Connect with us

ჰოროსკოპი

18 სექტემბრიდან – ჯადოსნური თვე, რომელიც 3 წელიწადში ერთხელ ხდება

18 სექტემბრიდან ჯადოსნური პერიოდი დაიწყება, მას „პურუშოტამა“ ეწოდება. პურუშოტამა ამრავლებს და ზრდის იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ამ პერიოდში უარყოფითი კარმა არ მუშავდება. ჯადოსნური პერიოდი 16 ოქტომბრამდე გრძელდება. ამ დროს კარმა იქმნება, ანუ რასაც ამ პერიოდში გააკეთებთ, ძლიერ გავლენას იქონიებს იმაზე, თუ როგორ წარიმართება თქვენი ცხოვრება.

როგორ შევქმნათ კარგი კარმა?

ძალიან მარტივად! ამისთვის კარგი საქმე გააკეთეთ. ქველმოქმედებით დაკავდით, მავნე ჩვევებზე უარი თქვით და ახალი, სასარგებლო ჩვევები შეიძინეთ.

28 დღე გვეძლევა იმისთვის, რომ ჩვენს ცხოვრებაში სიკეთის და პოზიტივის მარცვალი დავთესოთ.

  • თუ დიდი ხანია ვარჯიშის დაწყება გსურთ – ახლა ამის დროა!
  • თუ დიდი ხანია მოწევისთვის თავის დანებება გსურთ – ახლა ამის დროა!
  • თუ გეგმაში სწავლა და ახალი უნარების ათვისება გაქვთ – ეს ყველაზე იდეალური მომენტია!
  • თუ დიდი ხანია რაღაც ახლის დაწყება გსურთ – დაიწყეთ. საქმის დასაწყებად იდეალური დროა!
  • ყველაფერი, რაც პირად ცხოვრებას ეხება – ყველაფერს მწვანე შუქი!

რისი გაკეთება არ არის რეკომენდებული?

ამ პერიოდში ნეგატიურ საქმედ ითვლება საკუთარ თავში ჩაღრმავება. არ ღირს ბავშვის ჩასახვა, ხელსაყრელი არაა დაოჯახება, ბინის ან სახლის შეძენა. ახალ ადგილას გადასვლა, სასამართლო პროცესების დაწყება, სიბრაზის და ნეგატივის წახალისება, ხალხთან ჩხუბი, ურთიერთობის გარკვევა.

რა თქმა უნდა, შესაძლოა, კითხულობთ და ფიქრობთ, რომ ეს სისულელეა და საერთოდ როგორ მუშაობს?

ის მუშაობს იმის მიუხედავად, გჯერათ თუ არა. მაშინაც კი, თუ სასწაულების და ჯადოქრობის არ გჯერათ, ნებისმიერი ძალისხმევა, რომელსაც ამ თვეში თვითსრულყოფილებისა და თვითგანვითარებისთვის გაიღებთ. თავის ნაყოფს გამოიღებს.

ასე რომ გწამდეთ, მტკიცებულებები საჭირო არაა. მათთვის, ვისაც არ წამს, მტკიცებულებები არ არსებობს.

თუ ეს პოსტი 18 სექტემბრამდე წაიკითხეთ, ეს ნიშნად ჩათვალეთ. დაფიქრდით, რა სიკეთე და კარგი საქმე აკლია თქვენს ცხოვრებას? რა გიშლით ხელს? რისგან გსურთ გაქცევა, რისი შემოტანა გსურთ ცხოვრებაში?

მაშინაც კი, თუ ახლა ამ კითხვაზე პასუხი არ იცით, მენდეთ, ამ ჯადოსნური პერიოდის დაწყებისას პასუხს ნამდვილად მიიღებთ.