Connect with us

ჯანმრთელობა

რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა სოლიდურ ასაკში ბავშვის გაჩენას გეგმავთ

„აი, რას გეტყვი, ძვირფასო… დედობის შემდეგ თავს უკეთ იგრძნობ, ოღონდ მხოლოდ იმ პირობით, თუ ამისთვის მზად იყავი. პირველ რიგში, ორსულობა დეტალურად უნდა დაგეგმოთ, მანამდე კი ცხოვრება მოაწყოთ“ – უთხრა ჩემმა დამრიგებელმა თანაკლასელს, რომელმაც განაცხადა, რომ არა უგვიანეს 20 წლისას დედა გახდებოდა.

ეს საშუალო კლასებში, ბიოლოგიის გაკვეთილზე მოხდა. მაშინ ქალის რეპროდუქციულ სისტემას გავდიოდით. მასალის ჩვეული გადმოცემის შემდეგ, მასწავლებელმა კლასს მოგვმართა კითხვით, თუ ჩვენი აზრით რომელ ასაკში ღირს ბავშვის გაჩენა. ბიჭები ამ თემით დიდად არ დაინტერესდნენ, აი გოგოებში ნამდვილი კამათი გამოიწვია.

ჩვენ ბევრი არგუმენტი მოგვყავდა, როგორც ნაადრევი, ასევე გვიანდელი დედობის სასარგებლოდ. შემდეგ ვალენტინა ადგა და ამ თემაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა…საერთოდ, ეს საკითხი წლების შემდეგაც ჩემთვის ღია დარჩა, რადგან ერთი შეხედვით დამრიგებლის სიტყვებში ჯანსაღი აზრი დევს, მეორე მხრივ ეჭვისთვის ბევრი მიზეზი არსებობს.

დღეს გავარკვევთ, ღირს თუ არა მომწიფებულ ასაკში ბავშვის გაჩენა თუ სჯობს დედა ნაადრევად გახდეთ.

დედობის ბედნიერება

ყველა ქალი ოცნებობს, რომ მომავალი შვილისთვის შეუდარებელი დედა გახდეს. ეს შესაძლებელია, როცა ორსულობა დაგეგმილი არ გქონდათ ან ბავშვის აღსაზრდელად შიდა და გარე რესურსები საკმარისად არ გაქვთ? ალბათ, შეუძლებელია.

დედობის სკოლა არც თუ ისე სასიხარულოა, როგორც ბევრი თვლის. ეს ნამდვილად ისაა, რისთვისაც დიდხანს და კარგად უნდა მოემზადოთ. 20 წლისას იმის გაგებას იწყებთ, თუ ცხოვრებაში რა გსურთ და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებას სწავლობთ. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ციფრები პასპორტში შეცდომაა და თქვენ უნივერსიტეტში ჩაბარება, მშობლების სახლიდან გადასვლა და დამოუკიდებელი, ზრდასრული ცხოვრების დაწყება გელოდებათ.

რა თქმა უნდა, ყველა გოგო განსხვავებულია. ზოგი შეიძლება 18 წლის ასაკში დედობისთვის ფსიქოლოგიურად მზად იყოს, ზოგს კი გადაწყვეტილების მიღება 35 წლის ასაკშიც უჭირს. თუმცა საქმე არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ მზაობას ეხება.

ახალგაზრდა დედებს, რომელთაც ზურგს მდიდარი მშობლები და საკუთარი ფინანსური მდგომარეობა არ უმაგრებთ, დიდი სტრესი ელოდებათ. ორსულობამდე პირველ რიგში უნდა დაფიქრდეთ იმაზე, თუ სიყვარულს გარდა ბავშვისთვის რის მიცემას შეძლებთ.

ზოგი ამას უხეშ ანგარებად ჩათვლის, მაგრამ ფრაზა, რომ „ბავშვს დედის სიყვარულის გარდა არაფერი სჭირდება“ სასაცილოდ გულუბრყვილოა. აუცილებლად სჭირდება და თან ბევრი რამ!

