Connect with us

ჯანმრთელობა

10 შოკისმომგვრელი ფაქტი ბანანის შესახებ

ბანანი ერთ-ერთი ორგანული პროდუქტია, რომელიც მინერალური ნივთიერებებით და ვიტამინებით წარმოუდგენლად მდიდარია.

ის ერთ-ერთ სუპერ პროდუქტად ითვლება იმ ფაქტის გამო, რომ პლანეტაზე არსებობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი საშუალებაა და უამრავი სამედიცინო უპირატესობა გააჩნია.

ბანანი თქვენი რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს, რადგან ჯანმრთელობისთვის ბევრ უპირატესობას გვთავაზობს. ის დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ:

  • დილის სისუსტეს
  • სიბრმავეს
  • დიაბეტს
  • ოსტეოპოროზს
  • დეპრესიას
  • თირკმლების სიმსივნეს

ბანანი ასევე სასარგებლოა ტვინის ფუნქციების გასაზრდელად. ფაქტიურად, უფრო ჭკვიანს გაგხდით.

კალციუმის დაკარგვას ხელს უშლის

ბანანი ორგანიზმში კალციუმის დაკარგვას აფერხებს, რაც ძვლების და კბილების მიერ ამ მინერალის უკეთ ათვისებას ხელს უწყობს. ამრიგად, ისინი უფრო ძლიერდებიან.

თქვენ უფრო ჭკვიანს გხდით

როგორც უკვე აღინიშნა, ბანანი ტვინის ფუნქციებს, კოგნიტურ შესაძლებლობებსა და ლოგიკურ აზროვნებას სტიმულირებს. ამას კი მასში შემავალი კალციუმის დიდი შემცველობა იწვევს, რომელიც ტვინის სწორად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

თირკმლის სიმსივნის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ

ადრეც ითქვა, რომ ბანანი კალციუმის ათვისების გაძლიერების უნარის წყალობით  თირკმლის სიმსივნეს აფერხებს, ამით თირკმლებში კენჭების წარმოქმნასაც ხელს უშლის. ბანანი კბილების და ძვლების ჯანმრთელობას ხელს უწყობს და თვალებს ყვითელი ფერის დეგენერაციისგან იცავს.

ბანანი ანემიასთან ბრძოლის დროს დაგეხმარებათ

ბანანი მდიდარია რკინით, რომელიც თქვენს სისხლს სტიმულირებს და ანემიასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.

სწორ საჭმლის მონელებას ხელს უწყობს

ბანანი უჯრედისით მდიდარია. ის დისპესიის და ყაბზობის დროს დაგეხმარებათ და ნაწლავების მუშაობას დაარეგულირებს.

სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს

ბანანი სისხლში შაქრის დონის დარეგულირებაში დაგეხმარებათ და ეს კარგია იმ შემთხვევაში, თუ დიაბეტი გაწუხებთ. ასევე დეპრესიას, წინა მენსტრუაციული სინდრომის სიმპტომებს ებრძვის და ზოგადად, განწყობას აუმჯობესებს.

გულის შეტევისა და ინსულტისგან დაგიცავთ

ბანანის ხშირი მოხმარებით, თქვენ გულის შეტევის ან ინსულტის განვითარების რისკებს ამცირებთ. ეს გამოწვეულია იმით, რომ ბანანი კალიუმით მდიდარია და ნატრიუმის მცირე რაოდენობას შეიცავს.

დეპრესიას ებრძვის

ბანანი მდიდარია ტრიპტოფანით, რომელიც მიღების შემდეგ სეროტონინად გარდაიქმნება. სეროტონინი ტვინის ნეირომედიატორია, რომელიც განწყობას არეგულირებს და თქვენ უფრო ბედნიერს გხდით.

ანთებას ებრძვის

ბანანი B6 ვიტამინით მდიდარია, რომელიც სახსრების ანთებასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. ის მე-2 ტიპის დიაბეტთან ბრძოლაში, თეთრი სისხლის უჯრედების წარმოებაში, ასევე ნერვული სისტემის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.

ბანანი თქვენი ენერგიის დონეს გაზრდის

ბანანის მოხმარების შედეგად თქვენი ენერგეტიკული დონე მნიშვნელოვნად გაიზრდება. ვარჯიშის დაწყებამდე  2 ბანანი შეჭამეთ, ეს სავარჯიშოდ ბევრ ენერგიას მოგცემთ.