Connect with us

სხვა

11 მარტივი კონცეფცია, რომლებიც ერთმანეთში გვერევა

11 მარტივი კონცეფცია, რომლებიც ერთმანეთში გვერევა

არსებობს ისეთი ნივთები, რომელთა დასახელებას მუდმივად ერთმანეთში ვურევთ. ზოგიერთი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან გვერევა, ხოლო ზოგი სხვადასხვა სფეროში პროგრესის წყალობით გაჩნდა. თუ ეპილაციასა და დეპილაციას შორის განსხვავებას ვერ ხედავთ, ეს სტატია თქვენთვის არის.

თქვენთვის შევაგროვეთ სიტყვების წყვილი მსგავსი მნიშვნელობით, თუმცა მცირედი განსხვავებით და მოდით ერთად გავერკვეთ, თუ რა არის რა.

დეპილაცია /  ეპილაცია

დეპილაცია და ეპილაცია სხეულიდან არასასურველი თმის მოშორების პროცესებია.

დეპილაცია გთავაზობთ თმის მოშორებას მხოლოდ ზედაპირიდან, თმის ფოლიკულების დაზიანების გარეშე. ასეთი პროცედურის შედეგ თმის სტრუქტურა არ ირღვევა. მისი ეფექტი რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება. დეპილაციას მიეკუთვნება საპარსი და თმის მოსაშორებელი სპეციალური კრემის გამოყენება.

ეპილაცია – თმის, მათ შორის ძირის ნაწილის, მოსაშორებლად, უფრო ღრმა პროცედურა არის. ეპილაციის დროს თმის ფოლიკული ირღვევა. ეფექტი რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გრძელდება. აქ შედის ისეთი პროცედურებია, რომლებიც სალონში კეთდება: ცვილით ეპილაცია, შაქრით ეპილაცია, ლაზერული ეპილაცია და ა.შ.

ფსიქოთერაპევტი /  ფსიქიატრი / ფსიქოლოგი

ფსიქოლოგი – სპეციალისტი, რომელსაც ჰუმანიტარული განათლება აქვს. ჩვეულებრივ პრაქტიკული ფსიქოლოგიის ერთი მიმართულებით მუშაობს. მაგ., ბავშვების ფსიქოლოგი. ჯანმრთელ ადამიანებთან მუშაობს.

ფსიქიატრი – ნამდვილი ექიმი სამედიცინო განათლებით და ფსიქიკური აშლილობის სფეროში სპეციალური მომზადებით და მათი მკურნალი.

ფსიქოთერაპევტი შეიძლება იყოს ფსიქიატრი ან ფსიქოლოგი, რომელმაც ფსიქოთერაპიული დახმარების სფეროში დამატებითი განათლება მიიღო. კლიენტებს მსუბუქი და საშუალო სირთულის პრობლემასთან გამკლავებაში ეხმარება. მაგ., ფსიქომატოზური დარღვევები, დეპრესია, კვების დარღვევა, ფობიები.

ანტიპერსპერანტი / დეოდორანტი

დზოდორანტი და ანტიპერსპერანტი იღლიის ქვეშ უსიამოვნო სუნის გაქრობაში გვეხმარებიან. თუმცა მათ სხვადასხვა ამოცანა აქვთ.

ანტიპერსპერანტი ფორებს შემკვრელი საშუალებით კეტავს და ამით ოფლის გამოდევნას ხელს უშლის.

დეოდორანტი ოფლის სუნს აქრობს, რომელიც უკვე იღლიის ქვეშ არის გამოსული, ასევე ბაქტერიებზე, როგორც ანტისეპტიკი, ისე მოქმედებს.

დეზინფექცია / სტერილიზაცია

დეზინფექცია მიმართულია იმისკენ, რომ მიმდებარე ობიექტებზე პათოგენური მიკროორგანიზმების რაოდენობა შეამციროს. აქ შედის მიკრობების მექანიკურად მოშორება, (განიავება, გაფერთხვა, ზედაპირის გადაწმენდა), მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება (მაგ., დუღილი), ქიმიკატები (ქლორი, სპირტი და ა.შ.).

