Connect with us

სხვა

2020 წლის აგვისტოს მიძინების მარხვა: რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

მიძინების მარხვა ერთ-ერთია გრძელი მარხვების ოტხეულში. ნებისმიერი მარხვის დაწყებისას შესაბამისი მომზადებაა საჭირო. უნდა იკითხოთ შესაბამისი ლოცვები და მორალურადაც შეემზადოთ. ეს მარხვა ცოტა ხანს გაგრძელდება და ბედნიერებასა და უფლის წყალობას გვჩუქებს.

მიძინების მარხვის ისტორია და აზრი

ეს მარხვა ქრისტიანობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას – ღვთისმშობლის მიძინებას ეძღვნება. ის 14 აგვისტოს იწყება და 27 აგვისტოს სრულდება. ის ზუსტად 2 კვირა გრძელდება და დიდ ან საშობაო მარხვასთან შედარებით საკმაოდ ხანმოკლეა.

ისტორიკოსების აზრით, მიძინების მარხვა პირველად 1000 წლის წინათ შემოიღეს. იმ დროს არებობდა მარხვა რომელსაც ის ადამიანები იცავდნენ რომელთაც დიდი მარხვის დაცვა არ შეეძლოთ. ამის სანაცვლოდ გაჩნდა 2 მარხცვა – მიძინების და სამოციქულო.

ამ მარხვის აზრს რომ ცავწვდეთ, უნდა წარმოვიდგონოთ რას გრძნიობდა ღვთისმშობელი იესოს გარდაცვალების შემდეგ. მას ერთადერთი ვაჟი წაართვეს, ამიტომ მას სურდა სწრაფად შეხვედროდა მას. ეს მარხვა დედის ტანჯვას ეძღვნება, რომელმაც იცოდა, რომ მის ვაჟს სიკვილი ელოდა ადამიანების პირველი ყოფილი ცოდვების გამოსასყიდად.

მიძინების მარხვას ჩვენ ღვთისმშობელს ვუძღვნით. ის სიცოცხლის ბოლომდე მარხულობდა და ლოცულობდა ქრისტესთან კვლავ შეხვედრის მოლოდინში. სწორედ ამიტომ ღვთისმშობლის მიძინების დრესასწაული ნათელ და მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება, ეს არის მომენტი რომელსაც ღვთსმშობელი მთელი გულით ელოდა!

ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ღვთისმშობელი ფიზიკურად არ გარდაცვლილა, გადმოცემის თანახმად ის თავისივე სხეულით ამაღლდა უფლის წინაშე და ის იესომ თავისთან წაიყვანა. ეს მარხვა კი იმისთვის არის, რომ გავიაზროტ დედობის მნიშვნელობა. დედა ყოველთვის საუკეთესოს იმსახურებს. დედა ქრისტესთვისაც უმნიშვნელოვანესი იყო, ეს იყო ადამიანი რომელსაც მან სიყვარული, ბედნიერება, მწუხარება და დანაკარგები გაუზიარა.

რა შეიძლება და რა არ შეიძლება მიძინების მარხვის დროს

ნებისმიერ მარხვაში, ცხოველური ცხიმებისა და ხორცისგან თავის შეკავება არ გახლავთ მთავარი. ამ დროს მთავარია თვენს შინაგან, უარყოფით თვისებებზე გაიმარჯვოთ და სულიერად უფრო ამაღლდეთ.

მიძინების მარხვა მოთმინებას და შემგუებლობას გვასწავლის. სწორედ ამიტომ მღვდლები გვირჩევენ ვისწავლოთ მიტევება და წყენს დავიწყება. მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები. გავერთიანდეთ ოჯახებთან. დავუახლოვდეთ ახლობელ ადამიანებს და ეგოისტური ნაბიჯების გადადგმისგან ტავი შევიკავოთ. ეს არის დრო როდესაც ოჯახთან ახლოს უნდა ვიყოთ.

ღვთისმშობელი დაუღლელად ლოცულობდა შემგუებობისთვის. სწორედ ამიტომ უნდა ვისწავლოთ მიტევება და ჩემთვის მოყენებული ზიანის პატიება. ეს მარვა გვასწავლის მთავარია მოთმინებით აღვიჭურვოთ და გვახსოვდეს, რომ უფალი მოწყალეა.

მიძინების მარხვაში ჭარბი მხირულება და ტელევიზორის დიდი ხნით ყურება სასურველი არ არის. იკიტხეთ შესაბამისი ლოცვები და გახსოვდეთ ლოცვისა და შემგუებლობის ძალა. ნუ გააბრაზებთ დედებს (ნურც საკუტარს და ნურც სხვისას). თავი შეიკავეთ კონფლიქტებისას. მოწყალებასა და მიტევებას მიიღებს ის ვინც ტავად არის მოწყალე და მიმტევებელი.ნუ იძიებთ შურს, ნუ უსურვებთ ცუდს და ნუ ჩაიდებთ გულში წყენას და ბრაზს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.