Connect with us

ჰოროსკოპი

16 ივლისის სავსე მთვარე თხისრქის სახლში -განსაკუთრებულია და თქვენს ჯანმრთელობაზე იმოქმედებს

16 ივლისს, თხისრქის ნიშანში ერთდროულად ორი მნიშვნელოვნი მოვლენა მოხდება – სავსე მთვარე და მთვარის დაბნელება.

დიახ, წელიწადში 12 სავსე მთვარეა, თუმცა ეს – განსაკუთრებულია დაბნელებისა და თხისრქის ნიშნის გამო. ეს სავსე მთვარე არის შანსი იმაზე დაფიქრებისა, თუ რას მოაქვს თქვენს ცხოვრებაში ჭეშმარიტი ბედნიერება.

დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: მოგწონთ თუ არა ის, სიათაც მიემართებით, თუ მიდიხართ იმ გზაზე, რომელიც თქვენს ფასეულობებს არ შეესაბამება?

რამდენადაც მზე კირჩხიბშია, რომელიც პირად ცხოვრებასთანაა დაკავშირებული, ხოლო მთვარე – თხისრქაში, რომელიც კარიერაზე აგებს პასუხს, თქვენ იფიქრებთ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსზე.

სავსე მთვარე მნიშვნელოვანი მომენტია თქვენი ჩვევების შესაცვლელად. თქვენ შეძლებთ, სხვაგვარად შეხედოთ ჩვეულებრივ, რუტინულ საქმეებსაც კი.

სავსე მთვარე და მთვარის დაბნელება იმოქმედებს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე, თუმცა კირჩხიბი და თხისრქა ამას ყველაზე მეტად იგრძნობენ, მათ შემდეგ – სასწორი და ვერძი.

ღრმა აზრები სავსე მთვარის დროს მიგიყვანთ საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებებთან: თქვენ გადაწყვეტთ, სამსახურის სფეროში რაღაც შეცვალოთ, ან ცხოვრების უფრო ჯანსაღ წესს შემოიღებთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.