Connect with us

ჯანმრთელობა

2 მცენარე, რომლებიც ქალის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია

ასაკთან ერთად ქალებს ორგანიზმის და ჰორმონალური ფონის დარღვევები აწუხებთ. მძიმე ან განმეორებითი მშობიარობა, სიმძიმეების აწევა, გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტის უგულებელყოფა 35-40 წლის შემდეგ ყოველ მეორე ქალში ისეთ დარღვევებს იწვევს, როგორიცაა:

  • დაწეული საშვილოსნო და/ან საშო; გამონადენი;
  • ენდომეტრიოზი, ფიბრომა, ფიბრომიომა;
  • მძიმე მენოპაუზა;
  • მასტოპათია და ა.შ.

ყველა ეს დაავადება ექიმთან უნდა იმკურნალოთ, მაგრამ სპეციალისტები დამატებით ე.წ. „ქალურ ბალახებს“ – ორტილია და წითელი ჯაგრისი (როდიოლა) ნიშნავენ.

ზემოთ მოცემული პრობლემის მქონე ქალებს ხალხური მედიცინის რეცეპტებს გთავაზობთ.

როდიოლას ნაყენი სპირტზე

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ბევრი ქალური დაავადება, როგორიცაა მიომა, ფიბრომა და მასტოპათია, ხშირად ორგანიზმში ჰორმონალური ფონის დარღვევით არის გამოწვეული.

როდიოლაში შემავალი აქტიური ნივთიერებები ჰორმონების დარეგულირების უნარს ფლობენ. სწორედ ამიტომ, მისი გამოყენება გინეკოლოგიაში ქალის სასქესო ორგანოებზე დადებით გავლენას ახდენს.

რას კურნავს ციმბირული ჯენშენი? ის თვიურის დასარეგულირებლად და კლიმაქსის არასასურველი შედეგების შესამცირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. აქრობს ისეთ ნიშნებს, როგორიცაა წნევის ცვლილება, თავის ტკივილი, ნევროზი და უძილობა.

წითელი ჯაგრისის მთავარი სასარგებლო თვისებები:

  • ენდოკრინული სისტემის ფუნქციის გაუმჯობესება;
  • ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
  • ბაქტერიოციდული თვისება;
  • ჰორმონალური ფონის დარეგულირება;
  • იმუნომასტიმულირებელი;

ჰორმონალური ფონის დარეგულირების წყალობით როდიოლას უნაყოფობის განკურნება შეუძლია.

30 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე უნდა მიიღოთ. მენსტრუაციის დაწყებისას, მისი მიღება შეწყვიტეთ და ციკლის დასრულებიდან 4 დღის შემდეგ გააგრძელეთ.

მენსტრუაციული ციკლის დარღვევა ან თვიურის საერთოდ არ არსებობა

ასეთ რეცეპტს გირჩევთ: 50 გრ როდიოლას ბალახს (აფთიაქში იყიდება) 0,5 ლ არაყი დაასხით, ბნელ ადგილას 7 დღით გააჩერეთ და ყოველდღე შეანჯღრიეთ. 1 ს/კ ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში 3-ჯერ მიიღეთ.

საშვილოსნოს ფიბრომიომა

100 გრ ორტილიას ბალახს 1 ლ ხარისხიანი არაყი დაასხით. 3 კვირა დააყენეთ და გაფილტრეთ. 10 წვეთი დღეში 100 მლ წყალში გახსენით და 3-ჯერ დღეში მიიღეთ.

ფიბრომიომას საწინააღმდეგოდ როდიოლას გამოყენება რეკომენდებულია.

მისი ნაყენი ასე მზადდება: 1 ლ არაყში 100 გრ წითელი ჯაგრისის ფესვები მოათავსეთ და ბნელ, გრილ ადგილას 3 კვირა დააყენეთ. ნაყენი წვეთებით მიიღეთ – 5 წვეთი ნახევარ ჭიქა წყალში გახსენით და დილა-საღამოს ჭამამდე დალიეთ.

ხანგრძლივობა – 3-დან 5 თვემდე, ტკივილის შეგრძნების მიხედვით.

ქალური ანთება

გირჩევთ ნაყენი მოამზადოთ ისეთი ბალახებისგან, როგორიცაა დიდბაია, ორტილია, ლურჯი სანთლები და წითელი ჯაგრისი (როდიოლა). ეს ბალახები არა მხოლოდ ანთებას სწრაფად აქრობს, არამედ ორგანიზმში ჰორმონალურ ფონს არეგულირებს.

ასევე, აუცილებლად კონიოს ტამპონები და კალენდულას და გვირილას ნაყენებით სავლები გააკეთეთ. ტამპონისთვის მალამო ასე კეთდება: კონიოს მცენარე მთლიანად დააქუცმაცეთ და ქაცვის ზეთი დაასხით. ქილა გრილ, ბნელ ადგილას 10 დღით დადგით, არევა არ დაგავიწყდეთ.

მალამოს გამოსაყენებლად მარლის ტამპონი აიღეთ, მალამოში გაჟღინთეთ და საღამოს 1 საათით საშოში გაიჩერეთ. პროცედურა 1 კვირის განმავლობაში გაიმეორეთ. მალე ანთება გაქრება, მაგრამ ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ისეთი გინეკოლოგიური დაავადების დროს, როგორიცაა საშვილოსნოს ფიბრიმიომა, საშვილოსნოს სისხლდენა, ტოქსიკოზი, მენსტრუაციული ციკლის დარღვევა

ასეთ დროს რეკომენდებულია ორტილიას ნაყენის გამოყენება. კონცენტრაცია ექიმის რეკომენდაციით განისაზღვრება.

30-40 წვეთი 3-5 ს/კ ადუღებულ წყალთან ერთად დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე მიიღეთ. მკურნალობის კურსი – 3 კვირიდან რამდენიმე თვემდე, დაავადების სირთულის მიხედვით.

საშვილოსნოს მიომას მკურნალობის დროს სხვა სამკურნალო საშუალებასთან ერთად შეგიძლიათ ბალახების ნაკრების ნაყენი მიიღოთ.

მის მოსამზადებლად თანაბარი პროპორციით აიღეთ ორდილია, წყალნაწყენი, ქაფურა, აბზინდა, ჩვეულებრივი მატიტელა, პიტნა და ფარსმანდუკი, წყლის მარწვა-ბალახის ნებისმიერი ნაწილი, არყის ფოთლები, ჭინჭარი, ვარდი და წითელი ჯაგრისის ფესვები.

ყველაფერი დააქუცმაცეთ, აურიეთ და 2 ს/კ ნაკრები თერმოსში ჩაყარეთ.

შემდეგ 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 12 საათით დააყენეთ. მზა ნაყენი გადაწურეთ და 3 ს/კ დღეში 4-ჯერ, სასურველია ჭამამდე დალიეთ. მკურნალობის კურსი – 2-3 თვე.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.