Connect with us

საკითხავი

ჩვეულებრივი ცარცის 14 გასაოცარი თვისება, რომელთა შესახებ წარმოდგენა არ გქონდათ

ჩვეულებრივი ცარცის 14 გასაოცარი თვისება, რომელთა შესახებ წარმოდგენა არ გქონდათ

ჩვეულებრივი ცარცი შეუფასებელი განძია, თუ მისი სწორად გამოყენება გეცოდინებათ!

1.ცარცი ცხიმიანი ლაქის საწინააღმდეგოდ

ახალი ცხიმიანი ლაქა სწრაფად გაქრება, თუ მას ცარცს წაუსვამთ და 10 წუთით გააჩერებთ. შემდეგ შეგიძლიათ ჩვეული მეთოდით გარეცხოთ.

2.საყელოს გათეთრება

გარეცხვამდე საყელოს ცარცი წაუსვით. ასე ნებისმიერი ქსოვილი სიქათქათეს შეინარჩუნებს და სიყვითლის გაჩენას შეაფერხებს.

3.ლაქა ზამშის ფეხსაცმელზე

ასეთ დელიკატურ ქსოვილზე უცნაური წარმომავლობის ცხიმიანი ლაქა ცარცის დახმარებით ადვილად შორდება. ფეხსაცმელს ცარცი მსუბუქად წაუსვით და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით ლაქა გაქრება!

4.თეთრეულის ყუთის სუნი

ცარცის ნაჭერი გასარეცხი თეთრეულის ყუთში ზედმეტ სუნს და ტენს შეიწოვს. წესრიგის შესანარჩუნებლად ცარცი თვეში ერთხელ უნდა გამოცვალოთ.

5.სუფრის ხელსაწყოების გასათეთრებლად

ცარცის ნატეხი სუფრის ნივთების ყუთში ჩადეთ. ეს დაგეხმარებათ მათი ბზინვარების დიდხანს შენარჩუნებაში – ცარცი ვერცხლს და მელქიორის ზედაპირს იცავს.

6.სამკაულების შესანარჩუნებლად

ცარცის ნატეხი სამკაულების ყუთში საკმარისი იქნება, რომ ნივთები აღარ გაშავდეს!

7.სასიამოვნო სუნის მქონე გარდერობი

გარდერობის კარადაში ყოველთვის სასიამოვნო სუნი რომ იყოს, რამდენიმე ცარცის ნატეხი მოათავსეთ. სუნის გამქრობ სპეციალურ საშუალებებზე უკეთესია!

8.თუ ავეჯის გადაადგილება გჭირდებათ

ცარცით მონიშნეთ ადგილი, სადაც ავეჯი ახლა იმყოფება და შემდეგ გადაადგილეთ. ასევე სივრცის სწრაფად რეორგანიზაციას და ყველა დეტალის გათვალისწინებას შეძლებთ.

9.ჟანგისგან დაცვა

სამუშაო ხელსაწყოების ყუთში ცარცის მოთავსება აუცილებელია! ასე მნიშვნელოვან ნივთებს ჟანგისგან დაიცავთ.

10.ჭერსა და კედელზე ლაქები

ნაკაწრები, სიყვითლე და ლაქები კედელსა და ჭერზე შეგიძლიათ ცარცის დახმარებით შენიღბოთ.

11.ჭიანჭველების საწინააღმდეგოდ

ჭიანჭველები ცარცით გასმულ ხაზებს ვერ იტანენ. პრობლემური ადგილები ცარცით მონიშნეთ და ჭიანჭველები აღარ შეგაწუხებთ.

12.ფრჩხილების გათეთრება

ცარცი ფრჩხილების შიდა ზედაპირს შესანიშნავად ათეთრებს. ფრჩხილების საწმენდი ჯაგრისი და ცარცი გამოიყენეთ.

13.თუ გასაღები კლიტეში იჭედება

გასაღებს ცარცი წაუსვით, თუ კლიტეში მისი გადაბრუნება გიჭირთ. ცარცი კლიტედან ზედმეტ ტენს და მტვერს შთანთქავს და კლიტე კვლავ ახალივით იმუშავებს!

14.ფერადი ცარცი საკუთარი ხელით

ცარცს შეგიძლიათ საყვარელი ფერი და ფორმა მიანიჭოთ. ამისთვის ცარცი წყალს და საკვებ საღებავს აურიეთ. შემდეგ ნარევი ფიგურების ფორმებში მოათავსეთ და გამაგრება აცადეთ.

ეს საინტერესო სტატია მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ!

 

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement