Connect with us

საკითხავი

ის 40 წლისაა, თუმცა მინიმუმ 55 წლის ქალბატონს ჰგავს. დედობა ქალს ბევრად სწრაფად აბერებს, ვიდრე არასწორი კვება და მოწევა

როცა ქალი ორსულად ხდება, მისი სხეული მასშტაბურ ტრანსფორმაციას განიცდის. წონა მატულობს, ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე იზრდება, პულსი ჩქარდება, საშვილოსნო ფართოვდება და გარშემო ორგანოებს და სისხლძარღვებს აწვება. ჰორმონების რაოდენობა იზრდება და ასტრონომიულ დონეს აღწევს. ტვინში რუხი ნივთიერების რაოდენობა მცირდება…

რთულია იმის უარყოფა, რომ ხშირ შემთხვევაში მშობიარობის შემდეგ ქალები გაცილებით ცუდად გამოიყურებიან. როგორც მინიმუმ, გარკვეული დროით.

ნაადრევი დაბერება

აი, რას ამბობს ამის შესახებ 40 წლის იულია, დედების ერთ-ერთი ფორუმის წევრი: „მე სამი შვილის დედა ვარ: 7, 9 და 11 წლის ბავშვების. ახლა ჩემთვის მაკიაჟი იგივეა, რაც კედელზე ბზარების ამოვსება. ადამიანები ყოველთვის ფიქრობენ, რომ მე 50 წლის ვარ. მუდმივად ზურგის ტკივილები მაწუხებს. 4 წლიანმა ძუძუს წოვამ მკერდის ზომა 3-დან 1-მდე შეამცირა. თითქოსდა სასიცოცხლო ენერგია გამოწოვეს“.

მესამე ბავშვის შემდეგ ჰიპოთერიოზი განმივითარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება წამლებზე უნდა ვიყო. ბოლო ათ წელში 20 წლით დავბერდი. ეს საწყენი და უსამართლობაა! ჩემი უშვილო მეგობრები არა მხოლოდ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან, არამედ უფრო მეტი ფული და დრო აქვთ, რომ საკუთარ თავზე იზრუნონ“.

სამწუხაროდ, ასეთი ისტორიები საკმაოდ ბევრია და ყოველთვის ერთ საკითხში მსგავსია – ორსულობის შემდეგ ქალის სხეული სწრაფად დაბერებას იწყებს. ბავშვის გაჩენის შემდეგ ქალის გარეგნობაზე რამდენიმე რიგი ფაქტორი გავლენას ახდენს.

1. ჰორმონალური ფონის სწრაფი ცვლილება

ჰორმონების უზარმაზარი რაოდენობა განწყობის სწრაფ ცვლილებას, მშობიარობის შემდგომ დეპრესიას, წონის მატებას და გამონაყარს იწვევს.

2. თმის ცვენა

მშობიარობიდან რამდენიმე თვის შემდეგ თმა სწრაფად ცვენას იწყებს, ამასთან დიდი რაოდენობით.

3. გაჭიმვა

მუცელი დანაოჭებული, გაღიზიანებული ხდება და დარჩენილი ცხიმის გამო „ტყავის წელვად ჩანთას“ ჰგავს. ეს ქალებს უშნო, მუცლის დასაფარი ტანსაცმლის ტარებას აიძულებთ.

4. შესაბამისი დასვენების ნაკლებობა

ბავშვის მოთხოვნილება დღის ნებისმიერ მონაკვეთში უნდა დაკმაყოფილდეს. მუდმივი უძილობის გამო თვალების ქვეშ ჩანთები და ნაოჭები ჩნდება, სახე გამოფიტული ხდება – ეს ყველაფერი ქალს 10 წელს მატებს.

5. ვარჯიშის არ არსებობა

ბავშვის მოვლა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს და ქალმა უბრალოდ არ იცის, ფიზიკური ვარჯიშისთვის ძალა საიდან მოიტანოს. ჩამოშვებული სხეული კომპლექსების და თვითშეფასების შემცირების მიზეზი ხდება.

6. თავის მოსავლელად იმდენი დრო აღარ აქვთ, როგორც ადრე

მუდმივად დატვირთვის გამო ელემენტარული კოსმეტიკური პროცედურის ჩატარებას ვერ ასწრებენ. კანის, თმის, ფრჩხილების მოუვლელობა მათ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს.

