Connect with us

ვიდეო

14 პროდუქტი, რომლებიც თქვენს კანს ახალგაზრდობის და მოქნილობის შესანარჩუნებლად სჭირდება

„ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ“ და ამაში აბსოლუტური ჭეშმარიტებაა!

საკვები ჩვენს ორგანიზმს მკვებავი ნივთიერებებით ავსებს. ბევრი კვლევა არსებობს, რომლებიც საკვებსა და კანის გამოკვების, აღდგენის და ახალგაზრდობის შენარჩუნების უნარს შორის კავშირს ამტკიცებენ.

გთავაზობთ 14 პროდუქტს, რომლებიც ხანგრძლივი დროით კანის ახალგაზრდობის და მოქნილობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. თქვენს რაციონში აუცილებლად ჩართეთ!

1. წყალმცენარე

დეტოქსიკაციის უნართან ერთად წყალმცენარე იოდის მაღალ კონცენტრაციას შეიცავს. ეს მიკროელემენტი ფარისებრი ჯირკვლების (ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის ფუნქციას არეგულირებს) სწორი ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჯანმრთელი ფარისებრი ჯირკვალი ჯანსაღ და დატენიანებულ კანსა და თმას ნიშნავს.

2. ყურძენი

ყურძენი რესვერატროლსა და პოლიფენოლს შეიცავს. ანტიოქსიდანტური მიკროელემენტები უჯრედების დაბერებისგან იცავენ. სამედიცინო კვლევა აჩვენებს, რომ ისინი სიმსივნისგან გვიცავენ.

3. ფუტკრის რძე

ეს სამკურნალო პროდუქტი ქსოვილებს აღადგენს, კანს ატენიანებს, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და მისი ელასტიკურობის შენარჩუნებას ხელს უწყობს.

4. ისპანახი

ისპანახი შეიცავს ბოჭკოებს, ვიტამინებსა და მინერალებს, მინიმალური რაოდენობის კალორიას და ცხიმს. ასევე შეიცავს ფიტონუტრიენტებს, როგორიცაა ბეტა-კაროტინი, ფოლიუმის მჟავა, კალციუმი და ლუთეინი, ძლიერი ანტიოქსიდანტები. მასში შედის B2 ვიტამინი (რიბოფლავინი), რომელიც E ვიტამინს თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში ეხმარება.

ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით K ვიტამინს, რომელიც სისხლის მიმოქცევას არეგულირებს, კანის გამოკვებას ხელს უწყობს და ვარიკოზული ვენების გაფართოებას აფერხებს.

5. კურკუმა

მისი ძირითადი კომპონენტი კურკუმინია – ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც უჯრედებს ბუნებრივი დამჟავებისგან იცავს და შედეგად დაბერების პროცესს აფერხებს.

რეკომენდებულია ყოველდღე მცირე დოზა კურკუმა მიიღოთ. ჭარბი რაოდენობით მიღებამ შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანება გამოიწვიოს.

6. საზამთრო

საზამთრო მდიდარია ლიკოპინით, ძლიერი ანტიოქსიდანტით, რომელიც მას წითელ ფერს ანიჭებს და ატენიანებს. შედეგად ნაოჭების შემცირებას ხელს უწყობს.

7. შვიტა

მას ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი მოქმედება აქვს, შარდსასქესო გზებსა და სისხლს წმენდს, ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობს. სილიციუმის მაღალი შემცველობის წყალობით კანის შემაერთებელი ქსოვილების აღდგენას ხელს უწყობს.

8. ჟელე

კოლაგენის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რომელიც ცხოველური წყაროდან მიიღება და 90% კოლაგენს შეიცავს.

9. გოჯის კენკრა

კენკრა მიკროელემენტებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარია. ასევე 19 სახეობის ამინომჟავას, ბეტა-კაროტინებს, B და C ჯგუფის ვიტამინებს, კალიუმს, კალციუმს, რკინასა და სელენიუმს შეიცავს. სასასრგებლოა სიმსივნის სამკურნალოდ. ასევე შეიცავს ლინოლეურ მჟავასა და ლუთეინს, რომელთა წყალობით ძლიერი გამაახალგაზრდავებელი მოქმედება აქვს.

10. კოჭა

კოჭა ძლიერ ანტიოქსიდანტს, გინგეროლს შეიცავს. მას ანთების საწინააღმდეგო თვისება გააჩნია და სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს. შედეგად ორგანიზმის ჯანმრთელობას ხელს უწყობს და კანს აძლიერებს.

რეკომენდებულია ახალი სახით მიირთვათ, რომ გინგეროლის დონე შეინარჩუნოთ. გაცხელების დროს მისი ნაწილი ორთქლდება.

11. ავოკადო

ავოკადო მონო უჯერ ცხიმებს შეიცავს, რომლებიც კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებას ხელს უწყობენ. ასევე შეიცავს E ვიტამინს, რომელიც ჰორმონალური სისტემის ჯანმრთელობას ხელს უწყობს და ნაოჭებს ებრძვის.

12. სელის თესლი

სელის თესლი ალფა-ლინოლეური მჟავის დიდ რაოდენობას შეიცავს, რომელიც ანთების შემცირებას ხელს უწყობს. ასევე კანის და გულის ჯანმრთელობას ხელს უწყობს.

13. ციტრუსი

ციტრუსი C ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს. შედეგად კოლაგენის და ელასტინის სინთეზს ხელს უწყობს, რაც კანის ახალგაზრდობის და მოქნილობის შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი.

14. სტაფილო

სტაფილო ბეტა-კაროტინის მაღალ კონცენტრაციას შეიცავს. ძლიერი ანტიოქსიდანტი თავისუფალ რადიკალებს ებრძვის. შედეგად თქვენი თვალის ჯანმრთელობას ხელს უწყობს და კანს აძლიერებს. ამასთან ფილტვების სიმსივნეს აფერხებს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.