Connect with us

საკითხავი

12 რჩევა ჩემი ბრძენი ბებიასგან: ოჯახური ცხოვრება თაფლივით ტკბილი იქნება

მე ლეილა ბებიამ გამზარდა, ნათელში იყოს მისი სული. დედაჩემი სამსახურით იყო დაკავებული, მამა კი 5 წლიდან არ მყავს. ბებიამ, ბაბუასთან ერთად, 67 წელი იცხოვრა ქორწინებაში, გარდაცვალებამდე. ბაბუას არამხოლოდ უყვარდა თავისი ცოლი, არამედ აღმერთებდა მას, რის გამოც განშორება ვერ გადაიტანა და რამდენიმე თვეში თვითონაც გარდაიცვალა.

ბებია ბავშვობიდან მაძლევდა რჩევებს ოჯახური ცხოვრების შესახებ, რომლებსაც ხშირად უგულებელვყოფდი, თურმე სულ ტყუილად. ახლა, როცა უკვე მესამედ გავთხოვდი, ყველაფერი მესმის, ყველა რჩევას ვიყენებ და დავრწმუნდი, რომ იგი მართალი იყო.

გადავწყვიტე, მისი რჩევები თქვენთვისაც გამეზიარებინა. იქნებ ისინი ვინმეს ოჯახის შენარჩუნებაში ან ქმართან ურთიერთობის ჰარმონიზებაში დაეხმარება.

ბრძნული რჩევები ოჯახური ცხოვრების შესახებ

  1. ცოლად იმ მამაკაცს გაჰყევი, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარხარ! მოსიყვარულე მამაკაცი მადლიერი იქნება იმ ბედნიერებისთვის, რომელიც შენ გვერდით ყოფნამ მიანიჭა, და სულ ეცდება, ბედნიერი გაგხადოს.
  2. არასდროს დაამცირო ქმარი უცხო ადამიანების წინაშე. არ იწუწუნო მასზე სხვებთან. ქმრის დამცირებითა და კრიტიკით თავსაც იმცირებ, რამდენადაც თქვენ ერთ ოჯახს წარმოადგენთ.
  3. ჯერ აჭამე მამაკაცს და მხოლოდ შემდეგ ესაუბრე და გაარკვიე მასთან ურთიერთობა. მშიერი მამაკაცი ცუდ ხასიათზეა. ამ დროს, მით უმეტეს, არ შეიძლება რამის თხოვდა. მშიერ მამაკაცთან ჩხუბი იგივეა, რაც საქმის ქონა ველურ ცხოველთან.
  4. მიეცი მამაკაცს თავისუფლება. იგი ძაღლი არაა, რომ დააბა. მამაკაცს უნდა ჰქონდეს სამსახური, მეგობრები, გატაცება(ჰობი). ნუ დააბამ მას, ამას თავადვე ინანებ მოგვიანებით.
  5. თუ ქმარი ნასვამი მოვიდა – დააწვინე, დაიძინოს. ნურასდროს ეცდები მთვრალ ადამიანთან ჩხუბს ან ურთიერთობის გარკვევას. გამოფხიზლდება და მხოლოდ ამის მერე დაიწყე დატუქსვა და აღმზრდელობითი ლექციები. ჰკითხე, რატომ გაილეშა, იქნებ აქვს ამისთვის საპატიო მიზეზი. ასე მას ყოველთვის ენდომება სახლში მოსვლა, როცა ეცოდინება, რომ იქ სიყვარულით მიიღებენ.
  6. ნუ უჩივლებ ჯანმრთელობას მის წინაშე. ნუ მოუყვები იმ შემთხვევების შესახებ, როცა სულელურად მოიქეცი, მოგატყუეს. ნუ გამოამჟღავნებ ნაკლსა და უცოდინრობას. აჩვენე მას მხოლოდ კარგი მხარე.
  7. ყურადღება მიაქციე საკუთარ გარეგნობას! ნუ წახვალ ხელიდან. სახლში ყოველთვის დავარცხნილი, დაბანილი, კარგ ხასიათზე უნდა იყო. ყურადღება მიაქციე სიარულსა და მოძრაობებსაც – სახლში ლამაზად, გრაციოზულად უნდა მოძრაობდე.
  8. ნუ ეჭვიანობ! თუ იგრძენი, რომ მას ვიღაც ჰყავს, გააორმაგე ყურადღება და ზრუნვა ქმარზე, იგი არსად წავა. იყავი კონკურენტუნარიანი!
  9. იყავი ყურადღებიანი მამაკაცის მიმართ. გქონდეს მოსმენისა და მხარდაჭერის უნარი. ამოიცანი მისი განწყობა. დაიჭირე მისი მხარე სხვებთან ჩხუბის დროს. მაშინ ის იგრძნობს, რომ ვიღაც მხარს უჭერს, ვიღაცაზე შეუძლია საიმედოდ დაყრდნობა.
  10. არასდროს დაუძახო მამაკაცს სულელი ან სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვები, არც იმის უფლება მისცე, თვითონ გააკეტოს ეს. შენ თვითონ გინდა დებილის ან ვირის ცოლი იყო?
  11. თუ ქმარმა შენზე ხელი აწია – მისგან სამუდამოდ წადი!
  12. ეცადე, ფული შენ მოგცეს. დაარწმუნე, რომ მას გონივრულად დახარჯავ, ოჯახის სასიკეთოდ – ასე მას შენდამი ნდობა გაუჩნდება.

აი, ასეთი მარტივია ოჯახური ცხოვრების წესები. მინდა დავამატო, რომ ბებია იყო ცოლი ზეინკლისა, რომელიც შემდეგ ქარხნის დირექტორად და რაიკომის მთავარ მდივნად იქცა. იგი ყოველთვის ამაღლებდა ქმრის ავტორიტეტს და ამაყობდა მისით

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.