7. მკერდის გაზრდა და სიმძიმე

ორსულობის და ძუძუთი კვების დროს მკერდის გაზრდამ შეიძლება სტრიები, ფორმის დაკარგვა, ჩამოწელვა და ასიმეტრია გამოიწვიოს.

დედის სხეულში ცვლილებები ბავშვის დასაბადებლად აუცილებელია, მაგრამ დედისთვის დამღუპველია. აშშ-ს ახალი გენეტიკური კვლევა, რომელშიც 20-დან 44 წლის რეპროდუქტული ასაკის 2000-მდე ქალმა მიიღო მონაწილეობა, აჩვენებს, რომ ქალები, რომლებმაც ბავშვები გააჩინეს, უჯრედულ დონეზე უფრო სწრაფად დაბერდნენ, ვიდრე უშვილო თანატოლები.

„ასეთი შედეგით გაოცებული ვიყავით. ეს დაახლოებით 11 წლით უჯრედული დაბერების ექვივალენტია“ – ამბობს ეპიდემიოლოგი ანა პოლაკი ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტიდან.

კვლევის ფარგლებში შეისწავლეს გენეტიკური მარკერები, რომელთაც ტელომერს უწოდებენ. ეს ქრომოსების ბოლო ნაწილებია, რომლებიც დამცავ ფუნქციას ასრულებენ. ტელომერის სიგრძე უჯრედის ასაკს განსაზღვრავს – რაც უფრო მოკლეა ტელომერის „კუდი“, მით უფრო „ასაკოვანია“.  ამ ნაწილებს უჯრედის სრულ კვდომამდე ცვეთა შეუძლიათ.

ნაადრევი დაბერების ნიშნები შეიძლება დაჩქარებული იყოს ჭარბი წონით, მოწევით, უძილობით, დიაბეტით და, როგორც აღმოჩნდა, ბავშვების გაჩენით. დნმ-ს ანალიზმა დაამტკიცა, რომ ნამშობიარები ქალების ტელომერები როგორც მინიმუმ 4,2%-ით უფრო მოკლე იყო, ვიდრე იმ ქალების, რომელთაც ბავშვი გაჩენილი არ ჰყავდათ. უფრო მეტიც, ტელომერის სიგრძე მით უფრო მოკლეა, რაც უფრო მეტი ბავშვი ჰყავს ქალს.

2006 წელს პოლონეთის სოფელში ქალების ისტორიულმა შესწავლამ ბავშვების რაოდენობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის კავშირი აღმოაჩინა. როგორც ყოველი ანთების დროს სანთელი იწვის, ასევე ტელომერები უჯრედების ყოველი დაყოფის დროს მცირდება.

უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელს გვატემალას ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლეობის კვლევამ საპირისპირო შედეგი ჰქონდა. კვლევამ აჩვენა, რომ ქალები, რომელთაც ბევრი ბავშვი ჰყავდათ, უფრო ნაკლებად ბერდებოდნენ.

კიდევ უფრო მოულოდნელი შედეგი მიიღო მეცნიერთა ჯგუფმა ტომას პერლსომის (ახალი ინგლისის ასწლიანი მაცხოვრებლების კვლევის დამფუძნებელ-დირექტორი) ხელმძღვანელობით. მშობლებს, რომელთაც ბავშვები 40 წლის შემდეგ გაუჩნდათ, 100 წლამდე ცხოვრების უფრო მეტი შანსი ჰქონდათ. ლაპლანდიის ადგილობრივი მაცხოვრებლები, ამიშის ოჯახები და სხვა პოპულაციები ასაკში გაჩენილი ბავშვებისა და ხანგრძლივი ცხოვრების კავშირის გვიჩვენებენ.

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნამშობიარევი ქალები 11 წლით ადრე დაიღუპებიან, ვიდრე ისინი, ვინც შვილი არ გააჩინეს. 2016 წლის კვლევის მიხედვით, ქალები, რომლებმაც ბავშვები 30 წელს ზემოთ გააჩინეს, უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე ისინი, ვისაც შვილი არ ჰყავთ.

„არ ვამბობთ, რომ ბავშვების გაჩენა შეწყვიტოთ“ – ამბობენ მეცნიერები. „კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენი შეხედულებები და ურთიერთობა შეიძლება გავლენას ახდენდეს იმაზე, თუ როგორ გამოვიყურებით. ხოლო პესიმიზმი ტელომერის სიგრძეს ამცირებს.“. მეცნიერება ერთ ადგილზე არ დგას და დაბერების პროცესი ბოლომდე შესწავლილი არაა.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.