ჯანმრთელობა
10 ხელის შემშლელი ფაქტორი იდეალური მუცლისთვის
დიეტოლოგებმა იციან, რომ არ არსებობს დიეტა და სპორტული დატვირთვა რომელიც წელისა და მუცლის სწრაფად გახდომაში დაგეხმარებათ მარგამ, ამ ზონებში ზედმეტი კილოგრამების გაჩენის მიზეზი და შემდეგ მათთვის თავის არიდება სრულიად შესაძლებელია.
ცხიმის პროცენტი თქვენს ორგანიზმში
მუცელი სხეულისგან დამოუკიდებლად არ ხდება. ამიტომ თუ მისი ზომის შემცირება გსურთ მაშინ უნდა გახდეთ რამდნიმე ეფექტური მეთოდის შეხამებით: რაციონალური დიეტით, რეგულარული დატვირთვებით და მეტი აქტიურობით. ძირითადი შეცდომა: პრესის დაყენების მცდელობა საკვები რაციონის კორექტირების გარეშე. თუ პრესის კუბები გსურთ მაშინ ცხიმიანი და კალორიული საკვები ამოიღეთ!
ვისცერალური ცხიმის ნარჩენები
პრობლემა მცირედი წონის მატების შემდეგაც შეიძლება გაჩნდეს. ვისცერალური ცხიმი შიდა ორგანობზე გროვდება და არღვევს მათ მუშაობას, სწორედ მათი შედეგია “ლუდის მუცელი”. ასეთი მუცლის მოცილებას დატვირთვა უწყობს ხელს: ველოტრენაჟორები, ცურვა და სწორი კვება. გამოიყენეთ მეტი ცილა, ხილი და ბოსტნეული, არ დაგავიწყდეთ ბევრი წყლის და ახლად დაწურული წვენების მიღებაც.
ცხიმის მახე
ქვედა მუცელში ადრენორეცეპტორი ალფა-2-ის დიდი რაოდენობაა, რომლებიც აძლიერებენ ცხიმების დაგროვებას. გაცილებით მგრძნობიარე არიან გლუკოზის მიმართ რადგან ამ ზონის კუნთებში სისხლის მიმოქცევა ძალიან მინიმალურია. ამიტომ ჭარბი კილოგრამები ამ ადგილას იოლად რჩება – ფეხებისა და თეძოების გახდომის შემდეგაც. ამ ზონიდან ცხიმის მოცილებაში მასაჟი და ფიზიკური დატვირთვა დაგეხმარებათ. ზოგჯერ საჭიროა ჰორმონების გადამოწმებაც, რადგან კორტიზოლის სიჭარბე წონის მატებას ასტიმულირებს.
აეროფაგია
კვების დროს ჰაერის ნაკადის გადაყლაპვა კუჭის ზომის გაზრდას იწვევს. ამ პრობლემაზე ხშირი ბოყინი,დისკომფორტი და ჭამის შემდეგ სლოკინი მიგვანიშნებს. ამ პრობლემის მოსაცილებლად ეცადეთ კარგად დაღეჭოთ საკვები, უარი თქვით სიგარეტსა და საღეჭ რეზინზე.
გაზების დაგროვება
კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებებმა შეიძლება ჭარბი გაზების დაგროვება და მუცლის შებერილობა გამოიწვიოს. თუ ეს პრობლემა კვირის მანძილზე არ გაივლის, მიმართეთ გასტროენტეროლოგს: ის აუცილებლად შეგიდგენთ დიეტას რომელიც ამ პრობლემისგან გიხსნით.
მუცლის შიდა წნევა
მშობიარობის, სიმძიმეებთან მუშაობის და ზოგიერთი დაავადების დროს მუცლის შიდა წნევა იზრდება, შიგნიდან ის იმ კუნთს ასუსტებს, რომელიც მუცლის ორგანებს იკავებს. ამ პრობლემის მოგვარებას სტანდარტული პრესის ვარჯიშები პირიქით აძნელებს და ართულებს მდგომარეობას. ამიტომ აჯობებს სუნთქვითი სავარჯიშო “ვაკუუმი” გააკეთოთ და სიარულისას გამართულად და მუცელ შეწეულმა იაროთ.
ანთებითი პროცესები ნაწლავში
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, კოლიტის და დისბაქტერიოზის დროს ხშირად ჩნდება შეკრულობა და ლორწოვანი გარსის ანთება. ირღვევა მოტორიკა, ფეკალური მასის დაგროვება წყლის დაგროვებას და ზომაში ზრდას პროვოცირებს. დიდი მუცლის მოსაშორებლად აუცილებლად უმკურნალეთ გამომწვევ დაავადებებს.
ჯვარედინი სინდრომი
სქოლიოზის ან ლორდოზის დროს ადამიანს უჭირს წელის სწორად დაჭერა. ხერხემლის ამ პათოლოგიის გამო ის მხრებს წინ უშვებს და იხრება, შესაბამისად სიარულის დროს მუცლის ქვედა ნაწილი და წინა კუნთი მოდუნებულია სიარულის დროს და დატვირთვა არ ადგებას. წელის ტკივილი კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას.
თუ ჯდომითი სამუშაო გაქვთ ეცადეთ ისეთი სკამი შეარჩიოთ რომელსაც მოსახერხებელი ზურგი აქვს. გააკეთეთ დაჭიმვები, სამკურნალო ფიზკულტურა და მეტი იმოძრავეთ.
წინა კედლის ჩამოწელვა
სწრაფად გახდომის ან მშობიარობის შემდეგ კუნთებს შორის ხშირად ჩნდება ცხიმის დაგროვება. ბოჭკოების ელასტიურობა ირღვევა, ისინი იწელებიან და ვერ იკავებენ ჭარბ კილოგრამებს. საკმაოდ ხშირად, ეს პრობლემა მელატონინის არასაკმარისი გამომუშავების გამო ხდება, ეს უკანასკნელი კანის ახალგაზრდობასა და სიმკვრივეზეა პასუხისმგებელი.
არასწორი მიდგომა წონმის კლებასთან
თუ გახდომა გამოწეული მუცლის გამო გადაწყვიტეთ, ამისთვის დიდი შრომა და დისციპლინა დაგჭირდებათ. მიყევით დიეტას და არ გამოტოვოთ ვარჯიშის დღეები. შედეგი იქნება კარგი ჯანმრთელობა, გამძლეობა, ძლიერი იმუნიტეტი, აქტივობა და ჰარმონიული სილუეტი.
ლამაზი მუცლის მიღება რთულია მაგრამ, სრულიად მიღწევადი!