Connect with us

ფოტო

20 გენიალური იდეა ძველი საბურავების გამოსაყენებლად

ჩვენს დროში ნივთების მეორეული გამოყენებით ვერავის გააკვირვებთ. ადამიანებმა გავიაზრეთ, თუ რამდენად ვაზიანებთ ჩვენს პლანეტას ყოველდღე. ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების მონაცემებით, ოკეანეში 5.25 ტრლნ ტონა პლასტმასის ნარჩენი დაცურავს. მათგან 269 000 ტონა წყლის ზედაპირზეა მოქცეული, რაც საფრთხეს უქმნის წყლის არსებების სიცოცხლეს.

ამიტომ გახდა შეგნებული მოქალაქეებისთვის ნივთების მეორეული გამოყენება ასე მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი არაა! ადამიანებმა ისიც გავიაზრეთ, რომ ნივთებისთვის საკუთარი ცხოვრებით უხდებათ საფასურის გადახდა, და მზად ვართ ფულის დასაზოგავად ისე, რომ პლანეტის უსაფრთხოება შევინარჩუნოთ.

გარემოს დაცვის მსოფლიო სააგენტომ და რეზინის მწარმოებელთა ასოციაციამ გამოთვალეს, რომ მხოლოდ აშშ-ში ყოველწლიურად უტილიზდება 290 მლნ საბურავი. თუმცა, კარგი ამბავიც გვაქვს: მათგან 80%-ზე მეტი ხელმეორედ გამოიყენება. წარმოგიდგენთ 20 იდეას იმისათვის, რომ გამოყენებულ საბურავებს ახალი სიცოცხლე მიანიჭოთ.

1. მოდური პუფი

უამრავი ვიდეო-გაკვეთილი არსებობს საბურავების ასე გადაკეთებისთვის. ამ ფოტოზე ასახული პუფი ეკლექტიკური სტილისაა, თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტში სასურველ სტილში გადაკეთებული საბურავი იპოვოთ.

2. სარკის ჩარჩო

თუ გინდათ, რომ სარკე მიმზიდველი იყოს ყოველმზრივ, აქციეთ საბურავი მის ჩარჩოდ. შეგიძლიათ, სხვადასხვა ყვავილი და ნახაზები სცადოთ.

3. ყვავილების ვაზონი

რადგანაც საბურავი გამძლე და წყალგაუმტარია, მისგან შესანიშნავი საყვავილე გამოვა.

4. ხელნაკეთი მაგიდა

ადამიანები, რომლებსაც ხელსაქმე და ძველი ნივთების ხელახლა გამოყენება მოსწონთ, საბურავებს ავეჯის სახით იყენებენ. მასალა ძალიან გამძლეა და შეგიძლიათ იგი ნებისმიერ ავეჯად აქციოთ.

5. კლასიკური საქანელა

გამოიყენეთ საბურავები საქანელას დასამზადებლად. იგი ჩვეულებრივზე უფრო კომფორტული იქნება.

6. ფერადი “ჰამაკი”

თუ ისეთ ჰამაკს ეძებთ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გაგიძლებთ, საბურავი შესანიშნავი მასალაა. იგი არ იშლება დასველებისას და არსებობს მისი შეღებვის ასობით გზა.

7. ბაღის მოცურების საწინააღმდეგო კიბეები

თუ ოდესმე ბეტონის კიბეზე დაცემულხართ, გეცოდინებათ, რამდენად მტკივნეულია ეს. გამოიყენეთ ძველი საბურავები მყარი და უსაფრთხო გარე კიბეების დასამზადებლად.

8. მოდური სავარძელი

ძველ საბურავს ახალ ავეჯად სრულიად უპრობლემოდ აქცევთ.

9. საბავშვო ქვიშის მოედანი

ქვიშის მოედნის ყიდვის ნაცვლად, დაამზადეთ იგი დამოუკიდებლად. თქვენს ბავშვებს ეს აუცილებლად მოეწონებათ.

10. კრეატიული საქოლგე

თუ წვიმიან რეგიონში ცხოვრობთ, ალბათ, ბევრი ქოლგაც გექნებათ. საბურავის საქოლგედ გადაკეთება კრეატიული, მარტივი და ყურადღების მიმპყრობი იდეაა.

11. დიდი ზომის საქანელა

თუ ცოტაოდენ ძალისხმევას გაიმეტებთ, ასეთ უნიკალურ საქანელას დაამზადებთ.

12. ლამაზი გარე ტაბურეტები

ეს კიდევ ერთი საშუალებაა, აქციოთ საბურავი ავეჯად. იგი იდეალურია ბაღის ან შიდა ეზოსთვის.

13. სტიმპანკური საბვუფერი

გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა, ძველი საბურავის საბვუფერად გარდაქმნა შეგიძლიათ.

14. შადრევანი

უამრავი გზა არსებობს თქვენი ბაღის პერსონალიზებისთვის. შადრევანიც არ უნდა დავივიწყოთ.

15. ძელის ბლინები

ალბათ, იცით, რა ღირს სპორტული დარბაზის აღჭურვილობა – ძალიან ძვირი! თუმცა, ძელს თქვენ თვითონაც გააკეთებთ საბურავების გამოყენებით.

16. მოცურების საწინააღმდეგო გარე კიბე

თუ კიბე გლუვი ხის ან სხვა მსგავსი მასალისგანაა დამზადებული, იგი მალევე იქცევა საშიშ ადგილად. შეამცირეთ მოცურების რისკი რეზინის ხალიჩის გამოყენებით.

17. საცოცი კედელი

18. ველოსიპედის პარკინგი

ასეთი მარტივი სადგამისთვის არავითარი ძალისხმევა არ გჭირდებათ. უბრალოდ ჩაფალით საბურავები ღრმად მიწაში.

19. დროებითი მოქნილი სახურავი

თუ პროფესიონალ გადამხურავს იცნობთ, ალბათ. საგანგებო სიტუაციაში მისი მომსახურება დაგჭირდებათ. თუმცა, უკიდურეს შემთხვევაში, ეს შესანიშნავი საშუალებაა სახურავის დასაცავად, სანამ დახმარებას არ მიიღებთ.

20. ბაღის შლანგის ჭურჭელი

შლანგი უსიამოვნოდ გამოიყურება, როცა უბრალოდ გდია ნებისმიერ ადგილას. საბურავი მისთვის შესანიშნავი სათავსო იქნება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.