Connect with us

ყვავილები

2020 წლის სასიკეთო დღეები ოთახის მცენარეების გადასარგავად

იმისთვის, რომ თქვენი ოტახის მცენარეები ტავს ჯანმრთელად გრძნობდნენ, სწრაფად იზრდებოდნენ და თქვენს თვალს დიდხანს ახარებდნენ, მათი გადარგვისა და მოვლის წესების დაცვა აუცილებელია. ამ სტატიაში მთავრის კალენდრის მიხედვით, მცენარეების გადარგვისთვის ხელსაყრელი დღეების შესახებ წაიკითხავთ.

როდის გადავრგოთ მცენარეები

შემოდგომა – ამ პერიოდში ბუნება ნელდება, მზიანი დღეები მოკლდება, ტემპერატურა ეცემა. ეს ყველაფერი თქვენს მწვანე მეგობრებზეც ახდენს გავლენას.

სექტემბერი

სასიკეთო დღეები:

3, 6–10, 20–22, 29 სექტემბერი სასიკეთო დღეებია მცენარეებთან ნებისმიერი მანიპულაციებისთვის.ყურადღება მიაქციეთ, რომ 2 სექტემბერს მცენარემ უნდა დაისვენოს, რათა მომდევნო დღეს მისი გადარგვა შეძლოთ.

არასასიკეთო დღეები:

4–5, 14–15 და 20–21 – თავი შეიკავეთ მცენარეების დარგვა- გადარგვისგან. 14 და 15 სექტემბერი – კარგია პროფილაქტიკური სამუშაოებისთვის, ამ დღეს სუბსტრატების შეძენაც სასიკეთოა.

ოქტომბერი

სასიკეთო დღეები:

8–9, 14–15, 18. ოქტომბერში მენარეები მხოლოდ ამ დღეებში გადარგეთ.

კარგი ან ნეიტრალური დღეები:

2, 11–12, 26–27 და 29 ოქტომბერი. ამ დღეს დარგვა-გადარგვა მცენარეს არაფერს ავნებს თუმცა არც განსაკუთრებულ ეფექტს არ მოგცემთ.

არასასიკეთო დღეები: 1, 3, 5–6, 10, 13, 16, 21–22, 24, 28 და 30 ოქტომბერი. ამ დღეებში არ ღირს მცენარეებთან დაკავშირებული მანიპულაციების ჩატარება.

ნოემბერი

სასიკეთო დღეები:

14, 18, 27 ნოემბერი – სასიკეთო პერიოდია გადარგვისთვის. ასევე შეიძლება მცენარეებთან დაკავშირებული ნებისმიერი მოვლის პროცედურების ჩატარებაც.

არასასიკეთო დღეები:

1–13, 16–17, 19–26, 28–29 ნოემბერს მებაღეები გადარგვის გაკეთებას არ გვირჩევენ რადგან ეს მცენარეს დააზიანებს.

დეკემბერი

ზამთრის დადგომასთან ერთად, მცენარეებში პროცესები ნელდება და დგება დასვენების დროს.

სასიკეთო დღეები:

სასიკეთო პერიოდია მცენარეებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად.

არასასიკეთო დღეები:

1–2, 4–7, 9–11, 15, 17–20, 22, 29. თუმცა განსაკუთრებით მოერიდეთ 14 და 30 დეკემბერს. ამ დრეებში კატეგორიულად არ შეიძლება მცენარეებთან დაკავშირებული რაიმე სახის მანიპულაციების ჩატარება.

გახსოვდეთ, რომ მთვარის კალენდრის მიხედვით გაკეთებული გადარგვა, სასიკეთოდ აისახება ტქვენი ოტახის მცენარეების სიცოცხლის და ყვავილობის ხანგრძლივობაზე.

 

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.