Connect with us

მოდა და სტილი

10 ყველაზე მოდური ვარცხნილობა ნებისმიერი სიგრძის თმაზე

ამ ზამთარს ყველაზე მოდურად მოკლე ვარცხნილობა ითვლება: კარეს, ბობის ან პიქსის ყველა შესაძლოა ვარიანტები. გრძელი თმის მოყვარულებისთვისაც ძალიან საინტერესო ვარიანტები არსებობს.

კარე

გასული წლის მთავარი ტრენდი. ასეთი ვარცხნილობით შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ვარიანტებით. მაგალითად, სწორი ჩოლკით, გრძელი ჩოლკით, ირიბად აჭრილი, ოდნავ პროფილირებული ან საერთოდ უჩოლკო. მოცულობისთვის მსუბუქი ტალღების შექმნა სირთულეს არ წარმოადგენს.

პიქსი

კიდევ ერთი ძალიან აქტუალური ვარიანტი. გულის ფორმის ან ოვალური სახისთვის შესანიშნავი ვარცხნილობაა. ერთი შეხედვით, მოკლე ვარცხნილობამ შეიძლება ქალური მიმზიდველობა შეამციროთ, მაგრამ აქ პირიქითაა. პიქსი შესაფერის სახის ფორმას დახვეწილობას მატებას და ქალს უფრო აახალგაზრდავებს. თქვენ შეგიძლიათ ერთ დღეს თმა დაისწოროთ, მეორე დღეს კი აიჩეჩოთ.

მკაფიო ბობი

სუპერ–ბლაგვი ბობი პოპულარობას იძენს. გეომეტრია ვარცხნილობაში ზამთრის ერთ–ერთი მთავარი ტრენდია. ახალგაზრდულია. გახსოვდეთ, ასეთი ვარცხნილობა უფრო სწორი ნაკვთების მქონე პატარა გოგოს უხდება.

კლასიკური ბობი

გრძელსახიანმა ადამიანებმა უნდა შეარჩიონ ისეთი ვარცხნილობა, რომელიც სახეს ვიზუალურად სიგანეს მატებს. ბობი ნიკაპამდე ან ლავიწამდე – შესანიშნავი ვარიანტებია. თუ ამას მსუბუქ ტალღებს დაუმატებთ, სახე უფრო ჯანსაღი გამოჩნდება. თუ მრგვალი სახე გაქვთ, კლასიკური ბობი მომგებიანად არ გამოიყურება, სჯობს უფრო წაგრძელებული ვარიანტი შეარჩიოთ.

რეტრო

60–იანი წლების რეტრო მოდა ბრუნდება და მას თან მოსდევს ვარცხნილობა პაჟი და სესუნი. ერთი შეხედვით, ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ განსხვავებები მაინც აქვს. სესუნი მთელ სიგრძეზე ნახევარ რგოლად იჭრება, ხოლო პაჟს აუცილებლად სწორი კუთხეები აქვს, მაგალითად, სწორი ჩოლკა.

ულტრამოკლე

თუ თამამი ვარიანტები არ გაშინებთ, ულტრამოკლე ვარცხნილობა სცადეთ – ის, რასაც ხალხში უწოდებენ „ზღარბს“. გახსოვდეთ, თმა ძალიან სწრაფად იზრდება და ვარცხნილობის განახლება ხშირად მოგიწევთ. ან შეგიძლიათ გაიზარდოთ და მიიღოთ ვარცხნილობა პიქსი.

ჩოლკა

ჩოლკაში ნამდვილად არის რაღაც განსაკუთრებული. მან შეიძლება თქვენი სტილი განაახლოს, მაღალი შუბლი დამალოს და უფრო გაგაახალგაზრდავოს. გრძელი ჩოლკა შესანიშნავი ვარიანტია, რომელიც შეკრულ თმაზე ლამაზად გამოიყურება და სახეს უფრო აახლებს. ულტრათანამედროვე ვარიანტია სწორი ჩოლკა, ხოლო ირიბი ჩოლკა სახეს მოცულობას მატებს. თუ იმიჯის კარდინალურად შეცვლა არ გსურთ და ვარცხნილობა ჯერ ვერ შეარჩიეთ, ჩოლკით დაიწყეთ.

კასკადი

სიურპრიზი! კასკადი ბრუნდება! ვარცხნილობა თმას მოცულობას მატებს, ამიტომ თხელი ან იშვიათი თმის ადამიანებს გამოადგებათ. კასკადი სახის ფორმას არეგულირებს, მისი დახმარებით ნაკლოვანებების დაფარვას შეძლებთ. მთავარია, სიგრძე სწორად შეარჩიოთ. ვარცხნილობა საკმაოდ უნივერსალურია, საქმიანი შეხვედრებისთვისაც გამოდგება და სტუდენტური წვეულებებისთვის. დავარცხნას დიდი დრო არ სჭირდება. ვარცხნილობა წამებში მზად იქნება. თუ თმის გაზრდას აპირებთ, ასეთი ვარცხნილობა არ გამოგადგებათ, რადგან სხვადასხვა სიგრძის თმის გასწორებას დიდი დრო და მოთმინება დასჭირდება. კასკადი იდეალურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებულ იქნება პროფესიონალური ტექნიკა. სხვა შემთხვევაში თმა დაუდევრად გამოიყურება და სხვადასხვა მიმართულებით გამოშვერილია.

გრძელი, მრავალფენიანი ვარცხნილობა

გრძელი თმის მოყვარულებს შეუძლიათ ექსპერიმენტები ჩაიტარონ და თმა მრავალ ფენად შეიჭრან. ნებისმიერი ტიპის თმას და სახის ფორმას უხდება. თავისუფლად დაცვენილი ფენები თმას მოცულობას მატებს და ცივ სეზონზე მოცულობას უფრო ადვილად ინარჩუნებს. ვარცხნილობას გრძელი ჩოლკა და გრძელი ფენები ზურგამდე ძალიან უხდება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.