას ჭამს და სვამს. ეს ბავშვის მომავალ გემოვნებას ჩამოაყალიბებს.

Advertisement

რაც უფრო ასაკოვანია ქალი, მით უფრო მაღალია შანსი, რომ ტყუპებს გააჩენს.

1980 წლიდან 2009 წლამდე ტყუპების რაოდენობა გაიზარდა, განსაკუთრებით 35 წელს ზემოთ ქალებში. ითვლება, რომ 30 წლის შემდეგ ქალებს ჰორმონალური რყევა უფრო დიდი აქვთ, ანუ ტყუპების გაჩენის შანსი უფრო მაღალია.

კოჭა ტოქსიკოზის დროს დაგეხმარებათ.

1980-იან წლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალებმა, რომლებიც ტოქსიკოზის დროს 1 ჩ/კ ახალი კოჭას იღებდნენ, ეს უსიამოვნო მდგომარეობა თითქმის მოიშორეს.

თავსხმა წვიმა მშობიარობას აადვილებს.

ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ატმოსფერული წნევის შემცირებამ შეიძლება ბუშტის გახეთქვა გამოიწვიოს, რაც მშობიარობას დააჩქარებს.

ორსულობის დროს ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო აქტიურდება.

მკვლევარებმა ორსულ ქალებს ზრდასრული ადამიანებისა და ბავშვების სურათები აჩვენეს. მომავალმა დედებმა ემოციების განსაზღვრის პროცესში უფრო მეტად ტვინის მარჯვენა ნაწილი გააქტიურეს.

ორსულობის დროს ფრენა არ შეიძლება.

თითქმის ყველა ავიაკომპანია ორსული ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმის სპეციალურ ნებართვას ითხოვენ. ფრენა ორსულ ქალებში თრომბოზის განვითარების შანსს ზრდის.

დილის ცუდად ყოფნა – გოგოს ნიშანია.

ითვლება, რომ დილით შეუძლოდ ყოფნა ადამიანის ქორინიული გონადოტროპინის მაღალი დონით არის გამოწვეული, რომელიც ქალებს გოგოზე ორსულობის დროს აქვთ.

ორსულობის ნიშნები მამაკაცებს შეიძლება ჰქონდეთ.

ამას ქუვეიდის სინდრომს უწოდებენ. კიდევ უფრო იშვიათი შემთხვევაა, როცა პარტნიორს მშობიარობის ტკივილები და მშობიარობის შემდგომი დეპრესია აწუხებს.

Advertisement

ფეხის ზომა ორსულობის შემდეგ შეიძლება გაიზარდოს.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ქალის ფეხი ორსულობის დროს 1 ზომით იზრდება და შეიძლება ასე დარჩეს.

ზურგზე დაწოლა არ შეიძლება.

ზურგზე წოლის დროს საშვილოსნო ბაზალურ ვენაზე ზეწოლას ახდენს, ამან კი ბავშვის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს.

ტოქსიკოზი კარგია.

ტოქსიკოზი ადასტურებს იმას, რომ ნაყოფი წესრიგშია. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ტოქსიკოზის მქონე ქალებს ნაყოფის მოშორების ალბათობა 50-75 %-ით დაბალი აქვთ.

ტკბილეულის ჭამა არ შეიძლება.

მუდმივად ტკბილეულის ჭამამ შეიძლება ძლიერი დაღლილობა გამოიწვიოს. თუმცა ცოტა მწარე შოკოლადი ზიანს არ მოგაყენებთ.

დაბუდება რეალობაა.

დიდი ხნის განმავლობაში უბრალოდ მითად ითვლებოდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ექიმებმა დაბუდება ორსულობის ერთ-ერთ ფაქტორად აღიარეს.

ცხელი აბაზანის მიღება არ შეიძლება.

ძალიან ცხელმა წყალმა ბავშვში შეიძლება თანდაყოლილი დეფექტი გამოიწვიოს. განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში.

პაპაიასთან ფრთხილად უნდა იყოთ.

მოუმწიფებელი პაპაია შეიცავს ნივთიერებას, რომელიც საშვილოსნოს შეკუმშვას და ნაადრევ მშობიარობას იწვევს.

Advertisement

კატის თათები საფრთხის შემცველია.

საქმე იმაშია, რომ ორსულობის დროს ტოქსოპლაზმით დაინფიცირების რისკი მაღალია, განსაკუთრებით თათების წმენდის დროს.

სტრესი ბავშვზე ცუდ გავლენას ახდენს.

ყველაფერი, რასაც ორსული დედა ფიქრობს და გრძნობს ნეიროჰორმონების დახმარებით ბავშვს გადაეცემა. პოზიტიური ფიქრები ბავშვს ბედნიერების გრძნობის განვითარებაში დაეხმარება.

ორსულობის დროს გელ-ლაქი არ გაიკეთოთ.

ის ბავშვისთვის შეიძლება ტოქსიკური იყოს, როგორც ნათურის ულტრაიისფერი სხივი.

დაბადების თვე ბავშვზე გავლენას ახდენს.

მაგალითად, ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში დაბადებულ ბავშვებს სქელი ძვლები აქვთ. ზამთრის ბოლოს ან გაზაფხულის დასაწყისში დაბადებულებს შიზოფრენიით დაავადების მაღალი შანსი აქვთ.

თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.