Connect with us

ჰოროსკოპი

2020 წლის მარტი 2 ზოდიაქოს ნიშნისთვის მნიშვნელოვანი თვე იქნება – ასტროლოგების გაფრთხილება

მარტი ძალიან მნიშვნელოვანი თვე იქნება 2 ზოდიაქოს ნიშნისთვის – თხის რქა და მერწყული. ამას განაპირობებს ის, რომ სატურნი, პლანეტა, რომელიც ქარაფშუტობას ვერ იტანს და ადამიანებს მნიშვნელოვან ამოცანებს უსახავს, მარტში თხის რქიდან მერწყულში გადავა.

22 მარტამდე სატურნი თხის რქაში იქნება

თხის რქისთვის ეს კარგია, რადგან სატურნი მას მფარველობს. პლანეტა დაგეხმარებათ, რომ იყოთ სერიოზული, მიზანდასახული და პასუხისმგებლობით აღსავსე.

ასეთი ქცევა თხის რქას არ შეაწუხებს, პირიქით, კმაყოფილი იქნება, რომ მნიშვნელოვანი საკითხებით დაკავებულია და ხელს არაფერი უშლის, რომ საქმიანი და კონცენტრირებული იყოს. რეკომენდებულია იმ საქმით დაკავდეთ, რომელიც მოთმინებას და ამტანობას მოითხოვს.

ეს შეიძლება იყოს სამსახურის და ბიზნესის საკითხები, სწავლა, პირადი ურთიერთობის აწყობა, ასევე რაღაც, რაც ერთი შეხედვით ცხოვრების მნიშვნელოვან მიღწევებს არ უკავშირდება. მაგალითად, დიეტის დაცვა ან სპორტით დაკავება. მთავარია, თავად თხის რქა ხვდებოდეს, რომ რასაც აკეთებენ მნიშვნელოვანი და საჭიროა.

22 მარტიდან სატურნი მერწყულში იქნება

ბოლოს მერწყულში 29 წლის წინ იყო, ასე რომ მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა. მერწყულს მოუწევს, რომ უფრო სერიოზული და პასუხისმგებელი გახდეს. მერწყული სატურნისთვის საუკეთესო ადგილი არაა, ამიტომ მერწყულს პირველად შეიძლება მოეჩვენოს, რომ გარემოებები მასზე ზეწოლას ახდენს და ცხოვრება რთული ამოცანის წინაშე აყენებს, რაზეც ხელი არ მოუწერიათ.

ამ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობა კარგს არაფერს მოგიტანთ – ბედი მერწყულს მაინც შეზღუდავს და წესების დაცვას აიძულებს. მაგალითად, შეიძლება ავად გახდეს – ამ დროს კი, გინდა თუ არა მკურნალობის რეჟიმის დაცვა მოგიწევთ. სჯობს პასუხისმგებლობას არ გაექცეთ.

მერწყულმა სიმწიფის ტესტი უნდა გაიაროს – ოჯახზე პასუხისმგებლობა აიღოს ან, პირიქით, მშობლების ოჯახს დაშორდეს და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყოს, თანამდებობა დაიკავოს და სამსახურში საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდოს და ამისთვის ყველაფერი გააკეთოს – დრესკოდი, დისტანციის დაცვა უფროსებთან და დაქვემდებარებულ პირებთან, საკუთარი თავის და სხვების მოთხოვნილებებთან.

არ იფიქროთ, რომ თხის რქა 22 მარტიდან ამოსუნთქვას შეძლებს. დისციპლინა, პასუხისმგებლობა და ცხოვრების მიმართ სერიოზული დამოკიდებულება – ეს მათი თანდაყოლილი თვისებებია. სატურნი მერწყულში საკმაოდ შეუფერებელ პირობებს ქმნის იმისთვის, რომ ეს თვისებები გამოავლინოს. თხის რქას ისეთი შთაბეჭდილება ექნება, რომ მან გეგმის მიხედვით უნდა იმოქმედოს და დაიცვას წესები იქ, სადაც უწყვეტი ქაოსია. ცხოვრება წესრიგის დამყარებაში თხის რქას მთელი ძალებით შეეწინაღმდეგება.

