Connect with us

ჰოროსკოპი

2020 წლის კვირის ჰოროსკოპი 3-დან 9 თებერვლის ჩათვლით

ასტროლოგები ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს კვირის ჰოროსკოპის გაცნობას ურჩევენ. ეს დაგეხმარებათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეებიდან წარმატებული გამოხვიდეთ და წარმატების შედეგები შეინარჩუნოთ.

თებერვლის პირველი სრული კვირა ძალიან ნათელი და უჩვეულო დროა, ბევრისთვის წარმატებული იქნება. ამ კვირაში დასვენების და უმოქმედობის დრო არ გექნებათ, როგორც მინიმუმ, სამუშაო დღეებში. თუ თქვენს განვითარებას უარყოფითი ფიქრები და ნეგატიური პროგრამები აფერხებს, სპეციალური ფიქრების გამწმენდი მედიტაცია გამოიყენოთ, რომ თქვენი ფიქრები სწორ მხარეს მიმართოთ.

ვერძი

ხელმძღვანელობა და თანამშრომლები შეიძლება ვერძის მოქმედებით უკმაყოფილო იყვნენ. დროა, კრიტიკას მიეჩვიოთ, პანიკაში არ ჩავარდეთ და ყველაზე არ გაბრაზდეთ. თუ ვერძი შეცდომას ნამდვილად დაუშვებს, სჯობს დაუყონებლივ მის გამოსწორებაზე იზრუნოს. სამსახურში კამათი და კონფლიქტი სერიოზულ ნეგატიურ შედეგებს ან სამსახურიდან დათხოვნას გამოიწვევს.

ფინანსური პრობლემების თავიდან აცილებას ზომიერი დაზოგვის უნარით შეძლებთ. რაც შეეხება საყვარელ ადამიანთან, ახლობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობას, აქ სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ. ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ ჩხუბი და ურთიერთობის გარკვევა არ ღირს. პატარა კამათიც კი მთელი კვირის კარგი განწყობის ფასად დაგიჯდეთ.

კურო

კურო ენერგეტიკულ ვამპირებს და ტოქსიკურ ადამიანებს უნდა მოერიდოს. მათ ენერგოდაცვა დასჭირდებათ. ამის უზრუნველყოფას კი ბიოენერგიის გაძლიერების მეთოდებით შეძლებთ. საერთოდ, მშვიდი და პროგნოზირებადი კვირა უნდა იყოს. თუ კურომ წარსულში კარგად იმუშავა, ახლა თავისი შრომის და ძალისხმევის პირველი დადებითი ნაყოფის დანახვას შეძლებს.

ბევრი ადამიანი კურს აზრს მოუსმენს. ამ ნიშნის წარმომადგენელმა ხალხს დახმარებაზე უარი არ უნდა უთხრას, თუ ისინი ტოქსიკური პიროვნებების ჯგუფში არ შედიან. სამუშაო დღეებში მუხლჩაუხრელად უნდა იშრომოთ, სანამ ვარსკვლავები თქვენს მიმართ კეთილგანწყობილნი არიან. კვირის ბოლოს დასვენებაზე ყურადღება გაამახვილეთ: პირადი საქმეებით დაკავდით, მოდუნდით და სამსახური და საქმეები დაივიწყეთ.

ტყუპები

ასტროლოგები ტყუპებს ურჩევენ, რომ ყველაფერი საკუთარ თავზე არ აიღონ, არა მხოლოდ სამსახურში, არამედ სახლშიც. ნებისმიერი ვალდებულება სჯობს თანამშრომლებს ან ახლო ადამიანებს შორის გადაანაწილოთ, თუ ასეთი შესაძლებლობა გექნებათ. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ყველაფრის მარტო გაკეთება ადვილია, მაგრამ ამ კვირაში ყველაფრისთვის დრო და ენერგია არ გეყოფათ. ინტელექტუალური პოტენციალის გააქტიურებაში სუფთა ჰაერზე გასეირნება დაგეხმარებათ. ფიზიკური ძალების აღდგენას მხოლოდ რელაქსაციის მეთოდებით შეძლებთ.

ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანებმა აგრესიულ ზოდიაქოს ნიშნებს უნდა მოერიდონ. თუ ასეთი ახლო გარემოცვაში გყავთ, არ გამოიწვიოთ და მათ პროვოკაციებს არ წამოეგოთ. ამ კვირაში ფულთან თქვენს ურთიერთობას უნდა გადახედოთ. შესაძლოა, დრო მოვიდა უფრო მეტი დაზოგოთ და ნაკლები დახარჯოთ.

კირჩხიბი

ამ კვირაში განწყობის სწრაფი ცვლილებები გელოდებათ. რთულ მომენტებში უფრო მეტი დაისვენეთ, წვრილმანებზე ნაკლებად ინერვიულეთ და ჰოლოტროპული სუნთქვის მეთოდი ხშირად გამოიყენეთ, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ და პრობლემებს თავიდან აგაცილებთ. განწყობაზე ახალი ტანსაცმელი და შოპინგი კარგ გავლენას მოახდენს.

