Connect with us

საკითხავი

11 ბრწყინვალე კომედია, რომ უბრალოდ გულიანად იცინოთ

11 ბრწყინვალე კომედია, რომ უბრალოდ გულიანად იცინოთ

რთული სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, უკანასკნელი რაც გვინდა არის მაღალი გრძნობებით აღსავსე მელოდრამით ან დეტექტივით ტვინის გაბურღვა. თქვენ უბრალოდ საინტერესო, მსუბუქი და სასაცილო ფილმების ყურება გსურთ.

თქვენთვის 11 ბრწყინვალე კომედია შევარჩიეთ, რომ გულიანად გაიცინოთ და ამქვეყნად ყველა პრობლემა დაივიწყოთ.

კარგი ბიჭები /The Nice Guys

დაქირავებული მცველი და კერძო დეტექტივი იძულებულნი არიან ერთად იმუშაონ, რომ დაკარგული ქალის საქმე გახსნან, რომელიც საუკუნის დანაშაულად იქცა. ორივეს გამოძიების თავისი მეთოდი აქვთ, რის გამოც მუდმივად სხვადასხვა სიტუაციაში ვარდებიან. შესანიშნავი მსახიობები, 70-იანი წლების ატმოსფერო და თანამედროვე საუნდტრეკი.

ჯაშუში / Spy

ერთი შეხედვით ფუმფულა და უცნაური სიუზანი არის ადამიანი, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტის როლს ყველაზე ნაკლებად შეესაბამება. მაგრამ როცა მთელი სამყარო საფრთხის წინაშე დგება, სამყაროს გადარჩენას მის გარდა ვერავინ შეძლებს. მელისა მაკკარტი, ჯეისონ სტეტჰემი და ჯუდი ლოუ ამ ჯაშუშურ ფილმში განსაკუთრებით ბრწყინვალე არიან.

დაცვა / The Guard

ქალები, სასმელები და მხიარული ხუმრობები – აი რა აბედნიერებს ირლანდიელ პოლიციელს, ოფიცერ ჯერი ბოილს. მისი მშვიდი ცხოვრება ირღვევა, როცა ქალაქში გამოძიების ფედერალური სააგენტოს აგენტი ჩამოდის. ერთად ისინი ნარკომოვაჭრეების დაჯგუფების დევნას დაიწყებენ. წარმოუდგენლად ფერადი კომედია გემრიელი ხუმრობებით.

პოლიციელები ქვედაბოლოებში / The Heat

ფედერალური სააგენტოს აგენტს და ბოსტონის პოლიციელს საპასუხისმგებლო ამოცანის შესრულება დაევალათ: სასტიკი ნარკობარონის პოვნა და მისი განარიაღება. ფილმში ქალები ცეცხლს ანთებენ, თავიანთ წარმოუდგენელ კომედიურ ნიჭს ავლენენ. მათი თავგადასავლების ყურება ერთი დიდი სიამოვნებაა.

გოგონა კომპლექსის გარეშე  /  Trainwreck

ემას სერიოზული ურთიერთობა არასდროს ჰქონია. როგორც მამაკაცების გამოცემის თანამშრომელს სპორტსმენების ექიმის არონას შესახებ სტატიის დაწერა დაავალეს. ეს შეხვედრა ემას ცხოვრებას სრულად შეცვლის. ხუმრობები და არანაირი კომპლექსი, არანაირი შეზღუდვები!

გაიქეცი მსუქანა, გაიქეცი / Run, Fatboy, Run

წარუმატებელმა და ნაკლებად სპორტსმენმა დენის დოილიმ ლონდონის მარათონზე უნდა გაირბინოს. მან ლიბის პატივისცემა და სიყვარული კვლავ უნდა მოიპოვოს. გოგონასი, რომელიც ოდესღაც ჯვრისწერის დროს მიატოვა. თანაც ორსული! ეს ყველაფერი საშინლად სევდიანი იქნებოდა, რომ არა სასაცილო სცენები.

სიყვარული ზომების გარეშე / Un homme a la hauteur

დაკარგული მობილური დიანასთვის არაჩვეულებრივი ადამიანის, ალექსანდრეს გაცნობით შემოუტრიალდება. ის ჭკვიანი, დაუღალავი და საოცრად მიმზიდველია. მას შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს და თითქოსდა ნაკლი არ გააჩნია, ერთის გარდა. მისი სიმაღლე – 1 მეტრზე ოდნავ მეტია. სასაცილო სიტუაციები და წმინდა ფრანგული იუმორი.

თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ / Just Go with it

მთავარი გმირი დენი პალმერს ხვდება და შთაბეჭდილების მოსახდენად არ არსებულ ცოლზე და ოჯახური ცხოვრების ტვირთზე უყვება. ახლა პალმერს მის ცოლთან გაცნობა სურს და დენი თავის თანამშრომელს კეტრინს და მის ბავშვებს დროებით ოჯახის როლის თამაშს სთხოვს. კეთილი და მსუბუქი კომედია.

ვითომ მაგარი პოლიციელები / Hot Fuzz

პოლიციელი ნიკოლი ლონდონიდან პატარა ქალაქ სენდფორდში გადაჰყავთ, სადაც ცხოვრების მშვიდ ტემპს და ოდნავ სულელ მეწყვილეს დენის უნდა შეეგუოს.. ძალიან მალე მკვლელობები სერია დაარწმუნებს, რომ მისი ადგილი არც თუ ისე უსაფრთხოა. მკვლელი ინგლისური იუმორი და მხიარული წყვილი – საიმონ პეგი და ნიკ ფროსტი – მოწყენის საშუალებას არ მოგცემენ.

წინადადება / The Proposal

ფილმის მთავარი გმირი ქალი – არის უფროსი, რომელსაც ქვეშევრდომები ვერ იტანენ. როცა მას კანადიდან გაძევება ემუქრება, გადაწყვეტს დაუყონებლივ ახალგაზრდა ასისტენტს დაუმეგობრდეს და მასთან ფიქტიურად დაქორწინდეს. აი, ასეთი მხიარული და რომანტიული კომედია ბევრი სასაცილო მომენტით.

წვეულება ვეგასში / The Hangover

ფილმი გიჟურ. წინა საქორწილო წვეულებაზე. გმირები იმდენად შორს წავიდნენ, რომ ღამე დაუვიწყარი გახდა, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით და დილით ნაწილ-ნაწილ მოგონებების გახსენება მოუწევთ. რატომ არ აქვს ერთ-ერთს კბილი და სად გაქრა საქმრო?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement