Connect with us

ჰოროსკოპი

2020 წლის 1 აგვისტოდან ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნისთვის წარუმატებლობის და უიღბლობის პორტალი დაიხურება

2020 წლის 1 აგვისტო ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამ დღეს ზოდიაქოს ნიშნების ბევრი წარმომადგენელი სამყაროდან სასიამოვნო ბონუსს, საჩუქარს მიიღებს, რადგან სწორედ 1 აგვისტოს, ზუსტად 24:00 საათზე წარუმატებლობის და უიღბლობის პორტალი დაიხურება და წარმატების და იღბლის პერიოდი დაიწყება. ვარსკვლავების გავლენა საკუთარ შეცდომებთან მუშაობასა და ყველა ცხოვრებისეული დაბრკოლების უპრობლემოდ გადალახვაში დაგეხმარებათ.

კურო

ვარსკვლავების ადგილმდებარეობა ამბობს, რომ ზოგიერთმა კურომ შეიძლება საჩუქარი, მაგალითად ფული მიიღოს. გარდა ამისა, კურო სამსახურსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში სირთულეების გადალახვას შეძლებს.

ამ ზოდიაქოს ნიშნის ბევრი წარმომადგენელი არჩევანის წინაშე დადგება, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთოს, რომ ფული მის საფულეში სწრაფად გაჩნდეს. შინაგანი ხმა სწორ არჩევანს მიგანიშნებთ. თუ შერჩეული სტრატეგიით იმოქმედებთ და კურსს არ გადაუხვევთ, ძალიან მალე უფულობას დაივიწყებთ.

თანდათანობით ყველა ცხოვრებისეული მდგომარეობა დალაგდება. დიდი შენაძენის გაკეთება ან ახალი პროექტის დაწყება შესაძლებელი გახდება. 1 აგვისტოდან კურო თავისი შრომის პირველ ნაყოფს მიიღებს, რაც მას სამომავლო ქმედებისთვის ძალებს მიანიჭებს.

ლომი

შეიძლება ითქვას, რომ ლომის ცხოვრებაში იღბალი შემოფრინდება და ყველაფერი უფრო მარტივი და გასაგები გახდება. ლომის ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი საკუთარი სამყაროს ლპობადი გარემოცვისგან გაწმენდას შეძლებს, ანუ ყველა მოშურნე რაღაც ჯადოსნური ძალით მისი ცხოვრებიდან გაქრება. გამოდის, მის სამომავლო განვითარებას ხელს ვერავინ შეუშლის.

ლომი თავის ჩანაფიქრს თამამად განახორციელებს, ვარსკვლავები მას დაეხმარება და გადამწყვეტ მომენტში უკან დახევის საშუალებას არ მისცემს. სწორედ აგვისტოში შეძლებს ლომი ფინანსური საკითხის მოგვარებას და მდგომარეობის გაუმჯობესებას. მომავალ 2 თვეში, აგვისტო–სექტემბერში ლომის საფულე მნიშვნელოვნად გაიზრდება. პირადში მოულოდნელი ცვლილება მოხდება, რაც მის პირად ცხოვრებას დიდი ხნით დაალაგებს.

სასწორი

აგვისტოს დასაწყისიდან სასწორის ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან მაგარი და მოულოდნელი ცვლილებები ელოდებათ. როგორც მინიმუმ, აგვისტო–სექტემბერში ცვლილებები აუცილებლად მოხდება. ამ პერიოდში სასწორი ახალ სასიცოცხლო პორტალს აღმოაჩენს, რომელიც გასაოცარი შესაძლებლობებით და პერსპექტივებით იქნება სავსე. ასეთი წარმატება ცხოვრებაში იშვიათად რომ ვინმეს ჰქონდეს.

თითოეული მოქმედება დიდი წარმატებით დასრულდება, ამიტომ ეჭვები მოიშორეთ და აქტიური მოქმედება დაიწყეთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ დროის ანაზღაურებას, ბედი კი თითქმის ყველა მარცხის გაანალიზების საშუალებას მოგცემთ. კარგი გაკვეთილის მიღებას შეძლებთ, რაც ძველი შეცდომების თავიდან აცილებასა და ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. იმ წარმომადგენლებმა, რომელთაც სერიოზული საქმე აქვთ, სჯობს მას ხელი მოკიდონ. მხოლოდ ამ შემთხვევაში წარმატება თქვენს მხარეს იქნება შუა აგვისტოდან სექტემბრის ბოლომდე.