Connect with us

ჯანმრთელობა

17 კგ მარტივად დავიკელი და არ ვჩერდები, ჩემი მიზანია კიდევ მინუს 7 კგ

17 კგ მარტივად დავიკელი და არ ვჩერდები, ჩემი მიზანია კიდევ მინუს 7 კგ

გასახდომი დიეტების უმეტესობა კვების მკაცრ შეზღუდვაზე არის აწყობილი. ისინი რამდენიმე კილოგრამის დაკლებაში გვეხმარება, რომლებიც შემდეგ უკან გვიბრუნდება. როგორ მივაღწიოთ ხანგრძლივ შედეგს, სწორად დავაბალანსოთ რაციონი და ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ?

დიდი ხნის განმავლობაში ამ საკითხს ექიმი უსამა ჰამდი სწავლობდა. მან შეიმუშავა სპეციალური კვების გეგმა დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, რომელთა სიმსუქნე აწუხებდათ. ძალიან მალე ამ მეთოდმა ჯანმრთელ ადამიანებში პოპულარულობა მოიპოვა, რადგან მათ კომფორტულად წონაში დაკლება და გამოფიტვის გამო ტანჯვა არ სურდათ.

დღეს ზედმეტი კილოგრამების მოშორების ამ მეთოდის შესახებ დეტალურად გიამბობთ. ამ დიეტას ქიმიურს უწოდებენ, რადგან კვების ახალი რაციონი ორგანიზმში ქიმიურ პროცესს ცვლის და ნივთიერებათა ცვლის პროცესს არეგულირებს.

ქიმიური დიეტა

ზედმეტი წონის დაკლებას კალორიების შემცირების ხარჯზე არ მოახერხებთ. რაციონი ცილოვან საკვებს მოიცავს, ხოლო ნახშირწყლების რაოდენობა შემცირებული არია, ამიტომ ორგანიზმს მისაღები ენერგიის წყარო არ რჩება. სხეული მეტაბოლიზმის გადაწყობას ახდენს და დაგროვებული ცხიმის დაწვას იწყებს, ხოლო კუნთოვანი მასა ხელშეუხებელი რჩება. თუ ამ ყველაფერს ფიზიკურ ვარჯიშს დაუმატებთ, კუნთოვანი მასა გაძლიერდება და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ!

დიეტის განსაკუთრებულობა

1.ქიმიური დიეტა 4 კვირაზე არის გათვლილი. ამის შემდეგ პირველი და მეოთხე კვირის მენიუს გამეორება შეგიძლიათ.

2.კვების რაციონი ისეთივეა, როგორც ექიმის რჩევა. მხოლოდ წესების მკაცრი დაცვა შედეგს მოგიტანთ. პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ დიეტის შესრულება ძალიან მარტივია!

3.დალიეთ ბევრი წყალი – დღეში მინიმუმ 1.5 ლ. ჩაი და ყავა შეიძლება, მაგრამ შაქრის გარეშე, რძე ან ნაღები.

4.თუ საკვების პორცია მითითებული არაა, მიირთვით იმდენი, რამდენიც გსურთ, მაგრამ ძალიან ბევრიც არ მოგივიდეთ.

5.თუ დაუოკებელ შიმშილის გრძნობას განიცდით, 1 მსხალი, პომიდორი ან სტაფილო შეჭამეთ, მაგრამ მხოლოდ ბოლო საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

6.ბოსტნეული მარილის და ზეთის გარეშე მოხარშეთ. კარტოფილი აკრძალულია.

7.ხელოვნური დამატკბობელი არ გამოიყენოთ.

8.ხილის არჩევის დროს ბანანი, ყურძენი, მანგო და ფინიკი გამორიცხეთ. დაე ეს იყოს ვაშლი, ციტრუსი, ქლიავი, კივი.

9.დილით ტუალეტში გასვლის შემდეგ ყოველდღიურად აიწონეთ, ხოლო სხეულის პარამეტრები (სანტიმეტრებში) კვირაში ერთხელ.

10.თუ დიეტა რაღაც მიზეზით შეწყვიტეთ. ყველაფერი სულ თავიდან დაიწყეთ და არა იმ ადგილიდან, სადაც გაჩერდით.

ამ დიეტაში ბოლო კერძის მიღება დაძინებამდე ორი საათით ადრე არის ნებადართული. საუზმე ყველასთვის ერთნაირია – 1-2 კვერცხი  და ნახევარი გრეიფრუტი ან ფორთოხალი.

პირველი კვირის მენიუ

სადილი

ორშაბათი: ნებისმიერი ხილი

სამშაბათი: ქათმის ფილე კანის გარეშე, ახალი კარტოფილი, 1 ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

ოთხშაბათი: უცხიმო თეთრი ყველი (ბრინზა), 1-2 ნაჭერი ხორბლის პური, ახალი პომიდორი.

ხუთშაბათი: ნებისმიერი ხილი

პარასკევი: 2 კვერცხი, ორთქლზე მოხარშული ბოსტნეული.

