Connect with us

საკითხავი

1997 წელს ამ ქალმა 7 ბავშვი გააჩინა და ქმარმა იმ წამსვე მიატოვა. ასე გამოიყურებიან ისინი დღეს

კენისა და ბობი მაკკოგის ოჯახში გოგონას გაჩენის შემდეგ წყვილი მეორე ბავშვის გაჩენაზე დაფიქრდა. კენი დაფეხმძიმებას ვერ ახერხებდა და მათ ინ ვიტრო განაყოფიერებას მიმართეს. ქალს ერთდროულად შვიდი ემბრიონი ჩაუნერგეს და ყველა გადარჩა!

კენიმ ბავშვები 1997 წელს გააჩინა და ეს ნამდვილი სასწაული იყო! პატარები დაბადებისას მაქსიმუმ 1,5 კგ-ს იწონიდნენ, ხოლო ორ მათგნას ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. მართალია, მოგვიანებით ჩატარებული ოპერაციების შედეგად ბავშვებმა ფეხზე დადგომა და გავლა შეძლეს.

ამ ოჯახის შესახებ მთელი მასმედია ლაპარაკობდა და მათ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ. ბობი მაკკოგიმ მრავალშვილიანი მამის მოვალეობებს ვერ გაუძლო და ოჯახი მიატოვა. კენი პატარებით ხელში მარტო დარჩა და დამხმარე არავინ ჰყავდა.

მის ოჯახს საზოგადოება და იმ დროინდელი პრეზიდენტი ბილ კლინტონი დიდი ყურადღებით მოეკიდა. კენს სხვადასხვა საქველმოქმედო კომპანიები და კერძო ფონდები, ყველაზე ჩვეულებრივი ადამიანები ეხმარებოდნენ.

მრავალშვილიან ოჯახს უზარმაზარი სახლი აჩუქეს და უფასო კვებით უზრუნველყეს. რამდენიმე უნივერსიტეტმა ბავშვებს უფასოდ სწავლება შესთავაზა, როგორც კი ისინი სკოლას დაამთავრებდნენ.

და აი, 21 წლის შემდეგ შეგვიძლია ვნახოთ, თუ ახლა როგორ გამოიყურება შვიდეული.

1. ნატალი როცა დაიბადა (მარცხნივ) და უკვე გამოსაშვებ საღამოზე (მარჯვნივ). გოგონა დაბალი კლასების მასწავლებლობაზე ოცნებობს. ნატალი თავისი გამოშვების ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ ითვლება.

2. ეს ბრენდონია, მას ჯარში მსახურობა სურს.

3. ქესლი დაბადებისას მხოლოდ 907 გრამს იწონიდა. გიჟდება სიმღერაზე და სურს მომღერალი გახდეს. ქესლი სკოლის გუნდში სიამოვნებით მღერის.

4. კენი დე მოინის სახელმწიფო კოლეჯის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტია. ის ბავშვობიდან მშენებლობაზე ოცნებობს.

5. ალექსისი, რომელიც ცერემბლარული დამბლით დაიბადა, მასწავლებლობაზე ოცნებობს. სიარულისთვის სპეციალურ მოწყობილობას იყენებს, მაგრამ ამის მიუხედავად, საშუალო სკოლის გულშემატკივრების გუნდის მეორე კაპიტანია.

6. ნატანიც ცერემბლარული დამბლით დაიბადა, ბიჭს სურს მეცნიერებით დაკავდეს. ნატანი განიბალ-ლაგრანჯის უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლობს.

7. ჯოელი, რომელიც ბოლო დაიბადა, კოლეჯში ინფორმატიკის შესწავლას აპირებს და მან განიბალ-ლაგრანჯის უნივერსიტეტში უკვე ჩააბარა.

მას შემდეგ, რაც ყველა ბავშვმა მშობლიური სახლი მიატოვა, კენი თავს მარტოსულად გრძნობს. კენი მიეჩვია, რომ სახლში ყოველთვის ხმაური იყო.

კენი ბავშვებით ძალიან ამაყობს, რომლებიც მომავალში მასწავლებლები, მომღერლები, მშენებლები გახდებიან. კენი უკვე შვილიშვილების ზრუნვაზე ოცნებობს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.