სტერილიზაცია აბსოლუტურად ყველა მიკროორგანიზმს, არ აქვს მნიშვნელობა მიკროორგანიზმი მავნეა თუ არა,  კლავს. გამოყოფენ სტერილიზაციის ფიზიკურ მეთოდებს (თერმული დამუშავება, რადიაცია და ფილტრაცია) და ქიმიური (გამოიყენება აირისებრი და თხევადი ნივთიერებები – სტერილანტი).

კონსილერი / კორექტორი

ეს საშუალებები სახის ნაკლის დაფარვაში გვეხმარება.

კონსილერი ნაკლის მსუბუქი დაფარვისთვის გამოიყენება. ის თვალის ქვეშ წრეებს ადვილად უმკლავდება. მისი დახმარებით შეგიძლიათ ტუჩის კონტური გამოყოთ, მაკიაჟის გაკეთების დროს დაშვებული შეცდომები შენიღბოთ. მას საკმაოდ მსუბუქი ტექსტურა აქვ და სახეზე ტონალური კრემის წასმის შემდეგ ისმება.

კორექტორი სერიოზული ნაკლის შესანიღბად გამოიყენება: აკნე, პიგმენტური ლაქა, სიწითლე. სწორედ ამიტომ მას უფრო სქელი ტექსტურა აქვს. კორექტორს ფერების უფრო ფართო სპექტრი აქვს: მაგ., მწვანე ფერის კორექტორი წითელი ფერის აკნეს ნიღბავს, ეს საშუალება ტონალური კრემის წასმამდე უნდა დაიტანოთ.

აეროპორტი / აეროდრომი

აეროდრომი – თვითმფრინავების ასაფრენად და მისაღებად სპეციალური ტექნიკით არის აღჭურვილი. ის ასაფრენ ბილიკზე არის განლაგებული (შედგება ასაფრენ-დასაფრენი ხაზით და თვითმფრინავების დასაყენებელი ადგილით).

აეროპორტი – არის კომპლექსური შენობა, რომელიც მოიცავს მგზავრების მისაღებს, ტექნიკური მომსახურებას, თვითმფრინავების საწვავის ადგილს, სადაც აეროდრომი მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილია. როგორც, მაგ., აერო სადგური – შენობა, სადაც მგზავრი თავის რეისს ელოდება.

თმის კონდიციონერი / თმის ბალზამი

კონდიციონერი თმას გარემოს მავნე ზემოქმედებისა და თერმული დამუშავებისგან იცავს, სტატიკურ დაძაბულობას ხსნის. ის თმას აწეპებს და დამცავი ფენით ფარავს. თმა დამჯერი ხდება და ადვილად ივარცხნება. კონდიციონერი ძირების გარდა თმის მთელ სიგრძეზე ისმევა და იმწამსვე ჩამოიბანება

ბალზამი დაცვის გარდა, თმას კვებას და რომელიმე პრობლემას აღმოფხვრის. მის შემადგენლობაში შედის სასარგებლო ნივთიერებები (ზეთები, მინერალები და ა.შ.), რომელთა დახმარებით თმას არბილებს და ტენიანობით ავსებს. ბალზამი ძირების ჩათვლით მთელ სიგრძეზე ისმება და დაახლოებით 4 წუთით უნდა გაიჩეროთ.

სანელებელი / სუნელი / მოსართავი

სანელებელი – მზარეულების კლასიფიკაციის გამოყენებით – ეს არის მცენარე, რომელიც კერძს არომატს სძენს. ასევე მას შეუძლია საკვებს ცხარე, მომწარო გემო მიანიჭონ. აქ შედის არომატული ფოთლები, ფესვები, ნაყოფი, მწვანილი, ზოგიერთი ბაღის მცენარე. სწორედ სანელებლებს ხშირად სუნელებს ვუწოდებთ. სანელებლების მაგ: კოჭა, წიწაკა, დაფნის ფოთოლი, კამა, ბაზილიკა, ხახვი, ნიორი და ა.შ.