სამსახურზე ან ოჯახურ პრობლემებზე ჩაღრმავება არ ღირს. ამ კვირაში ასტროლოგები გირჩევენ იმ საქმეებს მიხედოთ, რომელიც სულს უნდა და უფრო მეტი დაისვენეთ. შეგიძლიათ სხვა ქალაქში გაემგზავროთ, ძველი მეგობრები მოინახულოთ. ახლობლების რჩევებს მოუსმინეთ: მათ რჩევებს შეიძლება გონივრული მარცვალი ჰქონდეთ. ახლა ყველაზე მთავარი პრიორიტეტების სწორად დასახვაა.

ლომი

ეს კვირა ლომისთვის ძალიან ნათელი და პოზიტიური იქნება. ვარსკვლავები და პლანეტები მაქსიმალურ ჰარმონიაში იმყოფებიან, განსაკუთრებით სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით. 4-8 თებერვალს სასარგებლო პრაქტიკებს ეწვიეთ, რომლებიც თქვენს განწყობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. სინდისის ქენჯნის გარეშე შეგიძლიათ კონცენტრირება მხოლოდ საკუთარ თავზე გააკეთოთ.

ორშაბათს და კვირას ხარჯები შეამცირეთ და ფული ფრთხილად დახარჯეთ. დანარჩენ დღეებში გართობასა და სასარგებლო ნივთებზე შეგიძლიათ ფული დახარჯოთ, მაგალითად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეიძინეთ. ყოველ საღამოს ახლო მეგობრებთან ან ნათესავებთან დრო გაატარეთ. ამ კვირაში მნიშვნელოვანი და საბედისწერო შეხვედრებია მოსალოდნელი.

ქალწული

ექსპერტები გირჩევენ, რომ ძლიერი სულის ადამიანებს მიბაძოთ. თუ თქვენს გარემოცვაში ვერძი, ლომი და მორიელია, მათგან ბევრი რამ შეგიძლიათ ისწავლოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ზედმეტ მოკრძალებას თავი აარიდოთ. ხალხს თქვენი უპირატესობები აჩვენეთ. ასე საქმესა და სიყვარულში წარმატების მიღწევას შეძლებთ.

ეს კვირა შესანიშნავია იმისთვის, რომ შინაური ცხოველი შეიძინოთ ან თავშესაფრიდან აიყვანოთ. შინაურული ატმოსფერო შეგიძლიათ ავეჯის გადაადგილებით, დალაგებით განაახლოთ. შაბათ-კვირას შეგიძლიათ სამოგზაუროდ წახვიდეთ, ატმოსფერო შეიცვალოთ და სამსახურიდან სხვა საქმეზე გადაერთოთ. ახლობლების და ნათესავების მხარდაჭერა აუცილებელია, რომ მათაც იგივე გააკეთონ.

სასწორი

სასწორს უსაქმურობასა და სამსახურის დატოვების სურვილთან ბრძოლა მოუწევს. სიზარმაცის და აპათიის საწინააღმდეგო ავგაროზები პლანეტების და ვარსკვლავების ნეგატიურ გავლენას შეასუსტებენ. შინაგან ეგოიზმზე უნდა გაიმარჯვოთ და ახლობლების დახმარების სურვილით ჩაანაცვლოთ. სიყვარულის ადრეულ სტადიაზე და ფლირტის დროს სჯობს თავმომაბეზრებელი არ იყოთ.

თუ ურთიერთობაში დიდი ხანია ხართ, ზეწოლის გამოცდა მოგიწევთ. კამათი და ერთმანეთის გამოწვევა არ ღირს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სიკეთის და პასუხისმგებლობის პოლიტიკა უნდა დაიცვათ. სამსახურშიც ყველაფერი რიგზე არ იქნება, ამიტომ გუნდური ხერხით პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.

მორიელი

ამ კვირაში თქვენს ცხოვრებაში არაფერი უნდა შეცვალოთ. სამსახურში ან სახლში ჩვეული გზით იარეთ, იკვებეთ ისე, როგორც ყოველდღე, იგივე მუშაობას და დასვენებასაც ეხება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანია, მაგრამ დიდი ხნის წინ გადადებულ საქმეებს მიხედოთ, ახალი წამოწყებები დროებით გადადეთ.

რასაც ნამდვილი დიდი მნიშვნელობა ექნება, ეს ყველაფერი ზედმეტისგან გაწმენდაა. საქმე არა სახლში დაგროვებულ ხარახურას, არამედ ჩვევებს ეხება, რომლებიც მიზნების მიღწევაში ხელს გიშლიან. ამ კვირაში შემოქმედებით მორიელებს ძალიან გაუმართლებთ, ასევე მათ, ვინც სპორტით ან აქტიური დასვენებითაა დაკავებული.

