Connect with us

ჰოროსკოპი

2019 წლის ზუსტი აღმოსავლური ჰოროსკოპი: მამალი დროა დაქორწინდეს, ხოლო ვეფხვმა გადასახადები გადაიხადოს

2019 წლის ზუსტი აღმოსავლური ჰოროსკოპი: მამალი დროა დაქორწინდეს, ხოლო ვეფხვმა გადასახადები გადაიხადოს

2019 წლის 5 თებერვალი ახალი ჩინური წლის, მასთან ერთად კი წლის მფარველის, მიწის ყვითელ ღორთან შეხვედრის დროა. როგორი ურთიერთობა ექნება წლის მფარველს აღმოსავლური ჰოროსკოპის მტაცებელი ცხოველების წარმომადგენლებთან, რას მოუტანს რომანტიულ ნიშნებს, რას უნდა ელოდნენ ზარმაცები და შრომისმოყვარეები და რას უნდა ელოდნენ ქვეშევრდომები, რომლებიც ღორის წელში არიან დაბადებულნი? ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მიწის ყვითელ ღორს აქვს მიზანი – მთელი კაცობრიობა გააბედნიეროს და წლის პატრონი ამას ნამდვილად მიაღწევს!

გაიგეთ, თუ რა მოამზადა ღორმა თითოეული ნიშნისთვის აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით. თუ გასულ წელს ღრუბლებში დავფრინავდით, ახლა მიწის ყვითელი ღორის მმართველობის დროს უფრო აქტიურ ცხოვრების წესზე უნდა გადახვიდეთ. შეისწავლე, თუ რა ელოდება შენს ნიშანს 2019 წელს აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით.

2019 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი

ვირთხა (1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996)

ვირთხა მიზანდასახული ადამიანია, ასე რომ მის დაბნევას ვერ მოახერხებთ. ყვითელი ღორი ამ შეუპოვრობით აღფრთოვანებული იქნება და მათ ბევრ შესაძლებლობას მისცემს. ამ ნიშნის წარმომადგენელმა, რომელმაც მსოფლიოს საკუთარი თავი ჯერ ვერ წარუდგინა, დროა თავისი ნიჭი გამოავლინოს. ყველა ძალისხმევას წლის მფარველი გულუხვად დააჯილდოებს.

ოჯახურ ცხოვრებაში უთანხმოება დალაგდება, ხოლო მარტოხელა ვირთხას საბედისწერო შემთხვევა ელოდება მთელი თავისი შედეგებით – სიყვარულით, ქორწინებით და ბავშვებით. თებერვალში, აპრილსა და ოქტომბერში წარმატება ვირთხის მხარეს იქნება.

ხარი (1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009)

შეუპოვარი ხარი მიიღებს იმას, რისთვისაც მთელი გასული წელი შრომობდა, აქტიური შრომა თავის ნაყოფს გამოიღებს. ღორი მათ ოჯახურ და პირად ცხოვრებაზე უფრო მეტად იზრუნებს – 2019 წელი სიყვარულით, სითბოთი და ჰარმონიით სავსე იქნება. თუ ოჯახი მხოლოდ გეგმაში გაქვთ, ღორი შესაფერის პარტნიორს აუცილებლად მოგიძებნით.

წელს საოცნებო მოგზაურობაში წასვლას მოახერხებენ, მაგრამ უმჯობესია ამ თავგადასავალში არა მარტო, არამედ ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად გადაეშვან. მარტში, მაისსა და აგვისტოში მათ ფინანსური წარმატება ელოდებათ, ხოლო ზაფხული სამსახურის და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის საუკეთესო დროა.

ვეფხვი (1938, 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010)

თუ ვეფხვმა პირობა გასცა, მისი შესრულება აუცილებლად მოუწევს – ღორს ცარიელი სიტყვების მოთმენა არ შეუძლია და ასეთ ადამიანებს სასიამოვნო ბონუსებს წაართმევს. ამ ნიშნის წარმომადგენელმა ხანგრძლივ პროექტებს უარი უნდა თქვას და უფრო ისეთი საქმით დაკავდეს, რომელიც სწრაფ შედეგს მისცემთ. ყველაფერი სასურველი ხელში ჩაუვარდებათ, მთავარია არ იზარმაცონ.

