Connect with us

ჯანმრთელობა

15 პროდუქტი, რომლებიც ანაყრებს ტვინს ჟანგბადით და ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას

ტვინი ადამიანის სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა და მოითხოვს საკმარისი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს ნეირონების სწორი ფუნქციონირებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავაჯგუფეთ ნატურალური საშუალებები, რომლებიც ტვინს ჟანგბადს მიაწვდის საკმარისი რაოდენობით. შედეგად, თქვენ უფრო სწრაფად იაზროვნებთ, გაიზრდება გონებამახვილობა, კონცენტრირების უნარი. ასევე, თქვენ გათავისუფლდებით დეპრესიის, ხასიათის ცვლილებებისა და დემენციის რისკისგან.

ტვინისთვის სასარგებლო პროდუქტი

1. ჯანჯაფილი

აუმჯობესებს ტვინში სისხლდენას, ასევე, ანაყრებს ჟანგბადით სამკურნალო თვისებების წყალობით.

2. კურკუმა

მნიშვნელოვნად ამცირებს ალჰცაიმერის დაავადების რისკს, ამიტომ უნდა ჩართოთ ყოველდღიურ რაციონში.

3. ქონდარი

შეიცავს ვიტამინებსა და ფლავანოიდებს. შედეგად, ისინი ამარაგებს ტვინს გლუკოზით, ეხმარება მის სისხლძარღვებს სწორ ცირკულაციაში.

4. მწვანე ჩაი

მდიდარია ფლავანოიდებითა და ანტიოქსიდანტებით. დატკბით გემრიელი სასმელით და ხელი შეუშალეთ მეხსიერების დაკარგვას.

5. ლაიმი

კიდევ ერთი ბუნებრივი საშუალება ტვინისთვის ჟანგბადის მისაწოდებლად. იგი, ასევე, ეფექტურია ემოციური დაძაბულობის, შფოთვისა და თავის ტკივილის მოსახსნელად. მისი გამოყენება შეიძლება სტრესულ მდგომარეობაში და პანიკის დროს.

6. ავოკადო

ეს ხილი უზრუნველყოფს ორგანიზმს მონოუჯერი ცხიმებით. შედეგად, იგი ხელს უწყობს ტვინში სისხლის მიწოდებას და ააქტიურებს მის ცხოველქმედებას.

7. კვერცხი

მდიდარია ცილით, ვიტამინებითა და მინერალებით. რეგულარული მოხმარება აუმჯობესებს მეხსიერებას და აძლიერებს ნეირონებს. ასევე, შეიცავს ლუტენს – ანტიოქსიდანტს, რომელიც ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას.

8. ძახველი

განსაკუთრებით ეფექტურად ინარჩუნებს ტვინის აქტიურ ფუნქციონირებას, ხელს უშლის ცერებრალურ ფერმენტირებას და ზრდის ნეირონების მიერ გაგზავნილი სიგნალების სიმძლავრეს. შედეგად, მცირდება დემენციისა და ალცჰაიმერის დაავადების რისკები.

9. კომბოსტო

შეიცავს პოლიფენს – ანტიოქსიდანტს, რომელიც ხელს უშლის ტვინის დაავადებას.

10. პომიდორი

შეიცავს ლიკოპინს – ანტიოქსიდანტს, რომელიც პასუხს აგებს ტვინის ჯანმრთელობაზე, ასევე, ხელს უშლის დეგენერაციულ დაავადებებს.

11. ისპანახი

ამცირებს დემენციის გაჩენის რისკს, აუმჯობესებს დასწავლის უნარსა და ორგანიზმის მობილობისუნარიანობას.

12. ბადრიჯანი

აუმჯობესებს ნეირონებს შორის კომუნიკაცის.

13. მარწყვი

აუმჯობესებს მეხსიერებას, ამცირებს დემენციის რისკს.

14. თხილი

შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებსა და E ვიტამინს. შედეგად, რეგულირდება სეროტონინის(ნივთიერება, რომელიც გრძნობებისა და ემოციების ცვალებადობაზე აგებს პასუხს) დონე.

15. როზმარინი

ააქტიურებს მთელ ნერვულ სისტემას. შედეგად, იგი გვევლინება კიდევ ერთ ბუნებრივ საშუალებად ტვინის ჟანგბადით გასამდიდრებლად, რაც მასტიმულირებელ ეფექტს გვაძლევს.

მნიშვნელოვანია: არაა რეკომენდებული კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ეპილეფსიის, პარკინსონისა და ღვიძლის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.