Connect with us

სხვა

100 რამ, რომელსაც ჩემს შვილს ვასწავლი

ბავშვების აღზრდა – იოლი საქმე არ არის, ხოლო გოგონას აღზრდა კიდევ უფრო რთულია. სწორედ ამიტომ მსურს გაგიზიაროთ რჩევები, რომლებიც ბებომ დედაჩემს მისცა და მან კი მე გადმომცა. როცა მეყოლება ამ ყველაფერს ჩემს გოგონას აუცილებლად ვასწავლი.

  • შენ ყოველთვის გემასოვრება შენი პირველი, ამიტომ ბრძნულად აირჩიე.
  • იყავი მკაცრი საკუთარ თავთან როდესაც საქმე მართლწერასა და გრამატიკას ეხება, მაგრამ, იყავი დამთმობი სხვების მიმართ იმავე საკითხებში.
  • არასდროს გამოტოვო საუზმე
  • გარშემო შენზე ჭკვიანი ხალხი შემოიკრიბე
  • გახსოვდეს, რომ ადამიანები მეორე შანსს იმსახურებენ. მაგრამ, მესამესა და მეოთხეს არასდროს.
  • გაბედე თმის მოკლედ შეჭრა, ისინი კვლავ გაიზრდებიან.
  • თუ ვინმე გეუბნება, რომ არ შეგიძლია რაიმეს გაკეთება რადგან გოგო ხარ – შეძელი ეს და გააკეთე კარგად!
  • იცოდე შენი შესაძლებლობების საზღვრები და გაზარდე ისინი – გარდა იმ შემთხვევისა როცა საქმე ალკოჰოლს ეხება.
  • გამოიყენე მზისგან დამცავი კრემი.
  • არასდროს იმართლო თავი იმის გამო თუ როგორი ხარ.
  • არ მოკმიჩო იმაზე მეტი ვიდრე დაღეჭვას შეძლებ.
  • იცეკვე როცა გსურს.
  • ზოგჯერ პრობლემები გადაულახავად მოგეჩვენებათ, მაგრამ მათ აუცილებლად გაუმკლავდები.
  • არასდროს იცი როდის მოგიწევს ცრემლის შემშრალება, ამიტომ ყოველთვის იქონიე თან ცხვირსახოცი.
  • დალიე წყალი, თითქოს ის დედამიწაზე ყველაზე გემრიელი სასმელია.
  • პიცა – ყოველთვის კარგი იდეაა
  • დასაძინებლად ადრე დაწექი.
  • მზესთან ერთად გაიღვიძე.

  • გახსოვდეს, რომ შინაური ცხოველები – ცხოვრებისეული პასუხისმგებლობაა
  • ისწავლე “არას” თქმა.
  • შეიყვარე ფეხით სიარული
  • გახსოვდეს, რომ შენი წონა შენ არ განგსაზღვრავს.
  • არავინ უნდა დაიმსახუროს შენი პატივისცემა. ამას ისედაც ყველა ადამიანი იმსახურებს – მიუხედავად იმისა თუ ვინ არის ის.
  • შენ შენს გარეგნობასა და დიპლომზე მეტი ხარ.
  • აირჩიე კომფორტული და არა ლამაზი.
  • ღიმილი – საუკეთესო აქსესუარია
  • თუნდაც ძალიან მაღალი იყო – არ შეგრცხვეს ქუსლიანების ჩაცმა.
  • იკითხე. იკითხე ბევრი. იკითხე ის წიგნებიც, რომლებსაც ჯერ ვერ გაიგებ. ოდესმე გაიგებ მათ.
  • დაიწყე კლასიკის კითხვით. მან ბევრ ეპოქებს გაუძლო.
  • არასდროს შეგრცხვეს შენი აზრის, სხვის გამო. ყოველთვის მოიპოვება ადგილი რამდენიმე ადამიანის აზრისათვის.
  • ნორმალურია – გიყვარდეს ვარდისფერი ნივთები და ამავდროულად სათამაშო სატვირთო მანქანებით თამაშობდე.
  • განახორციელე ცხოვრებაში სცენა ფილმიდან – გაისეირნე პლაჟზე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, მასთან ერთად ვინც გიყვარს, თუნდაც ცხოვრებაში ერთხელ.
  • ამ სამყაროში ბევრი ცუდია, თუმცა კარგი – უფრო მეტია.
  • გქონდეს უკეთესის იმედი, მაგრამ, იყავი მზად უარესისთვის.
  • ხილი – შენი საუკეთესო მეგობარია.
  • უარი თქვი კოლაზე.
  • ისწავლე ლამაზად საუბარი.
  • დარდს, მრისხანებას და ტკივილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მიზეზი.
  • არ დაგავიწყდეს კბილის გაწმენდა.
  • იმოგზაურეთ.
  • სადაც არ უნდა აღმოჩნდეთ, იურთიერთეთ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან.
  • ცურვის ცოდნა – ჰობი არ არის, ის აუცილებელი ცხოვრებისეული უნარია.
  • ნუ შეგეშინდება დახმარების თხოვნის.
  • ნუ მისცემთ უფლებას სკოლას, რომ ის თქვენი ცხოვრები საუკეთესო ნაწილი ან ყველაზე ცუდი იყოს.
  • დაიკარგე ქალაქში რომელიშიც ადრე არასდროს ყოფილხარ, თუმცა იყიდე რუკა – ყოველი შემთხვევისთვის.
  • სადაც უნდა მიდიოდე, შეამოწმე, რომ სასიამოვნო სუნი აგდიოდეს.
  • ისწავლე უცხო ენაზე სრულყოფილად საუბარი.
  • იყავი დამოუკიდებელი.
  • გაიცანი ის ვინც, ისე გაგაცინებს, რომ სახე აგტკივდება და ეცადე არასდროს დაკარგო ასეთი ადამიანი.

