Connect with us

თავის მოვლა

10 წლით გაახალგაზრდავება? 6 სილამაზის ხრიკი, რომლის ამაში დაგეხმარებათ

გსურთ რამდენიმე მარტივი მოძრაობით სახიდან 5 ან 10 წელი გაიქროთ? უბრალოდ, თქვენს ყოველდღიურ სილამაზის რუტინას რამდენიმე ხრიკი დაუმატეთ და საქმე გაკეთებულია!

მაკიაჟის პრაიმერი გამოიყენეთ

სანამ მაკიაჟის ბაზას წაისვამთ, სახეზე წაისვით პრაიმერი, რომელიც ყველა წვრილ ნაოჭს ამოავსებს, კანის სტრუქტურას დაარბილებს და გაათანაბრებს. თუ მხოლოდ სახის ფერის და ტონის კორექტირება გსურთ, ფერადი პრაიმერი წაისვით. თუ ნაოჭების შენიღბვა გსურთ, უპირატესობა სილიკონს მიანიჭეთ.

ჰაილაითერი გამოიყენეთ

სწორად წასმული ჰაილაითერი თვალის გარე კუთხეების ვიზუალურად აწევაში დაგეხმარებათ, რომელიც თქვენს ასაკს აააშკარავებს. ამისთვის ცოტა საშუალება წარბის ოდნავ ქვემოთ, შიდა კუთხიდან გარე კუთხისკენ წაისვით, ხაზი ოდნავ ასწიეთ. ასევე ჰაილაითერი წაისვით ლოყის ზედა ნაწილსა და ცხვირის ძგიდეზე.

წამწამების შავი ტუში ლურჯით ჩაანაცვლეთ

საეჭვოდ ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ლურჯი შეფერილობა თვალის გარსს უფრო გამოკვეთს, ხოლო თავად თვალს ბზინვარებას შემატებს. ეს ახალგაზრდობის ერთ–ერთი ყველაზე აშკარა ნიშანია.

ფრჩხილების ფორმა შეიცვალეთ

როცა მანიკიურის გაკეთებას დააპირებთ, ოსტატს სთხოვეთ, რომ თქვენს ფრჩხილებს ნუშის ფორმა მისცეს – ასე ხელი ვიზუალურად ახალგაზრდული გამოჩნდება. რაც შეეხება ლაქის ფერს, უპირატესობა კანისფერს მიანიჭეთ.

ვარცხნილობა შეიცვალეთ

თუ სწორი თმა გაქვთ, შესაძლოა, დროა ჩოლკა შეიჭრათ: პირველ რგიში, ის შუბლზე ნაოჭებს დამალავს. მეორეც, სახე ვიზუალურად უფრო ახალგაზრდულ იერს შეიძენს. თუ ტალღოვანი თმა გაქვთ, ვარცხნილობა კასკადი გაიკეთეთ, რადგან ის თმას უფრო სქელს გახდის.

თმას ბზინვარება შემატეთ

ასაკის კიდევ ერთი ნიშანი – სუსტი, ბზინვარება დაკარგული თმა. თუ თმას ბუნებრივ ბზინვარებას ვერ უბრუნებთ, ეს მშრალი ზეთით გააკეთეთ. სხვათა შორის, ეს არა მხოლოდ ლამაზი, არამედ თმის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.