Connect with us

საკითხავი

20 ფილმი, რომელიც ქალების თვითშეფასებას ამაღლებს. ამ ფილმებს ჩვენი ცხოვრების შეცვლაც კი შეუძლიათ

თავდაჯერებულობა წარმატების მთავარი გარანტიაა. თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი თავად თქვენ ხართ. თქვენ საკუთარი თავი უნდა მოგწონდეთ. თუ ბოლო დროს გრძნობთ, რომ თვითშეფასება შეგიმცირდათ, ხოლო თავდაჯერებულობა გაქრა, ეს სია სპეციალურად თქვენთვის არის შექმნილი! გთავაზობთ საუკეთესო ფილმებს, რომ თავდაჯერებულობა დაგიბრუნოთ და თქვენი ქალური მხარე გავაღვიძოთ.

სამოტივაციო ფილმები

ქალებისთვის საუკეთესო სამოტივაციო ფილმები შევარჩიეთ, რომ განწყობა აგიმაღლოთ და სიცოცხლის წყურვილი დაგიბრუნოთ.

1. “ჯანა დარკი“ (1999)

ლუკ ბესონის ეს ისტორიული დრამა ასწლიანი ომის ლეგენდარულ პიროვნებაზე ჯანა დარკზე გიამბობთ. ეს არის ქალი, რომლის ცხოვრებაც უკვე მრავალი თაობის გოგოებს მოტივაციას აძლევს. მისი სითამამე და შეუპოვრობა კარგ მაგალითს წარმოადგენს.

2. “პიანინო“ (1992)

სამი ოსკარის მფლობელი ფილმი გვიამბობს, თუ როგორი რთულია პიანისტის ცხოვრება, რომელსაც საყვარელი ინსტრუმენტი წაართვეს. სწორედ ამ ფილმში შეგიძლიათ იხილოთ კინოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სცენა. ეს არის მომენტი, როცა მთავარი გმირი ქალი სანაპიროზე მდებარე პიანინოზე უკრავს. ფილმის წარმოუდგენელი გარემო მაყურებლებს თავისი დახვეწილობით იზიდავს, ხოლო გმირების ხასიათები ადამიანის სიახლოვისა და მიჯაჭვულობის შესახებ დაგაფიქრებთ.

3. “შინაგანად მე ვცეკვავ“ (2004)

სათაურის მიუხედავად ბოლო ათწლეულის მანძილზე ემოციურად ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფილმია. ჯეიმს მაკევოის გენიალური სამსახიობო თამაში ყველაზე მკაცრ ხალხსაც კი ტირილს აიძულებს. ფილმი გასწავლით, რომ ყველაზე რთულ პერიოდშიც კი შეიძლება ბედნიერი და მშვიდი იყოთ.

4. “ჯარისკაცი ჯეინი“ (1997)

საბრძოლო დრამა, რომელიც გიჩვენებთ თუ რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ნამდვილი ქალი.

5. “თავი ღრუბლებში“ (2003)

ლამაზი მელოდრამა რეტრო სტილში, რომელიც კინოს მოყვარულებს ნამდვილ ესთეტიურ სიამოვნებას მიანიჭებს.

6. “გოგონა მილიონ დოლარად“ (2004)

ფილმი კრივის შესახებ…ქალებისთვის! მძიმე და სერიოზული ფილმი, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებთ.

7. “ეშმაკი ატარებს პრადას“ (2006)

თუ გიყვართ მოდა და უკანასკნელ ტენდენციებს თვალს ადევნებთ, ეს შესანიშნავი კომედია აუცილებლად უნდა ნახოთ. მერილ სტრიპი სამსახიობო თამაში გულის სიღრმემდე გაგაოცებთ!

8. “ჟელტმენებს ქერები ურჩევნიათ“ (1953)

უყურეთ ამ ფილმს და მერლინ მონროს თქვენი გაოცების უფლება მიეცით. მერწმუნეთ, ასეთ ფილმს ახლა აღარ იღებენ.

9. “ცხოვრება ვარდისფერ ფერებში“ (2007)

ფილმი, სადაც არის ყველაფერი. სიყვარულიც, სიხარულიც, სიცილიც და ცრემლებიც.

10. “დედოფალი“ (2005)

წარმოუდგენელი ისტორიული დრამა ძლიერი ქალის შესახებ.

11. “პუშკინი – უკანასკნელი დუელი“ (2006)

ისტორიული სერიალი რუსი პოეტის თაყვანისმცემლებისთვის.

12. “ციმბირის დალაქი“ (1998)

რუსული კლასიკა ქალისა და რუსი მენტალიტეტის მიმართ გიჟური სიყვარულის შესახებ.

13. “სარკეს ორი სახე აქვს“ (1996)

ფილმი, რომელიც გიჩვენებთ, რომ ქორწინება არა მხოლოდ ფიზიკურ ლტოლვაზე, არამედ მეგობრობასა და ურთიერთგაგებაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული.

14. “ფრიდა“ (2002)

ბიოგრაფიული ფილმი ექსტრავაგანტული მხატვრის შესახებ სალმა ჰაიეკის შესრულებით.

15. “ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ (2010)

ეს ფილმი საუკეთესო სახელმძღვანელოა, თუ როგორ გამოხვიდეთ პირადი კრიზისიდან.

16. “მგზავრი“ (2008)

სტანისლავ გოვარუჰინის ლამაზი მელოდრამა, რომელიც გიჩვენებთ რომ შემთხვევითობა შემთხვევითობა სულაც არაა.

17. “კიდევ ერთი გოგო ბოლეინის გვარიდან“ (2008)

თუ ვიქტორიანული ინგლისის ესთეტიკა მოგწონთ, ეს ფილმი სწორედ თქვენთვისაა.

18. “საფო“ (2008)

ფილმი ქალის მცდელობის შესახებ საზოგადოებას და მის დოგმებს ებრძვის.

19. “გრაფინია დე მონსორო“ (1997)

სასიყვარულო ინტრიგები ბევრი იუმორით და საინტერესო ისტორიული ფაქტებით.

20. “დალიდა“ (2005)

ფილმი იმის შესახებ, რომ მწვერვალი და დიდება ვერ დაგეხმარებათ, თუ მარტოსული ხართ. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია დახმარების გაწევა.

სამოტივაციო ფილმების სია შეგვიძლია გავაგრძელოთ. გახსოვდეთ, რომ ჭეშმარიტი თავდაჯერებულობა შიგნიდან მოდის. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.