საკითხავი
10 საუკეთესო ქვეყანა, სადაც დედობისთვის საუკეთესო პირობებია
უსაფრთხო მშობიარობა, ბავშვისა და დედის ჯანმრთელობა დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში იბადება ბავშვი. გაგაცნობთ 10 საუკეთესო ქვეყანას დედობისთვის:
10. ბელგია
ბელგია შედარებით უსაფრთხო ქვეყანაა მშობიარობისთვის, დედის გარდაცვალების რისკით 1:8700. ბელგიაში გთავაზობენ 15-კვირიან ანაზღაურებად შვებულებას ფეხმძიმობისას, ხელფასის 64.1%-ის გადახდით.
9. ავსტრალია
ავსტრალიაში მშობიარობის საშუალო ღირებულებაა 5 312 დოლარი, გარდაცვალების რისკი კი – 1 9000-თან. ფეხმძიმობისთვის შვებულება 18 კვირას შეადგენს, საშუალოდ ხელფასის 42%-ის გადახდით.
8. გერმანია
გერმანიაში მშობიარობის ღირებულება დაახლოებით 2500 დოლარია. დედის გარდაცვალების რისკი – 1:11000. გერმანელი დედებისთვის გარანტირებულია 14-კვირიანი შვებულება სრული ხელფასის გადახდით.
7. ესპანეთი
მშობიარობის საშუალო ღირებულებაა 1950 დოლარი. მშობიარობისას დედის გარდაცვალების რისკი – 1:15100. მშობიარობის შემდეგ, დედა 16-კვირიან სადეკრეტო შვებულებას იღებს სრული ხელფასის მიღებით.
6. ნიდერლანდები
დედის გარდაცვალების რისკი 1 10700-თანაა. ნიდერლანდებში 16-კვირიან შვებულებას სრული ხელფასის გადახდით გვთავაზობენ.
5. შვეცია
შვეციაში დედის გარდაცვალების რისკი ერთია 13600-ში. აქ ორივე მშობელს 480-დღიანი შვებულება ეკუთვნით. 390 დღის განმავლობაში კი მშობლებს უფლება აქვთ, სრული ხელფასიდან 80% აიღონ.
4. დანია
დედის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 12000-ში ერთია. დანია, ასევე, გვთავაზობს 18-კვირიან შვებულებას ფეხმძიმობის დროს, ხელფასის 53.6%-ის გადახდით.
3. ისლანდია
დედის გარდაცვალების რისკია 1:11500. გათვალისწინებულია 13-კვირიანი შვებულება სრული ხელფასის 59%-ის გადახდით.
2. ფინეთი
დედის გარდაცვალების რისკი 15100-ში ერთია. დედა, ასევე, 17.5-კვირიან შვებულებას იღებს ფეხმძიმობისას, ხელფასის 74.4%-ის გადახდით.
1. ნორვეგია
დედის გარდაცვალების რისკი 1:14900-ს შეადგენს. დედებს შეუძლიათ 35-კვირიანი შვებულება აიღონ და, ამასთან, მიიღონ სრული ხელფასის 80%.
თქვენ რომელ ქვეყანაში არჩევდით მშობიარობას?