Connect with us

სხვა

15 პროდუქტი რომლებიც აჯობებს მაცივარში არ შეინახოთ

იმისთვის, რომ ზოგიერთმა პროდუქტმა სიახლე უფრო ხანრგძლივად შეინარჩუნოს, ისინი მაცივარში არ უნდა შედოთ! მაგალითად:

ავოკადო – ჩვეულებრივ პირობებში, ოთახის ტემპერატურაზე უფრო უკეთ მომწიფდება.
რეჰანი, ქინძი და ოხრახუში – შეგიძლიათ წყლიან ჭურჭელში ჩადოთ ყვავილებივით
ბულგარული წიწაკა – მაცივარში სიგლუვეს კარგავს და ჭკნება.


კიტრი – მაცივარში უფრო წყლიანი ხდება. თუ მაინც მაცივარში გსურთ მათი შენახვა – პლასტმასის კონტეინერში ჩადევით და ისე შეინახეთ.
მწნილები უკვე ისედაც მჟავეა და კარადაში არაფერი მოუვათ!
ხახვი და ნიორი მაცივარში სითხეს იწოვს და ფუჭდება, ისინი მშრალ და ბნელ ადგილას უნდა შეინახოთ, მაგრამ დახურულ კონტეინერში და კარტოფილთან ახლოს არა!
კარტოფილი – ქაღალდის პარკში, ჩრდილში შეინახეთ. მაცივარი მას მხოლოდ აფუჭებს!


ბანანი – უკეთ მომწიფესთვის ამთ ოთახის ტემპერატურა ესაჭიროებათ.
კენკრა – მშრალ და ბნელ ადგილას შეინახეთ.
ციტრუსები – ცალკე კონტეინერში შეინახეთ და თუ რომელიმე გაფუჭდება სწრაფად მოაცილეთ დანარცენ ხილს.


სოუსები – ოტახის ტემპერატურაზე ცხარე სოუსის, სოიოს სოუსისა და კეტჩუპის შენახვა ერთი თვის განმავლობაში შეგიძლიათ, მაცივარში მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგით თუ მათ შეჭმას ვერ ასწრებთ!
არაქისის კარაქი – მაცივრის გარეშე 3 თვეს ძლებს.
თაფლი -ნატურალური ტაფლი მაცივრის გარეშე წლობით გაძლებს!


შოკოლადი და ყავა – თუ ბნელ და თბილ ადგილას შეინახავთ მათ უფრო გაჯერებული გემო ექნებათ!
ბადრიჯანი – აჯობებს ისინი ოთახის ტემპერატურაზე შეინახოთ, თუმცა მხოლოდ რამდენიმე დღით.