Connect with us

სხვა

12 გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელსაც ჩვენი მფარველი ანგელოზი გვიგზავნის

12 გამაფრთხილებელი ნიშანი თქვენი მფარველი ანგელოზისგან

ყველა ადამიანს თავისი მფარველი ანგელოზი ჰყავს, რომელიც დაბადებიდან ყველა უბედურებისა და განსაცდელისგან გვიცავს. უმეტეს შემთხვევაში, ადამიანი მის არსებობას ვერ გრძნობს. ბევრი კი საერთოდ არ ფიქრობს უხილავ ძალაზე, რომელმაც უბედურებისგან იხსნა.

ზოგჯერ მფარველი ანგელოზის შემჩნევა შესაძლებელია. კრიტიკულ სიტუაციებში, როცა ადამიანის გაფრთხილება აუცილებელია, მფარველი ანგელოზი ნიშნებს აგზავნის და შეჩერების ან დაფიქრებისკენ მოგვიწოდებს.

სიზმარი და წინათგრძნობა

ანგელოზის გაფრთხილების მიღების ყველაზე მარტივი მეთოდი სიზმარია. შესაძლოა, მათ კომუნიკაცია უადვილდებათ მაშინ, როცა ჩვენი ცნობიერი გამორთულია. ამ დროს სიზმრები წინასწარმეტყველურია. მაგ., თუ თვითმფრინავით გაფრენის წინ ავიაკატასტროფა დაგესიზმრათ, სჯობს გამგზავრებაზე უარი თქვათ! თუ ბავშვის მარტო სასეირნოდ გაშვების დროს, ცუდი წინათგრძნობა დაგეუფლათ, ბავშვი სახლიდან არ გაუშვათ ან მასთან ერთად წადით. ეს ეჭვიანობა და პარანოია არაა. ასე მფარველი ანგელოზი გაფრთხილების ნიშანს გაძლევთ.

არ უგულებელყოთ სიზმრები, რომლებიც გაღვიძების შემდეგ უსიამოვნო შეგრძნებას გიტოვებენ. ხშირად, სიზმრები და წინათგრძნობა საკუთარ გრძნობებში გარკვევაში და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება.

დაგვიანება და მექანიკური გაუმართაობა

სავარაუდოდ, ყველას ჰქონია სიტუაცია, როცა ავტომობილი ვერ აამუშავეს ან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დააგვიანდათ. ამ მხრივ არაერთი ისტორია არსებობს, რომ დაგვიანებამ და მექანიკურმა გაუმართაობა ადამიანი სიკვდილისგან იხსნა.

მაგ., ერთმა ადამიანმა ტურისტულ ავტობუსზე დააგვიანა, რომელიც მოგზაურობის დროს უფსკრულში გადავარდა. მგზავრი ამ ავტობუსზე ვერ მოხვდა, რადგან აუხსნელი მეთოდით საათი გაჩერდა. ანალოგიურად, საცობში მოხვედრილი ხალხმა მნიშვნელოვანი ნივთები დაკარგეს და საბოლოოდ თვითმფრინავზე დააგვიანდათ, რომელიც ავიაკატასტროფაში მოჰყვა. ზოგჯერ ძველ ნაცნობთან შეხვედრა ადამიანს სახლში დროულად დაბრუნების საშუალებას არ აძლევს და ამით მიწისძვრისგან იხსნის.

მსგავრი მრავალი ისტორია არსებობს და ყველა ამბობს იმას, რომ ცხოვრების რთულ მომენტში ანგელოზი ნიშნებს ნამდვილად იძლევა. მხოლოდ მათი გაგება უნდა ვისწავლოთ.

უეცარი ტკივილი

ზოგჯერ სრულად ჯანმრთელი ადამიანი ავად ხდება, ან თავს სუსტად გრძნობს, რაც მისი ცხოვრების რიტმს არღვევს. ზოგჯერ ასეთი დაავადება იმის ნიშანია, რომ ფატალური შედეგისგან გადარჩით.

ამის მაგალითია 2011 წლის 11 სექტემბრის ტრაგედია, რომლის დროსაც ტყუპების შენობა განადგურდა. დოკუმენტირებულია შემთხვევა, როცა ადამიანი ღამე ძლიერმა თავის ტკივილმა გააღვიძა და დილით სამსახურში არ წავიდა! მსგავსი ათობით შემთხვევა იყო! ნათესავების კომენტარებით, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ნიშნები უგულებელყვეს და სამსახურში გავიდნენ.

ხმამაღალი ხმა

ბევრი ადამიანი აღიარებს, რომ მფარველი ანგელოზის ხმის გაგონება სურთ, რომელიც სწორ გზას ან რთული სიტუაციიდან გამოსავალს უჩვენებდა. სამწუხაროდ, ანგელოზებს ჩვენთან პირდაპირ დაკავშირება არ შეუძლიათ. ნებისმიერი ხმამაღალი ხმა, რომელიც შეჩერებას და ხმაზე მიყურადებას გვაიძულებს, გაფრთხილებას წარმოადგენს, რომ ყურადღებით უნდა იყოთ და საკუთარ თავზე იზრუნოთ.