მშვილდოსანი

მშვილდოსანმა გაბრაზება უნდა შეწყვიტოს და წყენა დაივიწყოს. მსგავსი გრძნობები თქვენს მიმზიდველობაზე ნეგატიურად აისახება, გეგმებს და ცხოვრებას დაგიმსხრევთ. ამ კვირაში, განსაკუთრებით 3, 4 და 5 თებერვალს გადაწყვეტილება სწრაფად და თავდაჯერებულად უნდა მიიღოთ. სიბრაზე და ნეგატივი ინტელექტუალურ პროდუქტიულობას შეამცირებს და წინსვლის სურვილს დაგიკარგავთ.

ასტროლოგები თქვენი ქცევის გაკონტროლებას და საკუთარი თავისა და სხვებისთვის სიმართლის თქმას გირჩევენ. ეს კარიერულ ზრდაზე, სიყვარულის ძიებასა და ურთიერთობის გაძლიერებაზე დიდ გავლენას მოახდენს. დიდი წარმატება ელოდება მათ, ვინც მუდმივად გზაში ან საჭესთან იმყოფება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მუშაობით ზედმეტად თავი არ დაიტვირთოთ და რელაქსაციის და დასვენების ახალი მეთოდები შეიმუშავოთ.

თხის რქა

თხის რქამ ბედის ნიშნების ამოცნობა უნდა ისწავლოს. ვარსკვლავები და პლანეტები ძალიან ჰარმონიულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და მათ მარტივი მინიშნებებით სწორ გზაზე დააყენებენ. ამ ნიშნის წარმომადგენელმა მეექვსე გრძნობას უნდა დაეყრდნოს და უფრო დამოუკიდებელი გახდეს. ყველაფერი რომ მოასწროთ და დასვენებისა და პირადი ცხოვრებისთვის დრო დაგრჩეთ, ყველაფრის ერთად გაკეთება მოგიწევთ, არაფერი გვერდზე არ გადადოთ.

დრო ღირებული რესურსია, რომელსაც ბევრი არ აფასებს, რადგან ფიქრობენ, რომ ფული უფრო ღირებულია. შრომა და გაწეული ძალისხმევა სამსახურში წარმატების მიღწევაში, სიყვარულის გაძლიერებაში, გართობასა და ბევრი ფულის მიღებაში დაგეხმარებათ. ეს კვირა სამსახურის შეცვლის ან ახალი ცოდნის მისაღებად საუკეთესო დრო არაა. ახლა დროა, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოთ.

მერწყული

ამ კვირაში უფრო შემოქმედებითი და აქტიური იქნებით, განსაკუთრებით 4 თებერვლის შემდეგ, როცა ვარსკვლავები შემოქმედებით ენერგიას გადმოგცემენ. ნებისმიერი რთული ამოცანის გამკლავებას შეძლებთ. სიყვარულშიც წარმატება გელოდებათ, ამიტომ საშუალება გექნებათ საკუთარი თავი თავგადასავლებს, ოჯახს და ახლობლებს დაუთმოთ. მთავარია, ავანტიურულ საქმეებს თავი აარიდოთ.

რთულ მომენტებში უბრალოდ დაისვენეთ და დამკვირვებლის პოზიცია მიიღეთ. ძალების დიდი მარაგის მიუხედავად გარისკვა არ ღირს. ხალხთან ურთიერთობაში უფრო გულახდილი იყავით. მერწყული იდუმალებით მოცულ ზოდიაქოს ნიშნებს მიეკუთვნება, ამ თვისების გამო სჯობს საკუთარი თავი დროებით ჩაახშოთ და გული სხვებს გადაუშალოთ.

თევზები

თევზებმა არაკეთილმოსურნე ხალხს თავი უნდა აარიდოს, რომლებიც ამ კვირის დასაწყისში გააქტიურდებიან. ავი ხალხის მოშორებით სერიოზულ კონფლიქტებს თავს აარიდებთ. ამ კვირაში თქვენი შრომის შედეგებს სათანადო ძალისხმევის და ყურადღების ხარჯზე მოიმკით. კვირის მეორე ნახევარი შეგიძლიათ სწავლას დაუთმოთ.

შინაგანი ჰარმონიის და მეორე ნახევართან ურთიერთგაგების მიღწევას შაბათ-კვირას შეძლებთ. პარასკევამდე სჯობს არ იჩხუბოთ და თქვენი ხაზის გასწორება არ სცადოთ. სიყვარულსა და საქმეებში უფრო გამომგონებლური იყავით. თქვენში არასტანდარტული აზროვნება გაიღვიძებს, რომელიც პირადი მიზნების მისაღწევად შეგიძლიათ მარტივად გამოიყენოთ. მეხსიერება და ყურადღება გაუმჯობესდება.