ღორი ნაყოფიერი ცხოველია, ამიტომ ვეფხვი ოჯახურ კეთილდღეობას გვერდს ვერ აუვლის. მარტოხელა ვეფხვს იღბალი გაუმართლებს, ხოლო სერიოზული ურთიერთობა დიდხანს არ დააყოვნებს. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები აპრილში, მაისსა და სექტემბერში მოხდება.

კურდღელი (1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011)

რბილი და დელიკატური ღორი რომ არ გააბრაზოს, ფეთქებად კურდღელს წლის მფარველის რჩევის მოსმენის უნარის განვითარება მოუწევს. მხოლოდ მოლაპარაკების და კომპრომისზე წასვლის უნარი დასახული მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

სამსახური, ოჯახი, გართობა – მათ იმდენი ცვლილებები ელოდებათ, რომ ყველაფერის ერთდროულად მიღებას ვერ შეძლებენ. ასტროლოგები ყველაფერზე ერთდროულად ხელის მოკიდებას არ გირჩევენ, აირჩიეთ ის, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლოს მიღებული ნაყოფით ისიამოვნოთ. ყველაზე უფრო ხელსაყრელი თვეებია – სექტემბერი, ოქტომბერი, დეკემბერი.

დრაკონი (1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012)

დრაკონი ყველა მხრიდან მაცდუნებელ შეთავაზებებს მიიღებს, მაგრამ სჯობს მათში თავით არ გადაეშვან – ბევრი პროექტის რეალიზება არ მოხდება, ასე რომ სათადარიგო გეგმაზე წინასწარ იზრუნეთ. ქორწინებაში მყოფ დრაკონს ოჯახში გამრავლება ელოდებათ.

2019 წელი საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ჯანმრთელობას მიხედოთ. ბუნებაში ხშირად ისეირნეთ და მედიტაციის საშუალებით დამშვიდება სცადეთ – მხოლოდ ასე შეძლებთ უსიამოვნების თავიდან აცილებას. ხელსაყრელი თვეები თებერვალი, მაისი და ივნისი.

გველი (1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013)

გველის და წლის მფარველის ურთიერთობა ვერ მოეწყობა – ამ ნიშნის წარმომადგენელს ურჩევნია ღორი არ გამოიწვიოს. ჩვეული რიტმით იცხოვრეთ, მაგრამ ჯანსაღი ამბიციის და ზომიერი ინიციატივის გამოვლენის არ შეგეშინდეთ. თითოეული ნაბიჯი კარგად გააზრებული უნდა იყოს.

წლის უმეტესი ნაწილი გველი ფინანსური საკითხით დაინტერესებული იქნება, მაგრამ დიდი ქონების დაგროვებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობას, გველმა სიბრძნე უნდა გაიხსენოს: უმჯობესია იყოთ მარტო, ვიდრე ნებისმიერთან.ხელსაყრელი პერიოდია მარტი, ივნისი, ივლისი, დეკემბერი.

ცხენი (1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014)

ამ ნიშნის წარმომადგენელმა 2019 წელს გაჭენებულ ცხენზე უარი უნდა თქვას და საკუთარ თავს ცოტა სიზარმაცის უფლება უნდა მისცენ – ღორი გაპატიებთ. შრომისმოყვარე ცხენი ფინანსურად დაჯილდოებული იქნება, ხოლო წელი წარმატებას მოუტანს მათ, ვინც საკუთარი საქმის გახსნას შეძლებს.

გამორიცხული არაა, რომ სამსახურის შეცვლის შემოთავაზება მიიღოთ. ცხენს პირად ცხოვრებაში ცვლილებები ელოდებათ: დაელოდეთ შეთავაზებას ან გადაწყვიტეთ, რომ მისი გული დაიპყროთ. თუ ეჭვი გაწუხებთ, ურთიერთობა წარსულში დატოვეთ. ხელსაყრელი პერიოდია აპრილი, ივლისი და დეკემბერი.

თხა (1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015)

ყველაფრის შეცნობის სურვილით თხა ხშირად რქას იმტრევს, მაგრამ წარუმატებლობა მათი ვნების ჩაცხრობას ვერ მოახერხებს, რადგან წლის მფარველი მისი მეგობარია. ღორი თხას ყველა შესაძლო სიხარულის ნაკრებს აჩუქებს. წელს თხას, რომელიც მთელი გასული წელი თავაუღებლად მუშაობდა, შესანიშნავი პერსპექტივები ელოდებათ. ისინი ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ და გარშემომყოფების პატივისცემას მოიპოვებენ.