შაბათი: ნებისმიერი ხილი

კვირა: ქათმის ფილე კანის გარეშე, ახალი პომიდორი, 1 ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

ვახშამი

ორშაბათი: უცხიმო ხორცი, ცხვრის ხორცის გარდა

სამშაბათი: 2 მოხარშული კვერცხი, 1-2 ნაჭერი ხორბლის პური, 1 ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

ოთხშაბათი:უცხიმო ხორცი, ცხვრის ხორცის გარდა

ხუთშაბათი: უცხიმო ხორცი, ცხვრის ხორცის გარდა და სალათის ფურცლები

პარასკევი: უცხიმო თევზი, სალათის ფურცლები, 1 ფორთოხალი ან გრეიფრუტი

შაბათი: უცხიმო ხორცი, ცხვრის ხორცის გარდა

კვირა: ორთქლზე მოხარშული ბოსტნეული.

მეორე კვირის მენიუ

სადილი

ორშაბათი: 2 მოხარშული კვერცხი და სალათის ფურცლები

სამშაბათი, ოთხშაბათი: სალათის ფურცლები, უცხიმო ხორცი ან თევზი

ხუთშაბათი: 2 მოხარშული კვერცხი, თეთრი ყველი. ორთქლზე მოხარშული ბოსტნეული.

პარასკევი: თევზი ან ზღვის პროდუქტი

შაბათი: უცხიმო თევზი, სალათის ფურცლები, 1 ფორთოხალი ან გრეიფრუტი

კვირა: ქათმის ფილე კანის გარეშე, ახალი პომიდორი, 1 ფორთოხალი ან გრეიფრუტი

ვახშამი

ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი: 2 მოხარშული კვერცხი, 1 ფორთოხალი ან გრეიფრუტი

ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი: უცხიმო ხორცი, ცხვრის ხორცის გარდა და მწვანე სალათი.

კვირა: ნებისმიერი ხილი

მესამე კვირის მენიუ

მთელი დღის განმავლობაში ნებისმიერი მოცულობის პროდუქტი შეგიძლიათ მიირთვათ ქვემოთ მოცემული სიიდან.

სადილი

ორშაბათი: ნებისმიერი ხილი

სამშაბათი: სალათის ფურცლები, ორთქლზე მოხარშული ბოსტნეული

ოთხშაბათი: ორთქლზე მოხარშული ბოსტნეული ან ხილი.

ხუთშაბათი: თევზი, სალათის ფურცლები.

პარასკევი: ქათმის ფილე კანის გარეშე

შაბათი, კვირა: ერთი სახეობის ნებადართული ხილი.

მეოთხე კვირის მენიუ

ამ კვირის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეული პროდუქტების ნაკრები რამდენიმე ნაწილად უნდა დაყოთ და დღის განმავლობაში ნებისმიერი თანმიმდევრობით უნდა მიირთვათ.

სადილი

ორშაბათი: 200 გრ მოხარშული ქათმის ფილე კანის გარეშე, 200 გრ მოხარშული თევზი, პომიდორი, კიტრი, 1 ფორთოხალი, 1 გრეიფრუტი.

სამშაბათი: 2 ნაჭერი ხორბლის პური, პომიდვრის და კიტრის სალათი, 4 ნებისმიერი საყვარელი ხილი.

ოთხშაბათი:2 ნაჭერი ხორბლის პური, 100 გრ უცხიმო ხაჭო, 2 ფორთოხალი, 2 გრეიფრუტი, 200 გრ მოხარშული ბოსტნეული, 2 ახალი პომიდორი.

ხუთშაბათი: მოხარშული ქათმის ხორცი კანის გარეშე (ნახევარი ქათამი), 2 კიტრის და 2 პომიდვრის სალათი, 1 ფორთოხალი, 1 გრეიფრუტი.

პარასკევი: 2 მოხარშული კვერცხი, ახალი კიტრის სალათი (კიტრი, პომიდორი, სალათის ფურცლები), 1 გრეიფრუტი.

შაბათი: 1 ნაჭერი ხორბლის პური, 1 კიტრი, 100 გრ უცხიმო ხაჭო ან ბრინზა, 200 გრ მოხარშული ქათმის ფილე კანის გარეშე.

კვირა: 1 ნაჭერი ხორბლის პური, 2 პომიდორი, 150 გრ მოხარშული თევზი, 200 გრ ბოსტნეული, 1 ფორთოხალი და 1 გრეიფრუტი.

უსამი ჰამდიას ქიმიური დიეტა ბევრისთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდა. ის საკმაოდ დემოკრატიულია! შიმშილის გრძნობა და საკვები ჩვევის ცვლილება არ არსებობს. მენიუ ამობეჭდეთ და რეკომენდაციები გაითვალისწინეთ, მალე მოხდენილი სხეულის ფორმებით თავის მოწონებას შეძლებთ!

თუ სტატია თქვენთვის სასარგებლო იყო, ამის შესახებ სოციალურ ქსელში მეგობრებს უამბეთ. ალბათ მათ შორის არის ადამიანი, რომელსაც ზედმეტი კილოგრამების მოშორება სურს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement