Connect with us

ყვავილები

10 წვეთი ამ თვის ბოლოს და შემდეგ თვეში მცენარეები მეგობრულად აყვავილდებიან

ყოველწლიურად, ზამთრის ბოლოს მცენარეებს სპა პროცედურებს ვუტარებ. მაგალითად, ორქიდეებს და ფიკუსებს აბაზანაში ცხელ შხაპს ვუწყობ. უფრო ნაზ ყვავილებს სასუქებით ვანებივრებ. ნაადრევ გაზაფხულზე გამოკვება ყვავილებს გამოფხიზლებაში ეხმარება, ასევე ზრდას და ყვავილობას სტიმულირებს.

ოთახის მცენარეების მოსავლელად სააფთიაქო საშუალებებს ყოველთვის ვიყენებ. ამასთან ყვავილების გამოკვება დიდ დროს და ძალისხმევას არ მართმევს. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ იზრუნოთ შინაურულ ბოტანიკურ ბაღზე აბუსალათინის ზეთით.

აბუსალათინის ზეთის სარგებელი მცენარეებისთვის

აბუსალათინის ზეთს პროფესიონალი მებაღეები იყენებენ. რაც გასაკვირია, რადგან მას შხამიანი მცენარის თესლიდან იღებენ. სწორად გაზავებული ხსნარი მცენარეების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებს სტიმულირებს:

  • ყვავილს ბაქტერიული და სოკოვანი წარმოშობის დაავადებებისგან იცავს;
  • აღმდგენ პროცესებს ააქტიურებს;
  • ყვავილის, ახალი კვირტების ზრდას სტიმულირებს;
  • ნიადაგიდან მკვებავი ნივთიერებების ათვისებას აუმჯობესებს;
  • კვირტობის ფაზას აჩქარებს;

ყვავილების გამოკვება აბუსალათინის ზეთით

აბუსალათინის ზეთი საკმაოდ აგრესიულია, ამიტომ ნიადაგში სუფთა სახით მისი გამოყენება არ შეიძლება. ფესვები და ღეროები დამწვრობისგან რომ დაიცვათ, ხსნარი მოამზადეთ.

1. 2 ლ პლასტმასის ბოთლში 1 ლ წყალი და 1 ჩ/კ აბუსალათინის ზეთი ჩაასხით, სპრეი თავსახური დაახურეთ და კარგად შეანჟღრიეთ.

2. აბუსალათინის ზეთი წყალში ბოლომდე ვერ გაიხსნება, თუმცა ასე წვრილ წვეთებად დაიყოფა. თქვენი ამოცანაა ზეთი რაც შეიძლება წვრილად დაანაწევროთ.

3. გამოკვებამდე 2 საათით ადრე ჩვეულებრივი წყალი დაასხით. ასე დამწვრობისგან დაიცავთ. ახლა მცენარის ღეროები და ყლორტები ხსნარით დანამეთ. ისინი თხელი გარსით დაიფარებიან. მიწაც მორწყეთ.

გაუმჯობესებული სასუქი

მაქსიმალური ეფექტის მისაღებად აბუსალათინის ზეთის ხსნარი არა უბრალო წყალზე არამედ მტკნარ წყალზე მოამზადეთ. გამოდგება თოვლი და ყინული საყინულიდან. ზეთს შეგიძლიათ აურიოთ წყლის და რძის, ნეშომპალას ან ნაცრის ნარევი (1:1).

დამეთანხმეთ, თითოეულ დიასახლისს ოთახის მცენარეების მოსავლელად საკუთარი ხრიკი აქვს. ხშირად ყვავილების გამოკვება მარტივი და გამოცდილი მეთოდია, რომ მწვანე ცხოველის ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ. თქვენ როგორ უმკლავდებით? გაგვიზიარეთ თქვენი მეთოდები და მცენარეების ფოტოები!