მას რაღაც ახალ სფეროში თავის გამოვლენის, ახალი ჰობის პოვნის, კიდევ ერთი პროფესიის ათვისების ან რაღაც უჩვეულოს სწავლის სურვილი ექნება. ყველაფერი გამოვა, მხოლოდ მოისურვეთ! მარტი, სექტემბერი და ოქტომბერი – ამ პერიოდში პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებს ელოდეთ.

მაიმუნი (1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016)

2019 წლის მოვლენები მაიმუნს თავბრუს დაახვევს – ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა და საკუთარ თავზე ბევრის აღება მოუწევთ. თუმცა როგორი დაბრკოლებაც არ უნდა გამოჩნდეს, მაიმუნი ნებისმიერ ამოცანას გაუმკლავდება.

დრო და დრო მათ ეჭვი შეიპყრობთ, თუ რამდენად სწორი არჩევანი გააკეთეს, ამიტომ ასტროლოგები გირჩევთ, რჩევა ჰკითხოთ მათ, ვისაც ენდობით. გაზაფხულზე მაიმუნს ცოტა ნერვიულობა მოუწევს, რადგან ვარსკვლავები გამოცდას მოგიწყობენ. სასიამოვნო სიურპრიზები და წარმატებული მოლაპარაკებები მაისში, სექტემბერსა და ნოემბერში გელოდებათ.

მამალი (1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017)

მამალს თითქმის ყველაფრის შეცვლის სურვილი ექნება: სამსახური, გარემო სამყარო, იმიჯი. სიტყვაზე თითქმის ყველა ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებს. მამალი სამყაროს საკუთარ თავს გააცნობს და სასურველ აღიარებას მოიპოვებს. ნათესაური კავშირი დიდ მნიშვნელობას შეიძენს, ამიტომ ფინანსური წარმატება მეორე ხარისხოვანი გახდება.

მამალს მსხვილი უსიამოვნებები გვერდს აუვლის, ხოლო 2019 წელი ოჯახის შექმნის და გვარის გაგრძელებისთვის საუკეთესო პერიოდია! საკუთარი თავის ხელში აყვანა მოგიწევთ ივლისში, ოქტომბერსა და დეკემბერში – მამალს გასახსენებელი ბევრი ექნება!

ძაღლი (1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018)

2019 წელი ამ ნიშნის წარმომადგენლისთვის წარმატებული იქნება – კარიერა სწრაფად გაიზრდება, ხოლო პირადი ცხოვრება დალაგდება. ღორმა მათთვის ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი მოამზადა, ხოლო ყველაზე წარმატებული თვეები იანვარი, მარტი და აგვისტო იქნება.

დროა გასული წლის შეცდომების გამოასწოროთ და საკუთარი თავი ახალ სფეროში გამოცადოთ. მარტოხელა ძაღლს საბედისწერო შეხვედრა ელოდება და მას კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.

ღორი (1935, 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019)

საკუთარი ქვეშევრდომებისთვის მიწის ყვითელმა ღორმა მაქსიმუმ სასიამოვნო მოვლენები მოიტოვა, ასე რომ მარაგი მომავალი წლისთვისაც გეყოფათ. ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღება სამსახურის საქმეებს მიაქციოთ, ფული შეინახოთ ან ოჯახი შექმნათ.

როგორი კეთილგანწყობილიც არ უნდა იყოს ღორი, დიდხანს მოდუნება და საქმის თავის ნებაზე მიშვება არ ღირს – შეიძლება გრანდიოზული შესაძლებლობები ხელიდან გაუშვათ. გულის საქმეებში ჰარმონია და წესრიგი სუფევს, ხოლო მყარი ოჯახური წყვილი ერთობლივი საქმის დაწყებასაც შეძლებენ. ყველაზე უფრო წარმატებული თვეებია მარტი, მაისი და ნოემბერი.

თითოეულ ადამიანზე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რომელი ცხოველის ნიშნის ქვეშ არ უნდა იყოს დაბადებული, მისი ტოტემური ცხოველის დახასიათებით ამა თუ იმ სახით ინტერესდება.

აღმოსავლური ჰოროსკოპის 2019 წლის პროგნოზის მეგობრებისთვის გაზიარება არ დაგავიწყდეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.

Advertisement