მცირე პრობლემები

მნიშვნელოვანი საქმეების წინ მცირე პრობლემები უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. მაგ., თუ ინტერვიუზე ან მნიშვნელოვან დოკუმენტზე ხელმოსაწერად გარბოდით და გზაში მიმავალმა ავტომობილმა წყლის შხეფებით დაგასველათ, ამ გეგმებზე უბრალოდ უარი თქვით. მსგავსი უსიამოვნებები, როგორიცაა ჭუჭყი ტანსაცმელზე ან გატეხილი ქუსლი მოსალოდნელ ტყუილს და ღალატზე მიგითითებთ. მას ყურადღება მიაქციეთ. მაგ., თუ მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერის დროს კალამმა არ დაწერა ან ორპირმა ქარმა ყველა დოკუმენტი აურია, დოკუმენტები კიდევ ერთხელ ყურადღებით უნდა წაიკითხოთ.

დავარდნილი გასაღები

გარეთ გასვლის დროს ხშირად ვჩქარობთ და ხელიდან ყველაფერი გვივარდება. მაგრა, თუ გრძელ გზაზე წასვლის დროს ხელიდან სახლის გასაღები დაგივარდათ, ასეთ მოგზაურობაზე უარი თქვით. ეს ჩვენი ანგელოზის ნიშანია, რომ გზაზე შეიძლება დიდი უსიამოვნება შეგხვდე. სჯობს მოგზაურობაზე უარი თქვათ ან მეორე დღისთვის გადადოთ.

ფრინველი ფანჯარაში

ფრინველი, რომელიც ფანჯრიდან შემოსვლას ცდილობს უბედურების მომასწავებელი ერთ-ერთი ნიშანია. ეს იმის ნიშანია, რომ ერთ-ერთ ახლობელს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება. მნიშვნელოვანია მიხვდეთ, თუ ვის და ამ ადამიანს მხარდაჭერა გაუწიოთ.

ხელიდან დავარდნილი ქაღალდი

თუ ახალ სამსახურში სტაჟირების გავლის დროს ხელიდან ქაღალდი ხშირად გივარდებათ, ეს ბანალური ნერვიულობა რაა. შესაძლოა ანგელოზი მინიშნებას გაძლევთ, რომ ამ ხელმძღვანელობასთან სერიოზული პრობლემები გექნებათ. მოვლენების ასეთი განვითარებისთვის მზად იყავით ან სამსახურის შეცვლაზე დაფიქრდით.

მაწანწალა ცხოველი

როცა ქუჩაში სიარულის დროს მაწანწალა ცხოველი გეკიდებათ და თქვენს ნაბიჯებს მთელი გზა მიჰყვება, ეს თქვენი მფარველის კიდევ ერთი ნიშანია. ის საბედისწერო შემთხვევაზე მიგანიშნებთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. თუ მარტოხელა ხართ, შეიძლება მეორე ნახევრის გაცნობის შანსი გქონდეთ. მფარველი ანგელოზის მინიშნებას ყურადღება მიაქციეთ. ცხოველი გამოკვებეთ, მოეფერეთ, თუ შესაძლებელია სახლში წაიყვანეთ. ასე ბედნიერ შემთხვევას ხელს შეუწყობთ.

ხელისგულის ქავილი

თუ დილით მარცხენა ხელისგულის ქავილი დაგეწყოთ, ანგელოზი მოსალოდნელ უგუნურ ხარჯვაზე გაფრთხილებთ. დაფიქრდით, ფულის დახარჯვაზე რაზე აპირებთ? სავარაუდოდ, ანგელოზს სურს ნაჩქარევი გადაწყვეტილება გადაგაფიქრებინოთ. მინიშნებას ყურადღება მიაქციეთ და ჩანთაში მხოლოდ იმდენი ფული წაიღეთ, რამდენიც გჭირდებათ. დანარჩენი სახლში დატოვეთ.

სახიფათო წყალი

თუ მდინარის ან ტბის გავლის დროს, მუდმივად სველდებით, წყალთან მიმართებაში ფრთხილად უნდა იყოთ. მფარველი ანგელოზი ნიშანს გაძლევთ, რომ წყალი თქვენი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.

ობობა ქსელში

თუ დღის პირველ ნახევარში შეამჩნიეთ ობობა, რომელიც ქსელიდან ქვემოთ ჩამოდით, ეს კეთილი ნიშანია. ის ამბობს, რომ დღეს კარგი ამბები გელოდებათ. დაელოდეთ მას და მასზე უარი არაფრის დიდებით არ თქვათ, რადგან ის თქვენს ცხოვრებაში სწრაფ დადებით ცვლილებებს მოიტანს.