Connect with us

კულინარია

11 სამზარეულოს ჩვევა, რომლებზეც უარი უნდა თქვათ ჭურჭლის დასაცავად

ქვაბები, რაფები, თეფშები, საჭრელი დაფები და სამზარეულოს სხვა ინსტრუმენტები სხვადასხვა სახის რეცხვასა და შრობას მოითხოვს.

თუ არ გსურთ ახალი ხელსაწყოების შეძენა ყოველთვიურად, გაგაცნობთ 11 შეცდომას, რომლებიც არ უნდა დაუშვათ.

1. ტემპერატურული კონტრასტი

როგორც წესი, შუშის ჭურჭელი ცუდად რეაგირებს ტემპერატურულ კონტრასტზე. მთავარი წესია: არ გარეცხოთ ცხელი ჭურჭელი ცივი წყლით.

2. ძალიან მაღალი ტემპერატურა

არასდროს გადაახუროთ ჭურჭელი საჭიროების გარეშე. ეს გაზის გადასახადსაც შეამცირებს.

3. სამზარეულოს ჭურჭლის არასწორი გამოყენება

სამზარეულოს დანით არ შეიძლება კონსერვის გახსნა. პლასტმასის კონტეინერები მხოლოდ პროდუქტის შესანახავად გამოიყენეთ.

4. მარმარილოს დაფაზე ჭრა

ეს არ შეიძლება ბასრი დანებისთვის. დანაც მაშინვე გაფუჭდება და დაფაც.

5. სხვადასხვა ჭურჭლის ერთდროულად გაშრობა

მაგალითად, საჭრელი ხის დაფა ვერ გაშრება სათანადოდ, თუ მის გვერდით სველი ჭურჭელი ალაგია.

6. ჭურჭლის უსიამოვნო სუნი(არასწორი შენახვის გამო)

შეინახეთ ჭურჭელი ნათელ ადგილას. არ გაამშრალოთ ხელსახოცით, ხოლო თუ ამას აკეთებთ, ცვალეთ ხელსახოცები მაქსიმალურად ხშირად.

7. თუჯის ჭურჭლის მეტისმეტად ხანგრძლივი რეცხვა

თუჯის ტაფა – ესაა “სუპერგმირი”, რომელსაც წყლის ეშინია. ამიტომ გარეცხეთ იგი სწრაფად, თუმცა ფრთხილად.

8. ხის დაფის “ჩალბობა”

თუ ხის დაფას წყალში დიდი ხნით გააჩერებთ, მასზე ლაქები და ბზარები გაჩნდება.

9. ჭურჭლის რეცხვა მჟავის ხსნარით

წყალს + ძმარი – ეს ხსნარი სერიოზულ ჭუჭყს აშორებს. რეალურად, იგი იმდენად ეფექტურია, რომ მინანქრის დაზიანებაც შეუძლია.

10. ნაკაწრები ტაფაზე

თუ გაქვთ ტაფა, რომელიც არ იკრობს, არ გამოიყენოთ მასზე რკინის კოვზი ან ჩანგალი, ასევე, მოერიდეთ მის გარეცხვას მეტალის სახეხით.

11. ჭურჭლის სარეცხი მანქანის მუდმივი გამოყენება

განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ბოკალებთან, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს, და ხის დაფებთან, რომლებსაც ეშინია წყალთან კონტაქტის.