Connect with us

ჯანმრთელობა

17 რეცეპტი საკვები სოდით

საკვები სოდა ძალიან ბევრი დაავადებისგან კურნავს

სოდა ძალიან ცნობილი პროდუქტია, რომელსაც ყველა სამზარეულოში აღმოაჩენთ. მისი დადებითი თვისებების უმეტესობა დიდი ხნის მანძილზე გაუხსნელი რჩებოდა. ამ სტატიაში ჩვენ, მის სამკურნალო თვისებებზე მოგითხრობთ.

1. რძეში გახსნილი სოდის გემო ბავშვობიდან ყველას გვახსოვს, ხველის შესარბილებლად ის დღემდე საუკეთესო საშუალებად რჩება, ის ნახველსაც ათხელებს. ექიმები გვირჩევენ 1 ჩაის კოვზი სოდა მდუღარე რძეში გავხსნათ და ღამით დავლიოთ.

2. მათ ვისაც რძის აუტანლობა სჭირთ, შეუძლიათ სოდიანი ხსნარის ინჰალაცია ჩაიტარონ – სუფრის კოვზი 1 ლიტრ მდუღარე წყალში.

3. ყელის ტკივილს სოდიანი წყლის ხსნარზე უკეთ არაფერი შველის – ორი ჩაის კოვზი სოდა გახსენით თბილ წყალში. გამოივლეთ დღეში 5-6-ჯერ. სოდა ატენიანებს ლორწოვან გარსს და ამცირებს ტკივილს.

4. სურდოსთან გამკლავებაში სოდიანი ხსნარის ჩაწვეთება დაგეხმარებათ. ხოლო ძლიერი სურდოს დროს, კარგია გამორეცხვების გაკეთება – ჩაიწვეთეთ რამდენიმე პიპეტი ხსნარი და რამდენიმე წუთში გამოისუფთავეთ ცხვირი. პროცედურა დღეში 2-3- ჯერ გაიმეორეთ.

5. კონიუქტივიტის დროს თვალების სოდიანი წყლით მრავალჯერადი გამორეცხვა დაგეხმარებათ.

6. სოდა დაგეხმარებათ მაღალი მჟავიანობის დროს. თუმცა მის ხშირ გამოყენებას შეიძლება სერიოზული უკუჩვენები მოყვეს. ის მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენეთ, თუ ხელთ სხვა წამლები არ გაქვთ!

7. სოდა ძველი დროიდან ანტი არითმიულ საშუალებად გამოიყენება. მოულოდნელი გულისცემის შეტევა შეგიძლიათ ნახევარი ჩაის კოვზი სოდის მირთმევით შეაჩეროთ.

8. სოდა ჰიპერტონიასაც შველის: მარილისა და სითხის გამოდევნის გაძლიერების წყალობით ის არტერიულ წნევას დაბლა წევს. ნახევარი ჩაის კოვზი სოდის წამლებთან ერთად მიღება, მათ დოზებს საგრძნობლად შეგამცირებინებთ!

9. სოდა ძალიან ეფექტურია ტრანსპორტის აუტანლობისას. მთავარია გზაში სოდის წაღება არ დაგავიწყდეთ.

10. თუ ვინმე მჟავით დაიწვება – მისი ნეიტრალიზება სოდიანი ხსნარით მომენტალურად შეიძლება.

11. სოდა პირველადი დახმარების საშუალებაა მძიმე ტრამვების, სისხლის დაკარგვის, გულისრევისა და კუწის აშლისას, ხანგრძლივი ცხელებისას. დაკარგული სითხის აღსადგენად უბრალოდ გახსენით სოდა სითხეში, რეცეპტი მარტივია: ნახევარი ჩაის კოვზი სოდა და ჩაის კოვზი მარილი გახსენით ერთ ლიტრ თბილ გადადუღებულ წყალში. მიირთვით 1 სუფრის კოვზი, ყოველ 5 წუთში.

12. თითის ჩირქოვანი ანთებისას მკურნალო მაშინვე დაიწყეთ, როგორც კი პულსირებული ტკივილი დაგეწყებათ. გააკეთეთ ხსნარი: ორი სუფრის კოვზი სოდა ნახევარ ლიტრ ცხელ წყალზე. ჩაყავით ხსნარში თითი და გააჩერეთ 20 წუთი. ეს პროცედურა დრეში სამჯერ გაიმეორეთ და ანთება და ჩირქი აუცილებლად გაიწოვება.

13. პირის ღრუში სოდიანი წყლის გამოვლება კბილის ტკივილს მოგიხსნით. მოამზადეთ ცხელი სოდიანი ხსნარი და პირში დღეში 5-6-ჯერ გამოივლეთ. ზოგჯერ ეს ქირურგიული მკიურნალობისგანაც გიხსნით.

14. სოდას მათეთრებელი კბილის პასტის ჩანაცვლებაც შეუძლია. მასში ბამბა ამოავლეთ, გაიწმინდეთ კბილები სანამ ყვიტელი ნადები არ მოგცილდებათ. შედეგი ერტი წმენდის შემდეგაც კი ცანს.

15. სოდა ანადგურებს იმ ბაქტერიებს რომლებიც ოფლის საშინელ სუნს იწვევს. ამიტომ ზაფხულში დილაობით იღლიები სოდიან წყალში დასველებული ბამბით გაიწმინდეთ – სუნი მთელი დღე არ გექნებათ.

16. სოდიანი ხსნარი მწერების ნაკბენის გართულებისგან დაგიცავთ. თუ დღეში რამდენჯერმე სოდიანი ხსნარით მწერის ნაკბენს დაიმუშავებთ – წვა და ქავილი გაქრება. გარდა ამისა, სოდა მიკრობების ჭრილობაში მოხვედრას უშლის ხელს.

17. სამუშაო დღის შემდეგ დაღლილობას ფეხებიდან სოდიანი წყლის აბაზანები მოგიხსნით: ხუთი სუფრის კოვზი ათ ლიტრ თბილ წყალზე. 15 წუთი – და დილამდე ცეკვასაც შეძლებთ.