თხის რქა თავს საბავშვო ბაღის მასწავლებლად იგრძნობს, რომელმაც სამი წლის ბავშვებში რიგის დაცვა და კოორდინირებულ მსვლელობას უნდა მიაღწიოს. ოღონდ ბავშვების როლსი იქნება მის ირგვლივ ყველა ადამიანი და გარემოება. თუ თხის რქა ამ ამოცანას გაუმკლავდება, მატერიალურ მდგომარეობას გაიუმჯობესებს: უფრო მეტ ფულს მიიღებს, უფრო მეტს გამოიმუშავებს, ფულს წარმატებით დააბანდებს, ბევრ სასარგებლო და გამძლე ნივთს შეიძენს. და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან გამკლავება პირდაპირ მარტში არ მოუწევს: მარტში მხოლოდ იწყება პერიოდი, რომელიც კიდევ 2,5 წელი გაგრძელდება.

სწორედ ამიტომ, მარტში თხის რქამ მხოლოდ დათვალიერება უნდა დაიწყოს, ახალ გარემოებებს შეეგუოს, რაც მთავარია, ისეთი შეცდომა არ დაუშვას, რომლის გამოსწორებაც მომდევნო წლებში მოუწევს. რა შეცდომაზეა საუბარი? თხის რქა შორს წასვლა და ყველაფრის გაკონტროლება არ უნდა სცადოს. მან თავისი შესაძლებლობების საზღვრების დანახვა და იმ ფაქტთან შეგუება მოუწევს, რომ ცხოვრების მიმართ სერიოზული დამოკიდებულება – უნივერსალური პრინციპი არაა, არამედ ერთ-ერთი შესაძლო მიდგომა.

Advertisement
საკითხავი17 hours ago

ჩრჩილი ეკოლოგიური საშუალებებით მოიშორეთ

თავის მოვლა17 hours ago

ვაშლის ძმრის ბალზამი თმისთვის. შეუდარებელი ეფექტი!!!

ჯანმრთელობა18 hours ago

კარავაევის სამკურნალო ტუტე ნაკრები, რომელიც 24 ბალახისგან შედგება

სხვა18 hours ago

როგორ მოვახდინოთ ბალიშისა და მატრასის სწორი დეზინფექცია

ჰოროსკოპი20 hours ago

8 აპრილის სუპერ მთვარე ყველა ზოდიაქოზე მოახდენს გავლენას, განსაკუთრებით კი ამ ხუთეულზე

ჯანმრთელობა20 hours ago

იოდის რგოლი: მარტივი მეთოდი წნევის დასარეგულირებლად

თავის მოვლა1 day ago

ეს ტესტი 1 წამში გიჩვენებთ ჯანსაღი თმა გაქვთ თუ არა

ყვავილები1 day ago

ეს 9 წესი დაიცავით და თქვენი ორქიდეა მთელი წელი იყვავილებს

ჯანმრთელობა2 days ago

ღვიძლის გაწმენდა ლიმონის წვენით

ტესტები2 days ago

მთვარე, რომელსაც აირჩევთ, თქვენს ფარულ ფიქრებსა და სურვილებს გაამხელს

ჯანმრთელობა4 weeks ago

აიღეთ ბრინჯი კოვზით – დაწვით და თუ ამას დაინახავთ – მისი ჭამა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება

ჯანმრთელობა3 weeks ago

ეს ჰორმონი გახდომის საშუალებას არ გაძლევთ. აი, როგორ უნდა მოაგვაროთ პრობლემა

ჯანმრთელობა3 weeks ago

თაფლიანი წყალი: რას კურნავს და როგორ მივიღოთ

ჯანმრთელობა3 weeks ago

დაივიწყეთ ხველა, სისველე, გრიპი: ფილტვები ამ საშუალებით გაიწმინდეთ

ჯანმრთელობა4 weeks ago

ქუსლებზე იოდი წაისვით და ჯანმრთელად იყავით

ჯანმრთელობა4 weeks ago

1 მიზეზი, რატომ უნდა გააჩინოთ ბავშვი 35 წლის შემდეგ

ჯანმრთელობა3 weeks ago

კარტოფილის სამკურნალო თვისებები: ყველაზე შოკისმომგვრელი და სასარგებლო ინფორმაცია

სხვა6 days ago

ლიმონის გამოყენების გზები რომელთა შესახებ არაფერი იცოდით

ჯანმრთელობა7 days ago

კლიმაქსის პირველი სიმპტომები ქალებში

ჯანმრთელობა1 week ago

გიცდიათ ფრჩხილებზე კბილის პასტის წასმა?! აი რატომ უნდა გააკეთოთ ეს…

ტრენდული