Connect with us

საკითხავი

11 მიზეზი, რამაც შეიძლება მკერდის ტკივილი გამოიწვიოს

ექიმი ნატალი ბულოკი, რომელიც კალიფორნიაში Mercy Medical Group-ში მეან გინეკოლოგად მუშაობას, აღნიშნავს, რომ მკერდის ტკივილი ძალიან გავრცელებული მოვლენაა და იშვიათად სარძევე ჯირკვლვის სიმსივნის ნიშანს წარმოადგენს. თუმცა, თუ თქვენ გაქვთ სიწითლე, შეშუპება და სიცხე, ეს შეიძლება ინფექციის ნიშანი იყოს (განსაკუთრებით მეძუძურე ქალებში) და ექიმს კონსულტანციისთვის დაუყონებლივ უნდა მიმართოთ.

თუ ზემოთ მოცემული ნიშნები არ გახასიათებთ, მკერდის ტკივილი შეიძლება რამდენიმე გავრცელებულმა მიზეზმა გამოიწვიოს:

1. თქვენ კრიტიკული დღეები გეწყებათ

მკერდის ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი – მენსტრუაციის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ჰორმონების ცვლილებებია. მენსტრუაციასთან დაკავშირებული ციკლური ტკივილი ნორმალურად ითვლება და ჩვეულებრივ ორივე მკერდს, ხოლო არა ციკლური ტკივილი მხოლოდ ერთ მკერდს ეხება.

2. თქვენ ანთებითი წარმონაქმნი გაქვთ

მკერდში სხვადასხვა ანთებითი პროცესების გამო შეიძლება კისტა განვითარდეს – ეს ე.წ. „ქისებში“ სითხის დაგროვებაა. ხშირად კისტას ონკოლოგიურ დაავადებად მიიჩნევენ, რადგან ოდნავ მსგავსი ნიშნები აქვთ, თუმცა კისტა დადებით თვისებიან წარმონაქმნას წარმოადგენს და მისი განკურნება მარტივია.

3. თქვენ ჰორმონის ჩანაცვლებით თერაპიას გადიხართ

თუ მენოპაუზის სიმპტომების ან სქესის შეცვლის გამო ჰორმონების ჩანაცვლებით თერაპიას გადიხართ, ამან შეიძლება მკერდის ტკივილი გამოიწვიოს.

4. თქვენ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს სვამთ

ჩასახვის საწინააღმდეგო აბების დალევა მკერდში ტკივილის შეგრძნებას ზრდის. თუ მტკივნეული შეგრძნება იზრდება, პრეპარატი აუცილებლად შეცვალეთ.

5. თქვენ ბევრს ვარჯიშობთ

სხეულის ზედა ნაწილის ძალიან ინტენსიური ვარჯიში მკერდის კუნთების კედლებზე გავლენას ახდენს. ამის თავიდან ასაცილებლად ვარჯიშის დროს მხარდამჭერი სპორტული ბიუსჰალტერი ჩაიცვით.

6. თქვენი მკერდი კუნთებს ჭიმავს

დიდი მკერდი მხარდამჭერ კავშირებს წელავს, რაც კისრის, ზურგის და მხრების ტკივილს იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად, მხარდამჭერი სპორტული ბიუსჰალტერი ჩაიცვით.

7. თქვენი ბიუსჰალტერი შეუსაბამო ზომისაა

ეს უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ფიქრობთ! გაზომეთ საკუთარი თავი და დარწმუნდით, რომ საჭირო ზომის ბიუსჰალტერი გაცვიათ, რომელიც თქვენს მკერდს მხარს უჭერს.

8. სიმძიმეებს ხშირად ატარებთ

მძიმე ჩანთის ან ზურგჩანთის ხშირი ტარება მკერდის კედლების ან გვერდების ტკივილს იწვევს – რაც შეიძლება მკერდის ტკივილში აგვერიოს.

9. თქვენ მჯდომარე სამსახური ან ცუდი დგომა გაქვთ

ცუდი დგომა ან მჯდომარე სამსახური დაძაბულობას და მკერდის ტკივილს იწვევს. პოზას ყურადღება მიაქციეთ, არ მოიხაროთ და სწორად დაჯექით. შესაძლოა, სკამის შეცვლა ღირდეს.

10. თქვენ ორსულად ხართ

ესტროგენის და პროგესტერონის ცვლილებები, რომლებიც მკერდში რძის წარმოებაზე გავლენას ახდენენ, შეიძლება მკერდის ტკივილის მიზეზი გახდეს. ეს ჩასახვიდან ორი კვირის შემდეგ შეიძლება დაიწყოს.

11. თქვენ სტენოკარდია გაქვთ

მკერდში ტკივილი შეიძლება მხოლოდ ერთ მხარეს იყოს ლოკალიზებული. განსაკუთრებული ყურადღება მარცხენა მხარეს გაჩენილ ტკივილს მიაქციეთ. ხშირად ამ ტკივილით გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება ინიღბება, როგორიცაა სტენოკარდია ან ინფარქტი. ასეთ ტკივილებს ხშირად ზეწოლის ან მოჭერის ეფექტი ახლავს.

როგორც ხედავთ, მკერდში ტკივილის გამომწვევი ბევრი მიზეზი საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა სჯობს ექიმს აუცილებლად მიმართოთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.