Connect with us

ჯანმრთელობა

20 ნიშანი, რომ თქვენ სხეულს კონკრეტული ვიტამინები მწვავედ აკლია

20 ნიშანი, რომ თქვენ სხეულს კონკრეტული ვიტამინები მწვავედ აკლია

თავს ცუდად გრძნობთ, მუდმივად დაღლილი ხართ და ნელა აზროვნებთ? ექიმები ირწმუნებიან, რომ თქვენ ვიტამინები გაკლიათ.

დაბალანსებული დიეტა დაიცავით, რომელიც შესანიშნავი განწყობისთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებებით სავსე იქნება.

თუ ორგანიზმს რომელიმე ვიტამინი აკლია, სხეული ამას უსიამოვნო ნიშნებით შეგატყობინებთ.

1.დასუსტებული ფრჩხილები და თმა

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი – B7 ვიტამინის ნაკლებობა. ხშირად განსაზღვრული მედიკამენტის ხშირი მოხმარებით არის გამოწვეული.

2.პირის კუთხეში ბზარები

ეს რკინის და B1 და B2 ვიტამინების ნაკლებობით არის გამოწვეული. რაციონში ბევრი მწვანე ბოსტნეული და ფრინველის ხორცი დაამატეთ.

3.ღრძილების სისხლდენა

ღრძილებთან დაკავშირებული პრობლემა C ვიტამინის ნაკლებობით არის გამოწვეული. ახლა ამ ვიტამინის შევსების საუკეთესო დროა – ბევრი ციტრუსი მიირთვით.

4.ცუდი მხედველობა

A ვიტამინის ნაკლებობა ე.წ. ქათმის სიბრმავეს იწვვს, როცა ადამიანი ღამე ცუდად ხედავს, თევზის ცხიმი და ღვიძლი ხშირად მოიხმარეთ.

5.ქერტლი

B2, B3 და B6 ვიტამინების ნაკლებობამ შეიძლება ქერტლი გამოიწვიოს.

6.თმის ცვენა

B3 და B7 ვიტამინები თმის ზრდისთვის აუცილებელია. ამ ვიტამინების ნაკლებობამ შეიძლება თმის ცვენა და მტვრევა გამოიწვიოს.

7.ფოლიკულური კერატოზი

მდგომარეობა, როცა კანზე წითელი ან თეთრი მცირე ზომის მუწუკები ჩნდება. A და C ვიტამინების ნაკლებობა მდგომარეობას აუარესებს, ამიტომ რაციონში ბევრი კვერცხი, თევზი, ყვითელი ფერის ხილი და ბოსტნეული ჩართეთ.

8.მშფოთვარე ფეხის სინდრომი

ფეხებში უცნაური გრძნობის გამო დიდხანს დაძინებას ვერ ახერხებთ – თქვენ C ვიტამინის ნაკლებობა გაწუხებთ.

9.მაღალი არტერიული წნევა

მაღალი არტერიული წნევა შეიძლება D ვიტამინის ნაკლებობით იყოს გამოწვეული. D ვიტამინის წყაროს წარმოადგენს ორაგული, თუნისი, ძროხის ღვიძლი და კვერცხის გული.

10.დაბალი არტერიული წნევა

B12 ვიტამინის ნაკლებობა დაბალ წნევას იწვევს. ძროხის ხორცის, რძის და კვერცხის მოხმარება გაზარდეთ.

11.გადაჭარბებული ოფლდენა

ძლიერი ოფლდენა შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ თქვენი სხეული D ვიტამინს მოითხოვს. ყველაზე უჩვეულო ამოცანებმაც კი, როგორიც არის კომპიუტერთან ჯდომა, შეიძლება შუბლზე ოფლის გამოყოფა გამოიწვიოს.

12.დაღლილობა

დღის განმავლობაში გადაჭარბებული ძილიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ღამე 8 საათზე მეტხანს გძინავთ, შეიძლება B12 ვიტამინის ნაკლებობით იყოს გამოწვეული.

13.სუსტი ძვლები

ორგანიზმი კუნთოვანი მასის განვითარებას დაახლოებით 30 წელში წყვეტს, ამიტომ კალციუმის და საჭირო ვიტამინების მიღება აუცილებელია, რომ ძვლების გაძლიერებას ხელი შეუწყოთ.

14.დეპრესია

D ვიტამინი კარგ განწყობაზე არის პასუხისმგებელი. ვიტამინის არასაკმარისი დონის შემთხვევაში წვრილმანებმაც კი შეიძლება გაგაღიზიანოთ.

15.კუნთოვანი მასის შემცირება

D ვიტამინი კუნთოვანი ტონუსის შენარჩუნებაში დიდ როლს თამაშობს. თუ ვიტამინის ნაკლებობას განიცდით – კიბეზე ასვლაც კი რთული გახდება.

16.სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჩხვლეტა

ვიტამინების დეფიციტი ჟანგბადის რაოდენობის შემცირებას იწვევს. ამის გამო ჩხვლეტის უცნაური გრძნობა ჩნდება.

17.გულმავიწყობა

თუ ოდესმე მაცივარში გასაღები შეინახეთ ან საკუთარი შვილის ან ნათესავის სახელი დაგავიწყდათ, ამის მიზეზი შეიძლება B12 ვიტამინის ნაკლებობა იყოს.

18.თავბრუსხვევა

თავბრუსხვევა ვიტამინების დეფიციტის გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს.

19.ფერმკრთალი კანი

B12 ვიტამინის დეფიციტი ასევე კანის ფერს ცვლის. სისხლის უჯრედები ირღვევა, რაც კანს მოყვითალო ფერს ანიჭებს.

20.გლუვი, წითელი ფერის ენა

ეს B12 ვიტამინის დეფიციტის ნიშანია. ეცადეთ რაც შეიძლება მეტი ძროხის ხორცი, თინუსი და მწვანე ბოსტნეული მიიღოთ.

საჭირო ვიტამინებს ზამთრის პერიოდში როგორ ღებულობთ? ვიტამინებს დანამატების სახით ღებულობთ, თუ უფრო მეტი ბოსტნეულის და ხილის მირთმევას ცდილობთ?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement