Connect with us

თავის მოვლა

10 შეცდომა, რომელსაც თავის მოვლის დროს ვუშვებთ. გამოასწორეთ!

მარტივ ხრიკებს გიზიარებთ, რომელთა დახმარებით სილამაზის და ახალგაზრდობის შენარჩუნებას შეძლებთ.

გარეგნული სილამაზის მისაღწევად თითოეული ქალი ბევრ დროს ხარჯავს, მაგრამ ხშირად მთელი ეს მცდელობა თავის მოვლასთან დაკავშირებული გავრცელებული შეცდომების გამო უშედეგოა.

1. სხეულის ყოველდღიური მოვლის დროს ყელის და დეკოლტეს ზონის უგულებელყოფა არ შეიძლება. კანის სიბერის პირველი ნიშნები ყველაზე ცხადად სწორედ სხეულის ამ ნაწილებზე ჩანს. ეს ზონა რეგულარულად დაატენიანეთ, რომ 40 წლის ასაკში 30 წლის გოგოს გარეგნობა გქონდეთ.

2. რამდენად ხშირად რეცხავთ მაკიაჟის ფუნჯებს? მათზე მავნე ბაქტერიები წარმოიქმნება, რომლებიც აკნეს და გაღიზიანების გაჩენას იწვევენ. ფუნჯები მინიმუმ კვირაში 2-ჯერ უნდა გარეცხოთ.

3. ძალიან ბევრი გოგო სახის სკრაბს იყენებს და მათი დახმარებით სახეს გადატყავებამდე იწმენდს. ეს ძალიან ცუდი ჩვევაა, რადგან მკვდარ უჯრედებთან ერთად კანის დამცავი ფენაც გშორდებათ. ყოველდღიურად უფრო ნაზი საწმენდი საშუალება გამოიყენეთ, მაგალითად ენზიმის და გლიკოლის პილინგი.

4. სწორი კვება ლამაზი გარეგნობის გარანტიას წარმოადგენს. ადამიანები, რომლებიც მცენარეულ და ცილოვან საკვებს ხშირად მიირთმევენ, კანის პრობლემები ნაკლებად აწუხებთ.

5. თმის მუდმივად შეკვრა მის სტრუქტურას აზიანებს. ასეთი ვარცხნილობა კვირაში მაქსიმუმ ერთხელ გაიკეთეთ.

6. კოსმეტიკის არასწორმა კომბინაციამ შეიძლება თქვენი კანი დააზიანოს. კოსმეტოლოგები ტყუილად არ მოგიწოდებენ, რომ ერთი და იმავე ბრენდის კოსმეტიკა გამოიყენოთ. საიდუმლო ინგრედიენტების კონფლიქტში მდგომარეობს, რაც შეიძლება სხვადასხვა ბრენდის კოსმეტიკის გამოყენებამ გამოიწვიოს.

7. ნებისმიერი მაკიაჟი ღამით უნდა მოიშოროთ და დეკორატიული კოსმეტიკის შემდეგ კანს აღდგენის საშუალება უნდა მისცეთ.

8. კანის ნაადრევი დაბერება თავიდან რომ აიცილოთ, მზისგან დამცავი კრემის გამოყენება არ დაგავიწყდეთ.

9. ცხელი წყლის ხშირი გამოყენება კანის მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს: ის ელასტიკურობას კარგავს. ცხელი აბაზანის მოყვარულებმა ასეთი პროცედურა კვირაში მაქსიმუმ ერთხელ უნდა ჩაიტარონ.

10. ქალებმა, რომლებიც ფენით თმას ხშირად იშრობენ, ერთი ხრიკი უნდა დაიმახსოვრონ: თმის დაზიანება თავიდან რომ აიცილოთ, თბილი (ცხელი ჰაერით არავითარ შემთხვევაში) ჰაერით გაიშრეთ.

თავის მოვლის შესახებ ეს სასარგებლო რჩევები თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ!