Connect with us

ჰოროსკოპი

2021 თეთრი ხარის წლის ფულადი ასპექტები

თეთრი ან ლითონის ხარის ხასიათში ყველაფერია, რომ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ის შრომისმოყვარე, მიზანდასახული და ენერგიულია, ფულის ფასი იცის, სიზუსტეს და დეტალების მიმართ ყურადღებას აფასებს.

ლითონის ხარი იგივე ოქროს კუროა. ძალიან პერსპექტიული მატერიული კუთხით.

ჩინურ სისტემაში ინის მეტალი სინ მონეტას, ოქროს ან ძვირფასეულობას ნიშნავს. ცი მენ დუნ ძიას ყოველწლიურ სისტემაში სინი ყველა სახლისთვის მოგებას ბადებს. ამ სახლში დგას კაი მენის ჭიშკარი, რომელიც სამსახურთან ან მომსახურებასთან პირდაპირ კავშირშია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა, ვინც ნამდვილად მუშაობს, ბიზნესს იწყებს ან რაღაც ახალს ქმნის, 2021 წელს მოგების კარგი შანსი ექნებათ. განსაკუთრებით ივნისში.

ხარის წლის მიწის ფილიალი – ინის მიწა ჩოუ ვარსკვლავების კატეგორიას „ფულის დამცველს“ მიეკუთვნება. ორივე ნიშანი მატერიალური კეთილდღეობისთვის კარგ პოტენციალს იძლევა. მაგრამ დაბადება და ენერგეტიკული მხარდაჭერა ლითონის სინიდან წამოვა.

სწორედ ამიტომ, ცეცხლის ინდუსტრიის სექტორები უფრო წარმატებული იქნება. აქ ფული ზედაპირზე იქნება და მისი აღება გაგიმარტივდებათ.

ცეცხლის ინდუსტრიაა ფინანსური სფერო, საბირჟო თამაშები, საზოგადოებრივი კვების სფეროები, გათბობა, განათება და ყველაფერი, რაც უკავშირდება ბენზინს, ზეთს, გაზს, საწვავს, წვას, შედუღებას, ქიმიურ მრეწველობას, ელექტრონიკას, ენერგეტიკას, ასტრონომიას, სინთეტიკური პროდუქტების წარმოებას, ოფთალმოლოგიას, ოპტიკას, გართობის და შოუბიზნესის სფეროს, ტელევიზიას და რადიოს, ინტერნეტს, კინოს და თეატრს, რეკლამას, სილამაზის ინდუსტრიას, სპორტს და ცეკვას.

მიწის ფილიალებში ფულის შოვნა უფრო რთული და ნაკლებად შესამჩნევი იქნება. აქ თავისი პლიუსები არსებობს. ეს ფული შეუმჩნეველი იქნება არა მხოლოდ მათთვის, ვინც მუშაობს, არამედ მათთვის, ვისაც ფულის წართმევა სურს. სწორედ ამიტომ, შენახვა გაგიადვილდებათ.

მიწა ხის ინდუსტრიის სფეროა. ხის ელემენტებს მიეკუთვნება მოდა, ტანსაცმელი, ქსოვილი, სილამაზე, პარფიუმერია ქაღალდი, გამომცემლობა, საკვების გადამუშავება, სოფლის მეურნეობა და მედიცინა, ავეჯი, დიზიანი, არქიტექტურა, ინფორმაცია, საზოგადოებრივი კავშირები, სიახლე, განათლება, ფოტოგრაფია, ეკოლოგია და ყველაფერი, რაც ბავშვებს უკაშირდება.

აღსანიშნავია, რომ ცი მენ დუნ ძიას სისტემაში სახლი წლის წამყვანი ჭიშკრით ასევე ფულს ბადებს. სწორედ ამიტომ, ფულადი მოგების მისაღებად სულიერი აქტივობითაც უნდა შეიარაღდეთ: სწრაფად იმოქმედოთ, სიმტკიცე გამოიჩინოთ, რისკზე წახვიდეთ, საკუთარ თავზე და საკუთარ დამსახურებაზე ხმამაღლა ილაპარაკოთ. იუმორის გრძნობა და მოულოდნელობის ეფექტი არ დაგავიწყდეთ. ის საკმაოდ სასარგებლო იქნება. სარეკლამო რგოლი ორიგინალური და სასაცილო სიუჟეტით უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე პირდაპირი რეკლამა.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.