ჯანმრთელობა
103 წლის ინდრა დევი: “არ დალიოთ წყალი ჭამის დროს, ეს კუჭის წვენს აზავებს!”
ცხოვრების ხანგრძლივობაზე სამი ძირითადი ფაქტორი ახდენს გავლენას: გარემო, გენეტიკა და ცხოვრების წესი. უფრო დიდხანს რომ ვიცოცხლოთ, ორი მათგანის შეცვლა შეგვიძლია: სხვა, უკეთეს პირობებში გადასვლა საცხოვრებლად და ცხოვრების წესის შეცვლა. დღეგრძელობის პრობლემა კაცობრიობას უკვე დიდი ხანია აწუხებს, თუმცა, ჯანმრთელობის მიმართ სერიოზულ დამოკიდებულებაზე უფრო უკეთესი გადაწყვეტილება ჯერაც არ მოუფიქრებიათ.
დღეგრძელობის რეცეპტი
მსოფლიოში ცნობილი ევგენია პეტერსონ-ლაბუნსკაია იოგამ ჯერ კიდევ უნივერსიტეტში გაიტაცა. ინდოეთში პირველად მოხვედრისას, გოგონამ გადაწყვიტა, რომ იოგა – ესაა ცხოვრებისეული გზა. მაშინ ევგენიამ თავისთვის მოიგონა ფსევდონიმი – ინდრა დევი, რაც ითარგმნება, როგორც “ზეციური ქალღმერთი”. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ინდრა დევი იცავდა კვების მარტივ წესებს, რომლებიც მას 103 წლამდე მიღწევაში დაეხმარა. ინდრა დევი დარწმუნებული იყო, რომ დღეგრძელობის გასაღები სწორედ სწორ კვებაშია.
როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე
1. უარი თქვით ყინულიან წყალზე. ცივი წყალი არღვევს კუჭის წვენის ცირკულაციას და ართულებს მონელებას. განსაუთრებით გვვნებს ცხიმიან საკვებზე ცივი წყლის დაყოლება.
2. დილაობით მიირთვით 1-2 ჭიქა წყალი. ძილის დროს ყველა ორგანო აგრძელებს მუშაობას და ორგანიზმს სითხის მარაგის შევსება ესაჭიროება. ქრონიკული დაღლილობა, შაკიკი შეიძლება ორგანიზმში სითხის უკმარისობაზე მიუთითებდეს. ამიტომ, დღის განმავლობაში მიირთვით მინიმუმ 5 ჭიქა სუფთა წყალი.
3. დალიეთ წყალი აუჩქარებლად, ნუ დალევთ ძალით. ყოველ ორგანიზმს სხვადასხვა რაოდენობის სითხე სჭირდება.
4. არ დალიოთ წყალი ჭამის დროს, თუ მეტაბოლიზმის შენელება არ გსურთ. უმჯობესია, წყალი ჭამამდე 20 წუთით ადრე და 40 წუთით გვიან დალიოთ. თუ წყალს ჭამამდე დალევთ, ეს ზედმეტი საკვების მიღებისგან დაგიცავთ.
5. დალიეთ ნაკლები ხილის წვენი – ისინი ვერ მოგიკლავთ წყურვილს. იდეალში, ჩაანაცვლეთ წვენი ახალი ხილით.
6. ადუღებული წყალი რამდენჯერმე გადაასხით ერთი ჭურჭლიდან მეორეში – ასე მას გააცოცხლებს და ორგანიზმს სიმხნევეს მიანიჭებთ.
7. თუ ბოსტნეულის წვენის მომზადება გიყვართ შინ, დაუმატეთ მას ერთი კონა ბოლქვოვანი ბოსტნეულის ფოთლები. მცენარის სწორედ ეს ნაწილი შეიცავს ვიტამინების მაქსიმუმს.
8. მინიმუმამდე დაიყვანეთ ყავის, ჩაისა და ალკოჰოლის მოხმარება. უპირატესობა მიანიჭეთ ბალახის ჩაისა და რძეს. ეს სასმელები გაწმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, ყავისა და ალკოჰოლისგან განსხვავებით. ასევე, უნარჩუნებს კბილებს სითეთრეს.
9. რძე – ეს საკვებია და არა სითხე. გახსოვდეთ ამის შესახებ, როცა წახემსება მოგინდებათ.
10. გაითვალისწინეთ მთლიანი ორგანიზმის თავისებურება მაღაზიაში პროდუქტის შეძენისას. შეიძინეთ ის, რისი ათვისებაც თქვენს ორგანიზმს შეუძლია, და რაც მას ძალებსა და ენერგიას მიანიჭებს.
11. შეცვალეთ თეთრი ბრინჯი, შაქარი, კონსერვები, ტკბილი ნამცხვრები ყავისფერი შაქრით, ყავისფერი ბრინჯით, სრულმარცვლოვანი პურითა და თაფლით.
12. ყოველთვის კარგად დაღეჭეთ საკვები. გაგიკვირდებათ, რამდენად ცოტა იქნება საჭირო დასანაყრებლად. თვითშეგრძნებაც მხოლოდ გაუმჯობესდება და არც კუჭის აშლილობა დაგემუქრებათ.
13. ძველი პური უფრო სასარგებლოა, ვიდრე ახალი. ის კარგად უნდა დაღეჭოთ და არ დააყოლოთ სითხე.
14. მიირთვით ნაკლები პროდუქტი სახამებლის შემცველობით და არავითარ შემთხვევაში არ შეურიოთ ერთმანეთს. არასდროს დააყოლოთ კარტოფილს პური.
15. საკვები სტრესულ სიტუაციაში ორგანიზმის ინტოქსიკაციას იწვევს. მოერიდეთ ასე ჭამას.
16. ჭამის დროს მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს და, საერთოდ, კარგი იქნება, თუ უხმოდ შეჭამთ.
17. არასდროს გაათბოთ ცხიმიანი საკვები რამდენჯერმე, განსაკუთრებით, უკვე გამოყენებულ ზეთზე. ყოველ ჯერზე, ასეთი საკვები სულ უფრო მავნე ხდება. უმჯობესია, საკვები ხელახლა მოამზადოთ, რადგან მისგან ვერც სარგებელს და ვერც გასტრონომიულ სიამოვნებას ვერ მიიღებთ.
აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები, რათა შეძლოთ ცხოვრებით ტკბობა გაცილებით მეტხანს. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მათაც, ვისი სიცოცხლის გახანგრძლივებაც გსურთ.