სუნელებს ამატებენ გემოს გასაძლიერებლად (ძმარი, ლიმონმჟავა), გემოს ხარისხის შესაცვლელად (მარილი, შაქარი) ან კონსისტენციის შესაცვლელად (საფუარი, სახამებელი). გასაოცარია, მაგრამ სუნელებს მიეკუთვნება ალკოჰოლი, სოდა, ჟელატინი, ბორის მჟავა და სხვა.

მოსართავი – უფრო ფართო კონცეფციაა. აქ შედის სანელებლებიც და სუნელებიც. ან შეიძლება არ შედიოდეს: როცა სოკოს არაჟანს ვასხამთ, არაჟანი მოსართავი ხდება. აქ შედის ყველა სახის სოუსი, კეტჩუპი, მშრალი სანელებლების და სუნელების ნარევი. მოსართავი გემოს ფორმირებისთვის არის საჭირო, მაგრამ ცალკე პროდუქტი არ მიეკუთვნება – ეს ერთგვარი კოქტეილია სხვადასხვა დანამატებით.

სახელმწიფო გადატრიალება / რევოლუცია

ორივე მოვლენა ადამიანის მიერ არის მართული, რომ ქვეყნის ცხოვრებაში ცვლილებები განხორციელდეს.

სახელმწიფო გადატრიალება – მთავრობის ძალადობრივი გზით შეცვლას წარმოადგენს, რომელსაც ადამიანთა ჯგუფი ახდენს.

რევოლუცია – უფრო რთული და ძლიერი პროცესია. მას შედეგად ცხოვრების ყველა სფეროში რადიკალური ცვლილებები მოსდევს, ზოგჯერ უკვე არსებული შენობების დანგრევა და ახლის აშენება.

სუნამო / პარფიუმის წყალი / ტუალეტის წყალი

სუნამო – უფრო ძვირი სიამოვნება არის. ყველაფერი იმიტომ, რომ ერთი ფლაკონის შემადგენლობაში სუნამოს ნივთიერება 20-30%-ს შეადგენს. სწორედ ამიტომ სუნამო მინიმალური გამოყენების შემთხვევაშიც კი მდგრადი არომატით გამოირჩევა. ფლაკონები ტრადიციულად ძალიან კომპაქტურია.

პარფიუმის წყალი – მსუბუქი დღის სუნამოა, რომლის შემადგენლობაშიც სუნამო 12-20%-ია, ხოლო 90% სპირტია. აქ არომატის „გული“ მკვეთრად გამოხატული არის, მაგრამ შლეიფი სუსტია.

ტუალეტის წყალი მხოლოდ 6-12% არომატს და 85% სპირტს შეიცავს. განკუთვნილია დღეში რამდენჯერმე გამოყენებისთვის და ცხელი კლიმატისთვის გამოდგება.

მცენარეული ზეთი / მზესუმზირას ზეთი

მცენარეული ზეთი – პროდუქტი, რომელიც ზეთოვანი კულტურის თესლისგან მიიღება. აქ შედის მზესუმზირა, ზეითუნი, რაფსი, ქუნჟუტი, არაქისი, სიმინდი. მცენარეული ზეთი არა მხოლოდ სამზარეულოში, არამედ ინდუსტრიაში. მაგ., რაფსის ზეთს საპონსა და საღებავებს უმატებენ.

მზესუმზირას ზეთი – ეს მცენარეული ზეთის ერთ-ერთი სახეობა არის. მას მზესუმზირას თესლისგან ამზადებენ. ის ყველაზე უფრო პოპულარულია არის, კერძების შესაწვავად და მოსართავად გამოიყენებენ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.