  • არ იყო მიამიტი.
  • გახსოვდეს, რომ შეგიძლია – მე ყველაფერი მომიყვე.
  • დაკავდი სპორტით.
  • რჩევა კიტხე მას, ვისაც ავტორიტეტად თვლი. თუ ის ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებს, ე.ი. ავტორიტეტი არ არის.
  • თუ მოწყენილი ხარ, გამოაცხვე ორცხობილები. თავს უკეთ იგრძნობ.
  • ავტორიტეტები ეჭვქვეშ დააყენე.
  • არ ღირს დიდი პლედის, ცხელი კაკაოს რგოლებისა და კარგი ფილმის ძალის ვერ შეფასება.
  • არასდროს დალიო და არ იმოძრაო ერთდროულად.
  • არასდროს დალიო საჭესთან.
  • შეფასებები ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის. მხოლოდ ცოდნა დაგეხმარება ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნაში…
  • დარწმუნდი, რომ გაიგე კითხვა, სანამ მას უპასუხებ.
  • ტატუ – სამუდამოა.
  • ისწავლე დროით ტკბობა, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები.
  • იყავი ჩაფირებული.
  • არ შეგეშინდეს წითელი ტუჩსაცხის ტარება.
  • იყავი მზად – ყველაფრისთვის.
  • არასდროს გააცდინო მეცადინეობა.
  • ჩემი ჩახუტება უფასოა და შენთვის 24/7-ზე შესაძლებელია.
  • დაიწყე ფულის გადადება – რაც შეიძლება ადრე.
  • გამორთე ტელეფონი და დღე მის გარეშე გაატარე. გახსოვდეს, ყველაზე დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ჩვეულებრივ იმ დროს უკავშირდება, რომელიც სუფთა ჰაერზე გაატარე.
  • გახსოვდეს, რომ სილამაზე შეფარდებითია.
  • იხტუნე სასტუმროს საწოლზე.
  • სადაც არ უნდა წახვიდე, გახსოვდეს საიდან მოდიხარ!
  • ყოველთვის აიღე ის, რასაც იმსახურებ.
  • სხვის გრძნობებს გაუფრთხილდი.
  • კრიტიკა გამოწვევად მიიღე და დაამტკიცე, რომ ცდებიან!
  • დაინახე განსხვავება სწავლასა და შესწავლას შორის.
  • ისწავლე დაკვრა მინიმუმ 1 ინსტრუმენტზე.
  • იყიდე შენი ზომა ტანსაცმელი და არა ის ზომა რომლის ქონასაც ვარჯიშისა და დიეტის შემდეგ აპირებ.
  • დაიტენიანე კანი.
  • სახე დღეში ორჯერ დაიბანე: დილით და საღამოს.
  • ერთადერთი საშუალება სადმე მოსახვედრად – მასი მიმართულებით გაცურვაა.
  • მე მეყვარები მიუხედავად იმისა, თუ ვინ გეყვარება შენ.
  • შეგიძლია მიწოდო საუკეთესო მეგობარი, იმიტომ, რომ შენ ყოველთვის ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნები.
  • დაარტყი როგორც გოგომ, გაიქეცი როგორც გოგო და იჩხუბე როგორც გოგომ და ამ ყველაფერში ვგულისხმობ – გამარჯვებას!
  • შენ არასდროს იქნები იმდენად დიდი რომ შენთვის “ჩემი გოგონას” დაძახება შევწყვიტო.