უნდა გახსოვდეთ, რომ ბავშვის დაბადება დიდ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს. სწორი კვება, პედიატრთან მუდმივი ვიზიტი, განმავითარებელი გაკვეთილები, სათამაშოები, ეტლი და ა.შ. მხოლოდ საფენებზე საშუალო სტატისტიკური ხელფასის ნახევარი იხარჯება, მომავალზე რა უნდა ვთქვათ, როცა ბავშვს კარგ ბაღში, შემდეგ სკოლაში წასვლა მოუწევს.

40 წლის ასაკში, დიდი ალბათობით, მყარი ფინანსური მდგომარეობა გექნებათ და დარწმუნებული იქნებით, რომ ბავშვის მოვლა სირთულეს არ შეგიქმნით. სავარაუდოდ, რამდენიმე სამსახურში სიარული არ მოგიწევთ და ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მომენტები არ გამოგრჩებათ.

40 წლის ასაკში ბედნიერი დედობა უფრო მეტად სავარაუდოა, რადგან ამ ასაკში ქალები გამოცდილების დაგროვებას ასწრებენ, უფრო ჭკვიანები და რაციონალები არიან. ქალი უფრო მომთმენი იქნება და ბავშვის ცხოვრებისეულ ცვლილებებს უფრო გაგებით მოეკიდება, რასაც შეეძლო 25-30 წლის ასაკში შეიძლება ჩიხში მოექცია.

ეს საკითხი მეცნიერებმა გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ ქალები, რომლებმაც გვიან იმშობიარეს, უფრო დიდხანს ცოცხლობენ. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მიზეზი გენეტიკაშია: „თუ ამ ასაკში ქალის რეპროდუქციული სისტემა კარგად ფუნქციონირებს, სხვა პროცესები, მათ შორის დაბერებასთან დაკავშირებული, დადებით ხასიათს ატარებს“ – განმარტავენ ისინი.

გარდა ამისა, აღმოაჩინეს, რომ ქალები, რომლებიც 35 წლის შემდეგ აჩენენ, უკეთესი მეხსიერება აქვთ. სავარაუდოდ, ეს ტვინზე ჰორმონების, მათ შორის ესტროგენის და პროგესტერონის, გავლენით არის განპირობებული, რომლებიც ტვინის ფუნქციას და ქსოვილების განვითარებაზე არიან პასუხისმგებელნი.

სასწორის მეორე მხარეს გვიანდელ ორსულობასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო რისკი დევს. პირველ რიგში, 32 წლის შემდეგ დაორსულების შანსი კვერცხუჯრედების რაოდენობის შემცირებისა და ქალის რეპროდუქციული სისტემის ორგანოების შესაძლო დარღვევების გამო მკვეთრად მცირდება.

ამასთან ყველა შესაძლო დაავადების რისკი იზრდება. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ 35 წლის შემდეგ ორსულობისას ქალებს სერიოზული დაავადების განვითარების რისკი 50%-ით უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ნაადრევ ასაკში გააჩინეს.

თუმცა, ახლა მედიცინამ იმ დონეს მიაღწია, რომ ბევრი დაავადების თავიდან აცილება და განკურნება შეიძლება. „თუ ორსულობის პერიოდში ძვლების მდგომარეობას, კვებას და დატვირთვას განსაკუთრებულ ყურადღებას მიქცევით, 40 წლის ასაკშიც ჯანსაღი და ძლიერი ბავშვის გაჩენას შეძლებთ ისე, რომ ორგანიზმს ზიანი არ მიაყენოთ“- აღნიშნავენ სპეციალისტები.

ნებისმიერ ასაკში ნებისმიერი ცვლილება, მათ შორის ორსულობა რისკია. თითოეულმა ქალმა მხოლოდ ერთ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, სანამ დაორსულებას გადაწყვეტს: „რა რისკზე ხართ წამსვლელი?“