საკითხავი
12 რჩევა ჰიპერაქტიური ბავშვების მშობლებისთვის
ყველა ბავშვი განსხვავებულია. ეს ფაქტია. ზოგი წყნარი და მშვიდია, ზოგიც კი ხმაურიანი და სწრაფი. კიდევ არსებობენ ჰიპერაქტიური ბავშვები. მათი მთავარი დამხმარეები მშობლები არიან, რომლებიც ბავშვებთან ძირითად დროს ატარებენ.
რა გავაკეთოთ, თუ ბავშვი ჰიპერაქტიურია
ჰიპერაქტიური ბავშვების მშობლების დასახმარებლად ფსიქოლოგების წიგნებიდან რამდენიმე რჩევა შევაგროვეთ.
1. დიაგნოზი დასვით
საჭირო მიმართულებით სვლა რომ გააგრძელოთ, დიაგნოზი სწორად უნდა დასვათ. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში გამოკვლევისა და დიაგნოზის დასასმელად ექიმს მიმართეთ. აუცილებელი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ მხოლოდ ექიმს შეუძლია განსაზღვროს: ბავშვს ნამდვილად აქვს თუ არა ყურადღების დეფიციტის სინდრომი და არის თუ არა ჰიპერაქტიური, თუ უბრალოდ ასეთი „ცოცხალი“ და აქტიურია. ზუსტი დიაგნოზი წარმატების 50%-ია.
ამ შემთხვევაში თერაპია სწორად შერჩეული იქნება. მაგალითს მოვიყვან: ცუდი სმენის მქონე ადამიანმა არ იცოდა, რომ ასეთი დაავადება არსებობს. ის თვლიდა, რომ ცუდი სმენა – ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითების და სიბერის შედეგია. წარმოიდგინეთ რამდენად კარგად იგრძნო თავი, როცა დაავადების შესახებ გაიგო და მცდელობის შემდეგ სმენა გაუუმჯობესდა?
2. მასწავლებლებს ან აღმზრდელებს თქვენი ბავშვის განსაკუთრებულობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეთ
საზოგადოებაში ძალიან ბევრი დოგმა არსებობს. სწორედ ამიტომ, თქვენი ბავშვის განსაკუთრებული ქცევა შეიძლება გათამამებად ან უზრდელობად მიიჩნიონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ირგვლივ მყოფმა ხალმხა ასეთი ქცევის ნამდვილი მიზეზი იცოდნენ. ასე სწორი მიდგომის მოძებნას შეძლებენ, მინიშნებას მისცემთ, თუ ბავშვი როგორ დაამშვიდონ და რისი გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი საკუთარ თავში არ ჩაიკეტოს და ემოციები გაგიზიაროს, გითხრას, რასაც გრძნობს. საკუთარი ინტერესების დაცვა ასწავლეთ – ეს ყურადღების დეფიციტის სინდრომის მქონე პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
3. ბავშვს მისი განსაკუთრებულობის და დიაგნოზის შესახებ უამბეთ
საკუთარი თავი უკეთ რომ გააკონტროლოს ან დაავადების შესახებ სხვებს უამბოს, ბავშვმა ამის შესახებ რაც შეიძლება ბევრი რამ უნდა იცოდეს. ზღაპრების მოფიქრება ან ტყუილის თქმა საჭირო არაა. ჯერ მასალა თავად შეისწავლეთ, შემდეგ კი ბავშვს გასაგებ ენაზე უამბეთ.
4. გეგმა მოიფიქრეთ
ოჯახის საბჭო შეკრიბეთ (ბავშვის ყოფნა აუცილებელია) და ქცევის ყველაზე პრობლემური ზონები განიხილეთ. პრობლემის საზღვრები მკაფიოდ უნდა განსაზღვროთ – ასე გაკონტროლებას უფრო ადვილად შეძლებს. შემდეგ ყველაზე პრობლემურ სიტუაციებში ქცევის კორექტირების კონკრეტული მეთოდი შეიმუშავეთ. შექების სისტემა შემოიღეთ, თუ ბავშვმა გეგმის მიხედვით მოქმედება შეძლო.
5. პასუხისმგებლობა დააკისრეთ
ნებისმიერ შემთხვევაში მასში პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გააღვივოთ. მაგალითად, ბავშვს უფლება მიეცით, რომ დილით ადგომაზე თავად იყოს პასუხისმგებელი. დაე, თავად, სხვების დახმარების გარეშე ადგომა ისწავლოს. თუ ჩაეძინება და სკოლაში დააგვიანებს, მას პირადი დანაზოგიდან ტაქსზე ფულის დახარჯვა მოუწევს.
6. უკუკავშირი მიეცით
ჰიპერაქტიური ბავშვი ხშირად ისე ერთობა, რომ ვერ ამჩნევს, თუ რა ჩაიდინა. ესაუბრეთ და რეალობაში დააბრუნეთ.
7. შეაქეთ
აუცილებლად შეაქეთ და მხარი დაუჭირეთ. ეს ყურადღების დეფიციტის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
8. ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ
ბავშვს ნებისმიერი ტექნიკის, მოწყობილობის ან ინსტრუმენტის გამოყენების უფლება მიეცით, თუ ეს სწავლაში დაეხმარება. ზოგს ბეჭდვა მოსწონს, ზოგს კი წერა. ზოგს მუსიკა ეხმარება, ზოგს კი სრული სიმშვიდე. ყველა საშუალება კარგია, მთავარია, რომ ის უსაფრთხო იყოს და სარგებლის მოტანას ხელი შეუწყოს.
9. ბავშვს მოუსმინეთ
გახსოვდეთ, როგორც ფილმში: „ბედნიერებაა, როცა თქვენი ესმით“. თქვენი ბავშვი ცოტათი უფრო ბედნიერი გახადეთ. მოუსმინეთ და მისი გაგება სცადეთ.
10. ამოცანები დაყავით
როცა ბავშვი რთული და დიდი სამუშაოს წინ დგას, სავარაუდოდ, დაფრთხება და სასოწარეკვეთება. შიში „მე არ გამომივა“ მუშაობაში ხელს შეუშლის. სწორედ ამიტომ, ამოცანის ეტაპებად დაყოფა უფრო მიზანშეწონილია. ასე ბავშვი ყველა სამუშაოს მარტივად შესრულებას შეძლებს.
11. დღის წესრიგი და მინიშნებები
ბავშვის ყოველდღიური ცხოვრება რომ გაამარტივოთ, საქმეების სია შექმენით, შემახსენებელი ბარათები დაუტოვეთ. ყურადღების გაფანტვის დროს ბავშვს სია კარგად დაეხმარება. ასეთ ბავშვებს მიმართულება უნდა მისცეთ, ამიტომ დისციპლინა და დღის წესრიგი ძალიან მნიშვნელოვანია.
12. ბავშვის ცხოვრება გააფერადეთ
კვლევამ აჩვენა, რომ ბევრი ავადმყოფი ბავშვი ვიზუალები არიან. მათთვის ფერების მიხედვით რაღაცის პოვნა, დამახსოვრება ან ორგანიზება ადვილია. მაგალითად, შეგიძლიათ წიგნები ფერების მიხედვით დააწყოთ. თუ რომელიმე სკოლის მეთოდი ან სახელმძღვანელო შავ-თეთრ ფერებშია, ფერადი შემოსახვევი იყიდეთ, რომ ბავშვს ორიენტაცია გაუადვილდეს.